EK Law Office, PLLC

EK Law Office, PLLC Founded by the graduate of Harvard Law School, EK Law Office PLLC is a boutique law firm located in New York, NY

05/06/2026

ჩვენი ოფისის ადვოკატების ჩართულობას და მომსახურეობას ემიგრანტები ყველაზე ხშირად ამ საკითხებში ითხოვენ

🔴habeas corpus - პეტიციის შეტანა დაკავებული ემიგრანტის განთავისუფლებაზე.

🔴აპელაცია - საემიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში.

დაგვიკავშირდით:
[email protected] | 646-402-2219

03/12/2026

გთავაზობთ შემდეგ იურიდიულ მომსახურებას დაჩქარებული ფორმით:

🔴habeas corpus - პეტიციის შეტანას დაკავებული ემიგრანტის განთავისუფლებაზე.

🔴აპელაციას - საემიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო პალატაში.

დაგვიკავშირდით:
[email protected] | 646-402-2219

02/26/2026

🔴სიახლე, აღდგენილი ბონდის (გირაოს) უფლება ემიგრანტებისთვის!!!🔴

2026 წლის 18 თებერვალს, კალიფორნიის ცენტრალური ოლქის აშშ-ის საოლქო სასამართლომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა დაკავებულ იმიგრანტებს. სასამართლომ ოფიციალურად გააუქმა Matter of Yajure Hurtado — 2025 წლის გადაწყვეტილება (ჰურტადოს ქეისი), რომელიც საემიგრაციო სააპელაციო საბჭომ (Board of Immigration Appeals) გამოსცა და რომელმაც გააუქმა გირაოს (bond) მიღების შესაძლებლობა იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემოვიდნენ საზღვრის უკანონო კვეთით.

სასამართლომ უარყო Hurtado-ს პრეცედენტით დადგენილი სავალდებულო დაკავება და აღადგინა გირაოს მოპოვების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით იმ პირებისთვის, რომლებსაც გირაოზე უარი ეთქვათ მხოლოდ აშშ-ში შემოსვლის ფორმის გამო.

რას ნიშნავს ეს

2026 წლის 18 თებერვლიდან Hurtado-ს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმებულია — რაც ხელახლა ხსნის გირაოს შესაძლებლობას და დაკავებულ მიგრანტებს პატიმრობიდან განთავისუფლების რეალურ შანსს აძლევს, სანამ მათი საქმეები სასამართლოში მიმდინარეობს.

ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანი პროცესის კუთხით და ახალ იმედს აძლევს მიგრანტ ოჯახებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საემიგრაციო პატიმრობაში.

On February 18, 2026, the U.S. District Court for the Central District of California delivered a major victory for detained immigrants. The court officially vacated Matter of Yajure Hurtado, the 2025 decision issued by the Board of Immigration Appeals that had eliminated bond hearings for immigrants who entered without inspection.

The court rejected Hurtado’s mandatory-detention interpretation and restored access to bond hearings for a nationwide class of noncitizens who were denied bond solely because of how they entered the United States.

What This Means

Since February 18, 2026, Hurtado’s restrictions have been effectively overturned — reopening the door to bond hearings and giving detained immigrants a real opportunity for release while their cases move forward.

This decision marks a powerful shift toward due process and renewed hope for families facing prolonged detention.

02/25/2026

TikTok

12/17/2025

კიდევ ერთი მოგება ტეხასის შტატის ფედერალურ სასამართლოში, Habeas Corpus პეტიტიცია დაკმაყოფილდა!

ტეხასის შტატის სან ანტონიოს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი გუნდის სარჩელი Habeas corpus-ის მოთხოვნით (პეტიცია უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებაზე). მთავრობას დაევალა ემიგრანტის, რომელიც 2023 წელს შემოვიდა აშშ-ში, 48 საათში განთავისუფლება საემიგრაციო პატიმრობიდან. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მთავრობას ასევე აეკრძალა ჩვენი კლიენტის დეპორტაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ვულოცავთ ამ სამართლებრივ გამარჯვებას ჩვენს კლიენტსა და EK Law Office-ის ბრწყინვალე გუნდს.

Another victory for our detained client: Petition for Writ of Habeas Corpus granted!

Our Petition for a Writ of Habeas Corpus was granted by the United States District Court for the Western District of Texas, San Antonio Division. The Court ordered the government to release our client, who arrived in the United States in 2023 and has remained in detention since that time.

The Court directed the client’s immediate release from custody within 48 hours and further ruled that any removal of our client is prohibited.

We congratulate our client and commend the outstanding legal team at EK Law Office for this significant legal victory.

10/29/2025

მნიშვნელოვანი ცვლილება: 2025 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ სამუშაო ნებართვების (EAD) ავტომატური გაგრძელება აღარ იმოქმედებს

საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო ახალი წესი, რომელიც 2025 წლის 30 ოქტომბრიდან აუქმებს სამუშაო ნებართვების (EAD) ავტომატურ გაგრძელებას უმეტესობისთვის, ვინც აგზავნის სამუშაო ნებართვის განახლების განაცხადს.

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი სამუშაო ნებართვის განახლების განაცხადს შეიტანთ 2025 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ, თქვენი სამუშაო ნებართვა ავტომატურად აღარ გაგრძელდება განაცხადის განხილვის პერიოდში (გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, მაგალითად TPS სტატუსის მქონე პირები).

სამუშაო ნებართვის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ:

🔴დროულად დაუკავშირდეთ თქვენს ადვოკატს განახლების პროცესის დასაწყებად.

🔴EAD განახლების განაცხადი შეიტანოთ 6 თვით (180 დღით) ადრე, სანამ მიმდინარე ბარათს ვადა გაუვა.

🔴თუ განაცხადის შეტანა დაგაგვიანდათ, შეიძლება დროებით დაკარგოთ სამუშაო ნებართვა, სანამ ახალი EAD ბარათი გამოიცემა.

🔴ეს წესი არ ეხება იმ ავტომატურ გაგრძელებებს, რომლებიც უკვე გაიცა 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით;

Call Us
+1 (646)-401-1112
+1 (646)-402-2219
​+1 (646)-359-4998

Email us

[email protected]

10/14/2025

2025 წლის 29 სექტემბერს, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა (DOT) და ფედერალურმა საავტომობილო გადაზიდვების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (FMCSA) გამოაცხადეს ახალი წესი, რომელიც დაუყოვნებლად ცვლის კონკრეტული იმიგრანტებისთვის CDL (კომერციული მძღოლის ლიცენზიის) და CLP (სასწავლო ნებართვის) გაცემის წესებს. ეს ცვლილება ეხება ბევრ ემიგრანტ მძღოლს და უკვე ძალაშია.

🔴მთავარი ცვლილებები, რაც უნდა იცოდეთ:
მხოლოდ იმ პირებს, ვინც იმყოფებიან კონკრეტულ სამუშაო ვიზებზე, შეუძლიათ CDL ან CLP-ის აღება ან განახლება. ასეთებია ვიზებია მაგალითად: H-1B, L-1, O-1, E-2, H-2A და H-2B.

🔴თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ სამუშაო უფლება (EAD) კონკრეტული მიმდინარე აპლიკაციის ფარგლებში — მაგალითად, ხართ თავშესაფრის მაძიებელი, DACA-ის ბენეფიციარი, TPS-ის მქონე ან მწვანე ბარათზე განაცხადის პროცესში — თქვენ ვეღარ შეძლებთ CDL ან CLP-ის აღებას ან განახლებას.

🔴მწვანე ბარათის მფლობელებს (მუდმივი ბინადრები) ეს წესი არ ეხებათ.

🔴CDL/CLP-ის მისაღებად ან გასაახლებლად, იმიგრანტმა მძღოლებმა უნდა წარადგინონ: ეროვნული პასპორტი, და მოქმედი I-94 ფორმა, რომელიც აჩვენებს, რომ იმყოფებიან ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ვიზის კატეგორიაში.

🔴შტატები ვალდებული არიან შეაჩერონ CDL/CLP-ის გაცემისა და განახლების პროცესი იმიგრანტებისთვი, სანამ მძღოლები სრულად არ დააკმაყოფილებენ ახალი წესების მოთხოვნებს.

🔴შტატებს ევალებათ, რომ CDL/CLP-ის გაცემამდე შეამოწმონ მძღოლების საიმიგრაციო სტატუსი ე.წ. SAVE სისტემაში.

🔴CDL ან CLP-ის ვადა ახლა უნდა ემთხვეოდეს I-94 ფორმის ვადას, ან იყოს მაქსიმუმ 1 წელი, რომელიც უფრო ადრე გადის.

10/08/2025

გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებას და ფასებს შემდეგ იურიდიულ მომსახურებაზე:

1. თავშესაფრის განაცხადის წარმოება საემიგრაციო სამსახურში ან სასამართლოში; ემიგრანტის წარმომადგენლობა ყველა სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის სააპელაციო ინსტანციაზე;

2.თქვენი ინტერესების დაცვა სხვა სახის საემიგრაციო საკითხებში.
პირველადი სატელეფონო კონსულტაცია და იურიდიული რჩევები უფასოა, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ კონსულტაციის დასაჯავშნათ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაგვიკავშირდით

🛑646-402-2219
🛑[email protected]

08/26/2025

კიდევ ერთი მოგებული საქმე შეემატა ჩვენი ადვოკატების მიერ მოგებულ ასობით საქმეს!

მორიგი გამარჯვება საემიგრაციო სასამართლოში, კლიენტის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება და ბედნიერი კლიენტი!

თავშესაფრის განაცხადზე ნიუორკის საემიგრაციო სასამართლომ ჩვენი კლიენტისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება გამოიტანა!

დაგვირეკეთ: ⁨(646) 402-2219⁩
მოგვწერეთ: [email protected]

08/26/2025

წინასწარი იურიდიული რჩევები ამერიკაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის!

🛑თუ თქვენ აპირებთ აშშ-ში შემოსვლას და თავშესაფრის მოთხოვნას, აუცილებელია წინასწარ იცოდეთ აშშ-ს საემიგრაციო პროცესები, რათა სწორად დაგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები.

🛑ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას თავშესაფრის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ამერიკაში ჩამოსვლამდე.

დაგვირეკეთ: ⁨(646) 402-2219⁩
მოგვწერეთ: [email protected]

Address

405 Lexington Avenue, 8th Floor
New York, NY
NY10174

Opening Hours

Monday 9am - 6pm
Tuesday 9am - 6pm
Wednesday 9am - 6pm
Thursday 9am - 6pm
Friday 9am - 5pm

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EK Law Office, PLLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to EK Law Office, PLLC:

Featured

Share