Law Office of Marita Mazanishvili

Call Directions Contact the business

Law Office of Marita Mazanishvili Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Law Office of Marita Mazanishvili, Lawyer & Law Firm, 165 Broadway, 23rd Floor, STE 2325A, New York, NY.

Boutique immigration law firm in Manhattan's Financial District, providing personalized representation in removal defense before EOIR, family-based immigration, adjustment of status, naturalization, consular processing and other immigration matters.

10/02/2026

📌 მნიშვნელოვანი სიახლე თავშესაფრის განმცხადებლებისთვის:
ბოლო დღეებში ბევრმა თავშესაფრის მაძიებელმა მიიღო შემდეგი შეტყობინება - „Next Step Is Adjudication“.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი თავშესაფრის განაცხადი განხილვის უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე უკვე გადის ან გავლილი აქვს საწყისი შემოწმებები, მათ შორის background check. თუმცა USCIS-ს ამ სტატუსის ცვლილებაზე ოფიციალური განმარტება ჯერ არ გამოუქვეყნებია.
⚠️ აღნიშნული შეტყობინება არ ნიშნავს, რომ საქმე დამტკიცდა, უარყოფილია ან სასამართლოში გადაიგზავნა.
მაგრამ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა დოკუმენტები აქვს საიმიგრაციო სამსახურს თქვენს საქმეში.
თუ მხოლოდ I-589 გაქვთ შეტანილი, ნუ დაელოდებით ინტერვიუს იმისთვის, რომ დანარჩენი მასალები მოამზადოთ.
📂 საქმეში სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი თქვენი დევნის ისტორია და მისი მტკიცებულებები - პირადი განცხადება, დევნის ან მუქარის დამადასტურებელი მასალები, მოწმეების წერილები და თქვენს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ახალი წესით, გარკვეულ შემთხვევებში USCIS-ს შეუძლია საქმე ინტერვიუს გარეშეც გადააგზავნოს საიმიგრაციო სასამართლოში.
✅ ამიტომ გადაამოწმეთ, რა დოკუმენტები გაქვთ უკვე წარდგენილი და ხომ არ აკლია თქვენს საქმეს მნიშვნელოვანი მასალები.
ნუ დაელოდებით მხოლოდ USCIS-ის გასაუბრებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა მასალებია თქვენს საქმეში ან რა შეიძლება აკლდეს მას, დაგვიკავშირდით კონსულტაციის დასანიშნად.
Law Office of Marita Mazanishvili
165 Broadway, 23rd Floor, STE 2325A, New York, NY 10006
347-993-8836 [email protected]

10/01/2026

📌 თუ აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვეთ და თქვენი I-589 განაცხადი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ეს ინფორმაცია თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.
⚠️ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქმედმა ადმინისტრაციამ გუშინ 250,000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, მათ შორის B1/B2 ბიზნეს ვიზიტორებისა და ტურისტული ვიზები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ საიმიგრაციო საქმეებისა და უკვე გაცემული ვიზების გადამოწმება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავშესაფრის მაძიებლებმა იცოდნენ, მათ საქმეში რა დოკუმენტები და მტკიცებულებებია წარმოდგენილი.
📌 2026 წლის 28 ივლისიდან საიმიგრაციო სამსახურს (USCIS) გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია I-589 ფორმა გასაუბრების ჩატარების გარეშე გადააგზავნოს საემიგრაციო სასამართლოში (EOIR), სადაც თავშესაფრის მაძიებელს დეპორტაციისგან თავის დაცვა მოსამართლის წინაშე მოუწევს.
რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თავშესაფრის ყველა განაცხადი სასამართლოში გადავა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ ისეთ საქმეებს, რომლებშიც მხოლოდ ფორმა I-589 არის გაგზავნილი და თავშესაფარი ამერიკაში შემოსვლიდან 1 წლის შემდეგაა მოთხოვნილი.
რისკების შესამცირებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენს საქმეში სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი დევნის ისტორია და მისი მხარდამჭერი მტკიცებულებები - პირადი განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მოწმეების განცხადებები და თქვენი საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
თუ წლების წინ მხოლოდ I-589 შეიტანეთ და მას შემდეგ დამატებითი მტკიცებულებები არ წარგიდგენიათ, კარგი დროა გადაამოწმოთ, რამდენად სრულყოფილად არის მომზადებული თქვენი საქმე.
📞 ნუ დაელოდებით მხოლოდ USCIS-ის გასაუბრებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა მასალებია თქვენს საქმეში ან რა შეიძლება აკლდეს მას, დაგვიკავშირდით კონსულტაციის დასანიშნად.
Law Office of Marita Mazanishvili
📍 165 Broadway, 23rd Floor, STE 2325A, New York, NY 10006
📞 347-993-8836 ✉️ [email protected]

გაიცანით ჩვენი ოფისის ადვოკატი საემიგრაციო მიმართულებით - მარიტა მაზანიშვილი 👩🏻‍💼⚖️ მარიტამ იურიდიული განათლება თავდაპირ...
09/30/2026

გაიცანით ჩვენი ოფისის ადვოკატი საემიგრაციო მიმართულებით - მარიტა მაზანიშვილი 👩🏻‍💼

⚖️ მარიტამ იურიდიული განათლება თავდაპირველად საქართველოში, თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო შემდგომ სწავლა ნიუ-იორკში, Fordham University School of Law-ში გააგრძელა, სადაც LL.M.-ის ხარისხი მიიღო უმაღლესი აკადემიური წოდებით.

📚 მარიტა 6 წელია რაც საემიგრაციო სფეროში საქმიანობს. იგი მუშაობდა როგორც საემიგრაციო სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე, ასევე სხვა და სხვა საადვოკატო ოფისებში ნოტარიუსის/პარალეგალის პოზიციებზე, რამაც მას USCIS-ისა და სასამართლოს საქმეებზე სიღრმისეული და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობისა და მათი სწორად წარმართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.

⚖️ როგორც ადვოკატი მარიტა სპეციალიზირდება ისეთ საემიგრაციო საქმეებზე, როგორებიცაა: თავშესაფრის საქმეები, Master/Individual Hearing-ებზე წარმომადგენლობა, ქორწინებაზე დაფუძნებული საქმეები, VAWA, ბიზნეს ვიზები, ოჯახის გაერთიანების საქმეები, საემიგრაციო ინტერვიუებისთვის მომზადება და ინტერვიუზე წარმომადგენლობა, ICE check-in-ებზე გამოყოლა და ა.შ

👩🏻‍💼 ჩვენს ბუტიკურ საემიგრაციო ოფისში მიიღებთ კეთილსინდისიერ, ინდივიდუალურ და კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად იყოთ თქვენი საქმის კურსში, გესმოდეთ თითოეული ეტაპი და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ადვოკატთან ერთად იღებდეთ.

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით +1 (347) 993-8836

მე ვარ მარიტა მაზანიშვილი, ლიცენზირებული ადვოკატი საემიგრაციო მიმართულებით. 👩🏻‍💼 ჩვენი ოფისის ენერგიულ, ყურადღებიან და გ...
09/15/2026

მე ვარ მარიტა მაზანიშვილი, ლიცენზირებული ადვოკატი საემიგრაციო მიმართულებით.

👩🏻‍💼 ჩვენი ოფისის ენერგიულ, ყურადღებიან და გამოცდილ გუნდთან ერთად გთავაზობთ საემიგრაციო სამართლებრივ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: თავშესაფრის საქმეები, ქორწინებაზე დაფუძნებული საქმეები, VAWA, ბიზნეს ვიზები, ოჯახის გაერთიანების საქმეები, საემიგრაციო ინტერვიუებისთვის მომზადება და ინტერვიუზე წარმომადგენლობა, ICE check-in-ებზე გამოყოლა და ა.შ

⚖️ ჩვენს ოფისში თითოეული კლიენტის საქმეს ინდივიდუალურად ვუდგებით. ჩვენს კლიენტებს საქმის ყველა ეტაპზე ვაწვდით სრულ და სწორ ინფორმაციას, დეტალურად განვიხილავთ მათი საქმის ვითარებას და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათთან ერთად ვიღებთ.

ჩვენი ოფისი მდებარეობს მანჰეტენზე, ფედერალ პლაზასთან 📌 One Liberty Plaza, 165 Broadway, Floor 23, Suite 2325A, New York, NY, 10006

თუკი გნებავთ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, დაგვიკავშირდით
📞 +1 (347) 993-8836

09/10/2026

📌 რა არის სასამართლოში გამოცხადების შესახებ შეტყობინება, იგივე Notice to Appear (NTA)?

Notice to Appear (NTA) არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც საემიგრაციო სასამართლოში პირის სადეპორტაციო საქმის განხილვა (removal proceedings) იწყება.

🔵 ვინ გასცემს NTA-ს?
NTA-ს გასცემს ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, იგივე DHS (Department of Homeland Security) - და არა საემიგრაციო სამსახური (USCIS).

🔵 რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს NTA?
NTA უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც პირს სასამართლოში იბარებენ, ასევე სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღსა და ადგილს (ან მითითებას, რომ თარიღი მოგვიანებით განისაზღვრება).

🔵 როდის გაიცემა NTA?
NTA-ს გაცემას რამდენიმე საფუძველი არსებობს:

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის უნებართვოდ კვეთისას - მაგალითად, თუ პირმა საზღვარი ნებართვის (ვიზის) გარეშე გადაკვეთა, როგორც წესი, მასზე NTA დაუყოვნებლივ გაიცემა.

თავშესაფრის განაცხადზე უარის თქმის შემდეგ - თუ ამერიკაში ვიზით შემოსულმა პირმა თავშესაფარი მოითხოვა, მოგვიანებით კი საემიგრაციო სამსახურში (USCIS-ში) თავშესაფრის ინტერვიუ ვერ გაიარა წარმატებით, მისი საქმე ავტომატურად საემიგრაციო სასამართლოს გადაეცემა განსახილველად - შესაბამისად, ასეთ პირზე NTA გამოიცემა.

ვიზის ვადის გადაცილებისას - თუ პირმა სავიზო პირობები დაარღვია და შემდეგ ამერიკის მოქალაქესთან შექმნა ოჯახი, მაგრამ გასაუბრება ვერ გაიარა წარმატებით, ამ შემთხვევაშიც მასზე NTA გაიცემა. შესაბამისად, მისი საქმე საემიგრაციო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გრძელდება.

სისხლის სამართლის დარღვევის შემდეგ - გარკვეული დანაშაულის ჩადენის ან ბრალდების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ პირს არ აქვს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის (მწვანე ბარათის) სტატუსი.

⚠️ რას ნიშნავს NTA-ს მიღება?
თუ NTA მიიღეთ, თქვენი საქმე გადადის Executive Office for Immigration Review-ში (EOIR), იგივე საემიგრაციო სასამართლოში, სადაც პირის საემიგრაციო პროცედურები გრძელდება, ასეთ შემთხვევაში მოსამართლის წინაშე მოგიწევთ იმის ჩვენება, თუ რატომ გაქვთ უფლება, დარჩეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გახსოვდეთ რომ ყველა საიმიგრაციო საქმე ინდივიდუალურია, თქვენი საიმიგრაციო საქმის შესაფასებლად დაგვირეკეთ: (347) 993-8836;

09/08/2026

📌 საიმიგრაციო სამსახური თუ საიმიგრაციო სასამართლო - რა განსხვავებაა ამ ორ უწყებას შორის?

ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების დიდი უმრავლესობის საიმიგრაციო გზა ხშირად საიმიგრაციო სამსახურის ან საიმიგრაციო სასამართლოს გავლით მიმდინარეობს. მიუხედავად სახელში არსებული მსგავსებისა, ორ უწყებას შორის დიდი სხვაობაა.

🔵 საიმიგრაციო სამსახური, USCIS (U.S. Citizenship and Immigration Services) - Department of Homeland Security-ის, იგივე ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ინსტიტუტია. საიმიგრაციო სამსახური ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც განიხილავს ისეთ განაცხადებსა და პეტიციებს, როგორიცაა მწვანე ბარათი (Adjustment of Status), მოქალაქეობა (Naturalization), ოჯახის გაერთიანება და მუშაობის უფლების გაცემა. საიმიგრაციო სამსახური ასევე განიხილავს იმ პირების თავშესაფრის განაცხადებს, რომლებიც ამერიკაში ვიზით ჩამოვიდნენ და შემდეგ მოითხოვეს თავშესაფარი.

🔵 EOIR (Executive Office for Immigration Review) - ცალკე უწყებაა, რომელიც შედის იუსტიციის დეპარტამენტის სისტემაში და მოიცავს საიმიგრაციო სასამართლოებსა და Board of Immigration Appeals-ს (BIA). სწორედ EOIR განიხილავს removal proceedings-ს, იგივე სადეპორტაციო პროცედურებში მყოფი პირების საქმეებს.

⚠️ რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რა განსხვავებაა ამ ორ უწყებას შორის?
ადამიანს შესაძლებელია ერთდროულად საქმე ჰქონდეს როგორც საიმიგრაციო სასამართლოში (EOIR), ისე საიმიგრაციო სამსახურში (USCIS), თუმცა რომელიმე ერთ მათგანში საქმის დასრულება არ ნიშნავს, რომ მეორე უწყებაში ავტომატურად სრულდება საქმე. მაგალითად, შესაძლოა ადამიანი საიმიგრაციო სამსახურში (USCIS) ოჯახის გაერთიანების გზით იღებდეს მწვანე ბარათს, მაგრამ პარალელურად მიმდინარე სადეპორტაციო საქმე ჰქონდეს საიმიგრაციო სასამართლოში (EOIR). არასწორად გავრცელებული მოსაზრებაა, რომ საიმიგრაციო სამსახურში საქმის დაწყება ავტომატურად აჩერებს საიმიგრაციო სასამართლოს (EOIR) წინაშე არსებულ ვალდებულებებს - თუმცა ეს ასე არ არის. ორივე შემთხვევაში პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. შესაბამისად, ორივე საქმეზე ცალ-ცალკე და ყურადღებით მუშაობაა საჭირო.

გახსოვდეთ რომ ყველა საიმიგრაციო საქმე ინდივიდუალურია, თქვენი საიმიგრაციო საქმის შესაფასებლად დაგვირეკეთ: (347) 993-8836;

09/08/2026

📌 როგორია დეპორტაციის გასაჩივრების პროცესი?

🔵 თუ მოსამართლეს საბოლოო სასამართლო სხდომაზე დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოაქვს, ეს საქმის დასასრულს არ ნიშნავს. ამერიკის საემიგრაციო კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ გასაჩივრების უფლება გაქვთ.

📌 სად, როდის და რა ვადებში ხდება გასაჩივრება?

🔵 საემიგრაციო მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება Board of Immigration Appeals-ში (BIA) ხდება:
მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია BIA-ში, Notice of Appeal-ის (ფორმა EOIR-26) შეტანით. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან (სიტყვიერი ან წერილობითი) 30 კალენდარული დღე გაქვთ სააპელაციო სასამართლოში მის გასაგზავნად. გაითვალისწინეთ, რომ გასაჩივრების ვადები ძალიან მკაცრია - BIA, ჩვეულებრივ, ვერ მიიღებს დაგვიანებულ განაცხადს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ პირი დაკავებულია.

🔵 რა ხდება, თუ აპელაციის განაცხადი BIA-ში დადგენილ ვადებში შედის?
დროულად შეტანილი აპელაცია, ჩვეულებრივ, დეპორტაციის ბრძანების აღსრულებას დროებით აჩერებს, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. სააპელაციო სასამართლოში, როგორც წესი, ფიზიკურად გამოცხადება არ არის საჭირო.

🔵 რა ხდება, თუ სააპელაციო განაცხადი 30 დღის შემდეგ შეაქვთ?
თუკი მოსამართლის გადაწყვეტილებას 30 დღეში არ გაასაჩივრებთ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურ სასამართლოზე მოსამართლის მიერ მიღებული დეპორტაციის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

🔵 რა ხდება BIA-ს გადაწყვეტილების შემდეგ?
თუ BIA დააკმაყოფილებს აპელაციის მოთხოვნას, მაშინ მოვლენები ორი სავარაუდო სცენარით მიმდინარეობს: 1) სააპელაციო სასამართლო აუქმებს ინდივიდუალურ (ფინალურ) სასამართლოზე მიღებულ გადაწყვეტილებას; 2) სააპელაციო სასამართლო ხელახალი განხილვისთვის აბრუნებს საქმეს საემიგრაციო სასამართლოში.
იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება სააპელაციო სარჩელი, არც ეს არის საქმის დასასრული - ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დავა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდეს.

თქვენი საემიგრაციო საქმის შესაფასებლად დაგვირეკეთ: (347) 993-8836 📞

🚨 მნიშვნელოვანი ცვლილება მწვანე ბარათის აპლიკანტებისთვის - გთხოვთ, წაიკითხოთ ბოლომდე.2026 წლის 18 სექტემბერს საემიგრაციო...
08/31/2026

🚨 მნიშვნელოვანი ცვლილება მწვანე ბარათის აპლიკანტებისთვის - გთხოვთ, წაიკითხოთ ბოლომდე.
2026 წლის 18 სექტემბერს საემიგრაციო სამსახური (USCIS) მწვანე ბარათის აპლიკაციის (ფორმა I-485) განახლებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რაც რამდენიმე სერიოზული ცვლილებით არის გამოწვეული.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - საემიგრაციო სამსახურმა (USCIS) დაასრულა მუშაობა Public Charge Ground of Inadmissibility-ის საბოლოო წესზე. განახლებული წესის მიხედვით, საემიგრაციო ოფიცრებს უფრო მეტი უფლება ეძლევათ, უარი თქვან მწვანე ბარათის გაცემაზე, თუ ეჭვს შეიტანენ, რომ აპლიკანტი მომავალში სახელმწიფო დახმარებაზე გახდება დამოკიდებული.
შესაბამისად, განახლდა ფორმა I-485-იც. 2026 წლის 18 სექტემბრიდან საემიგრაციო სამსახური მხოლოდ განახლებულ ფორმას მიიღებს - ძველი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში აპლიკაცია არ მიიღება და უკან დაგიბრუნდებათ.
რა იცვლება?
🔵 ახალი ფორმა შეიცავს ახალ კითხვებს და მოითხოვს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას, რათა საემიგრაციო ოფიცერმა შეაფასოს, რამდენად არსებობს რისკი, რომ მწვანე ბარათის მფლობელი სამომავლოდ სახელმწიფო დახმარებაზე გახდეს დამოკიდებული.
რისთვის უნდა იყოთ მზად?
🔵 თუ მწვანე ბარათზე განაცხადის გაგზავნას გეგმავთ და საჭირო დოკუმენტაცია უკვე მოგროვებული გაქვთ, ნუ დაყოვნდებით - გაგზავნეთ განაცხადი დროულად. 2026 წლის 18 სექტემბრის შემდეგ განაცხადის გაგზავნა მხოლოდ ახალი ფორმით იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ დაგჭირდებათ Public Charge სექციის განახლებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება.
თუ განაცხადის გაგზავნას 18 სექტემბრის შემდეგ გეგმავთ, დროულად გაეცანით ფორმის განახლებულ ვერსიას და შესაბამისად მოამზადეთ დოკუმენტაცია, რათა ყველაფერი სწორად წარადგინოთ.

თქვენი საემიგრაციო საქმის შესაფასებლად დაგვირეკეთ: (347) 993-8836

08/27/2026

⚖ გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა რომ მსოფლიოს მასშტაბით საკონსულოებში საემიგრაციო ვიზის ინტერვიუების ჩანიშვნას დროებით აჩერებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ აღნიშნული პაუზა იმ აპლიკანტებს ეხებათ, რომლებიც ამერიკის გარეთ ოჯახის შემოერთების პროცესის დასრულებას და საკონსულოში ინტერვიუს ჩანიშვნას ელოდნენ.

🔵პაუზის მიზეზად სახელმწიფო დეპარტამენტმა კონსულების გადამზადება დაასახელა - მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონსულებს, უფრო ერთგვაროვნად შეაფასონ, არსებობს თუ არა რისკი, რომ განმცხადებელი მომავალში ამერიკის სახელმწიფო სოციალურ დახმარებებზე გახდეს დამოკიდებული.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება საემიგრაციო სამსახურს (USCIS) და იმ ადამიანებს, რომლებიც სტატუსის ცვლილებას ამერიკის შიგნით გეგმავენ ან ახლა არიან ამ პროცესში. ასევე არ ეხება და არ ზღუდავს იმ მოქალაქეებსა თუ მწვანე ბარათის მფლობელებს, რომლებსაც ოჯახის წევრების შემოსაერთებლად პეტიციების გაგზავნა სურთ.

🔵როგორც მოგეხსენებათ, ოჯახის გაერთიანების პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე პეტიციას საემიგრაციო სამსახური (USCIS) განიხილავს, მისი დამტკიცების შემდეგ კი საქმეში ვიზის ეროვნული ცენტრი და საკონსულო ერთვება. სწორედ საკონსულო პროცესია ამჯერად დაპაუზებული.

⚖ შესაბამისად, საემიგრაციო სამსახურში (USCIS) თქვენი ოჯახის გაერთიანების პეტიციის გაგზავნა კვლავ შეიძლება და თუ ოჯახის წევრის ამერიკაში ჩამოყვანას გეგმავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ პროცესი - რადგან აღნიშნული პაუზა დროებითია.

ამჟამად ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გასტანს პაუზა და როგორ იმოქმედებს უკვე დანიშნულ ინტერვიუებზე - ამის შესახებ ოფიციალური განმარტება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

📞თქვენი საემიგრაციო საქმის შეფასებისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი ოფისის ნომერზე: +1 347-993-8836

08/26/2026

🇺🇸 მნიშვნელოვანი განახლებები თავშესაფრის მაძიებლებისთვის!

თუ ამერიკაში თავშესაფარი უკვე მოთხოვნილი გაქვთ ან ახლა აპირებთ თავშესაფრის მოთხოვნას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. 👇

🔵 1. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს თავშესაფრის საქმეს!

საემიგრაციო სასამართლოში (EOIR) ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებლის საქმე შესაძლოა ვადაზე ადრე დაიხუროს, საბოლოო სასამართლოს - Individual Hearing-ის ჩატარების გარეშე.

📌 ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მთავრობის ახალი მიდგომა, რომელიც, სავარაუდოდ, უკავშირდება სასამართლოსთვის I-589 ფორმის ან/და პირადი ისტორიის დაგვიანებულად, არასრულყოფილად ან არასათანადო დროში წარდგენას.

⚖️ არის თუ არა ეს საქმის საბოლოო დასასრული? - არა.

თავშესაფრის მაძიებელს კვლავ რჩება გასაჩივრების უფლება, თუმცა უმჯობესია, საქმე ასეთ მდგომარეობამდე საერთოდ არ მივიდეს.

👉 ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია:

⚖️ დროულად წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი;
⚖️ სასამართლოს მიაწოდოთ თქვენი საქმის მტკიცებულებები;
⏰ არ გამოტოვოთ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადები;
⚖️ იცოდეთ თქვენი უფლებები და ყურადღებით აკონტროლოთ თქვენი საქმის სტატუსი.

🔵 2. საემიგრაციო სამსახურს (USCIS) შეუძლია ზოგიერთი თავშესაფრის საქმის საემიგრაციო სასამართლოში გადამისამართება ინტერვიუს გარეშე.

საემიგრაციო სამსახურს (USCIS) მიენიჭა უფლება, გარკვეული კატეგორიის თავშესაფრის საქმეები ინტერვიუს ჩატარების გარეშე საემიგრაციო სასამართლოში (EOIR) გადაამისამართოს.

⚖️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თქვენს საქმეს აღარ განიხილავენ ან თავშესაფრის მომთხოვნს დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვება მოუწევს.

ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა გაგრძელდება საემიგრაციო სასამართლოში.

👀 ვის შეიძლება შეეხოს ეს ცვლილება? მაგალითად, მათ, ვინც:

📅 თავშესაფარზე განაცხადი აშშ-ში შესვლიდან 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეიტანა; ან
⚖️ თავშესაფრის მოთხოვნა არასრულად წარადგინა ან თავშესაფრის ოფიცერმა მიიჩნია, რომ საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს.

🔵 3. USCIS-მა თავშესაფრის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება უნდა განაახლოს.

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, საემიგრაციო სამსახური (USCIS) ვალდებულია, თავშესაფრის საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება განაახლოს.

თუმცა, ამ ეტაპზე პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან გარკვეულ პროცედურებთან დაკავშირებით სასამართლო დავები კვლავ გრძელდება.

🚨 ყველაზე მნიშვნელოვანი:

თუ უკვე გაქვთ თავშესაფრის საქმე, ნუ დაელოდებით ბოლო დღეს. შეამოწმეთ თქვენი საქმის სტატუსი, სასამართლოსა და USCIS-ის შეტყობინებები, დადგენილი ვადები და დარწმუნდით, რომ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები დროულად არის წარდგენილი. 📑⏰

👉 საემიგრაციო სასამართლოს (EOIR) ვებ-საიტი სასამართლოს თარიღის შესამოწმებლად: https://acis.eoir.justice.gov/en/

👉 საემიგრაციო სამსახურის საიტი (USCIS) თქვენი საქმის სტატუსის შესამოწმებლად:
https://egov.uscis.gov/

🇺🇸 იყავით ინფორმირებული და იცოდეთ თქვენი უფლებები. თქვენი საქმის ინდივიდუალური შეფასებისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (347) 993-8836

Address

165 Broadway, 23rd Floor, STE 2325A
New York, NY
10006

Opening Hours

Monday 9am - 8pm
Tuesday 9am - 8pm
Wednesday 9am - 8pm
Thursday 9am - 8pm
Friday 9am - 8pm
Saturday 9am - 8pm
Sunday 9am - 8pm

Telephone

+14014051777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Law Office of Marita Mazanishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Law Office of Marita Mazanishvili:

Shortcuts

Sponsored

Share