07/02/2020
საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ კომპანია AdvaLaw-ს ან სხვა იურიდიული კომპანიების მიერ გაცემული დოკუმენტი - სასამართლოგარეშე აქტი (ΕΞΩΔΙΚΗ ΟΧΛΗΣΗ - ΑΙΤΗΜΑ), არ წარმოადგენს ბინადრობის ნებართვას და არ გაძლევთ ლეგალურად ცხოვრებისა და გადაადგილების უფლებას. ამ დოკუმენტის ქონა არ გაძლევთ გარანტიას, რომ მიიღებთ საერთაშორისო თავშესაფარის საბუთს (ე.წ. კატეხაკის საბუთს). შესაბამისად ამ დოკუმენტით არ გაიცემა სოციალური დაზღვევის სარეგისტრაციო ნომერი (ΑΜΚΑ), არც საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი (ΑΦΜ). აგრეთვე თქვენი დაკავების შემთხვევაში 3907/2011 კანონის 17-ე მუხლის თანახმად განხორციელებული იქნება ადმინისტრაციული დეპორტი.
19/01/2020 წელს სამართალდამცავების მიერ საბერძნეთში ქ. ათენში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ს.....შ......., რომელსაც ჰქონდა კომპანია AdvaLaw-ს მიერ გაცემული დოკუმენტი. (სასამართლოგარეშე აქტი ΕΞΩΔΙΚΗ ΟΧΛΗΣΗ - ΑΙΤΗΜΑ) მიუხედავად ამისა მოქალაქის მიმართ განხორციელებულ იქნა 3907/2011 კანონის 17-ე მუხლით ადმინისტარციული დეპორტი.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წერილობით განცხადებას საემიგრაციო პოლიტიკის სამინისტროს მიმართ (Υπ. Μεταναστευτικής Πολιτικής) საერთაშორისო თავშესაფარის მოთხოვნის თაობაზე, რათა მოიპოვოთ ლტოლვილის სტატუსი. მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს (Υπ. Προστασίας του Πολίτη) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად თავშესაფარის მოთხოვნა ხდება მხოლოდ Skype-ის მეშვეობით (ე.წ. რანდევუ). გამონაკლის შემთხვევებში, (ჯანმრთელობის პრობლემა) მოქალაქეებს შეუძლიათ პირადად მიმართონ სამინისტროს შემდეგ მისამართზე: კანელოპულუ 2, ათენი (კატეხაკი)
Skype-ის მისამართი : [email protected] (ქართულ ენაზე)
[email protected] (რუსულ ენაზე)
საქართველოს მოქალაქეთათვის რანდევუს დანიშვნის დღეები:
პარასკევი: 10- 11სთ (ათენი, ქართულ ენაზე)
12-13სთ (ათენი, რუსულ ენაზე)
ორშ-სამშ: 13-14 სთ (სხვა პერიფერიებში, ქართულ ენაზე)