24/11/2023
📌თუ გსურთ პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლა ან გასვლა, უნდა იცოდეთ, რომ მესაზღვრე ვალდებულია ძალიან კონკრეტულად შეამოწმოს თქვენი მონაცემები, კრიმინალური ჩანაწერები, დოკუმენტები, ბარგი და ა.შ, ამიტომ გამგზავრებამდე ღირს ყურადღებით შეამოწმოთ რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თან და გაქვთ თუ არა რაიმე საქმე სასამართლოში.
📌გამგზავრებამდე გადაამოწმეთ, გადაიხადეთ თუ არა ყველა ჯარიმა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა დარღვევისთვის, და ექვემდებარებით თუ არა სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმებს. მესაზღვრედაწვრილებით ამოწმებს თქვენს კრიმინალურ ჩანაწერს, რათა ნახოს, ხართ თუ არა ძებნაში. გახსოვდეთ, რომ გადაუხდელი სასამართლო ჯარიმები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სასამართლოს მიერ გადაიზრდება პატიმრობაში.
📌რა მოხდება, თუ მესაზღვრე მაცნობებს, რომ ძებნაში ვარ?
ასეთ ვითარებაში თქვენ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სასაზღვრო დაცვის სამსახურისგან - რომელმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ან რომელი პროკურატურა გეძებთ, საქმის ნომერი და სად აპირებენ თქვენს გადაყვანას. .ამ ინფორმაციის წყალობით თქვენი ოჯახი შეძლებს განსაზღვროს სად იქნებით გადაყვანილი და უფრო სწრაფად შეძლებთ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას.
📌ყოველთვის გახსოვდეთ ოჯახის წევრის ან ადვოკატის ერთი ტელეფონის ნომერი მაინც. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ერთი სატელეფონო ზარი, რათა ვინმეს შეატყობინოთ თქვენი დაკავების შესახებ, მაგრამ ოფიცერი ვალდებულია ჩამოგართვათ თქვენი მობილური ტელეფონი და თქვენ მასთან წვდომა არ გექნებათ.
📌ამასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თუ მგზავრის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის პატიმრობაში გადანაცვლის შესახებ, ის არ იქნება დაკავებული მესაზღვრეების მიერ, ამიტომ ჯარიმა ავტომატურად არ გამოიწვევს მესაზღვრეებს მიერ თქვენს დაკავებას.