Lawyer

Lawyer Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Lawyer, Lawyer & Law Firm, Zugdidi.

გთავაზობთ კვალიფიციურ , იურიდიულ მომსახურებას, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე: 1) კვალიფიციური უფასო კონსულტაცია;2) დოკუმენტაციის მომზადება და საქმის მასალების გაცნობა;3) სარჩელის, შესაგებლის ,განცხადების შედგენა;4) წარმომადგენლობა სასამართლოში

04/06/2025

დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა სოფლად სახლის შესყიდვასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების სიები.
მათ ვინც პასუხი ვერ მიიღო ან უარყოფითი პასუხი მიიღო და თვლის რომ დაირღვა უფლებები გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურეობას⚖️. კონსულტაციას📜 ,საქმის შესწავლას და სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას.
საკონტაქტო 📞574 04 24 19

იპოთეკა - კრედიტი უძრავი ქონების თავდებით. როგორც წესი გაიცემა ბანკის მიერ, თუმცა კრედიტორი შეიძლება გახდეს ასევე ნებისმ...
20/08/2024

იპოთეკა - კრედიტი უძრავი ქონების თავდებით. როგორც წესი გაიცემა ბანკის მიერ, თუმცა კრედიტორი შეიძლება გახდეს ასევე ნებისმიერი სხვა სამართლებრივი პირი. იპოთეკური კრედიტის ამღები საკუთარ ვალდებულებას კრედიტის დაფარვაზე მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავდებად ჩადებით უზრუნველყოფს.
იპოთეკური კრედიტი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება — ბინა, სახლი, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენს მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში ტერმინი „იპოთეკა“ ნიშნავს ბანკისგან კრედიტის მიღებას უძრავი ქონების შესასყიდად (მაგ. ბინის ან სახლის). ინგლისურში ამ სახის კრედიტისთვის არსებობს სპეციალური ტერმინი “mortgage”. ანუ, ამ კატეგორიაში არ ხვდება სესხი სხვა მიზნობირივი დანიშნულებით, რომელსაც თავდებით უძრავი ქონება ედება.

ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერ...
20/08/2024

ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) 1998 წლის 12 ნოემბრამდე გამოცემული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი ან ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი, პროექტის შეთანხმების ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული პროექტი);
გ) ერთჯერადი საზღაურის „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) საგადასახადო ორგანოს ცნობა მიწის გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ;
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
ვ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგის...
20/08/2024

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე ფიზიკური პირის და კომლის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ან სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია (სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა) ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან მიწების განაწილების სია, მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურების გარეშე;
ბ) კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მხოლოდ კომლის უფროსია დაფიქსირებული თუ კომლის ყველა წევრი, საკრებულოს ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი ზონარგაყრილი (საკომლო) წიგნიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული კომლის უფროსის ან კომლის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

✅მიიღე კვალიფიციური იურიდიული მომსახურეობა. საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავებიგანქორწინება;ქორწინების ბათილად ცნობა;...
20/08/2024

✅მიიღე კვალიფიციური იურიდიული მომსახურეობა. საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები
განქორწინება;
ქორწინების ბათილად ცნობა;
მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა;
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება;
მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება;
ბავშვის მამობის დადგენა;
მარტოხელა მშობლის სტატუსი;
მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ;
სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს.
ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განქორწინება. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, მაშინ განქორწინება ხდება სასამართლო წესით, სხვა შემთხვევაში განქორწინებას ახდენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე.
📞574 04 24 19

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტ...
20/08/2024

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

დაქორწინების პირობები
დაქორწინებისათვის აუცილებელია: ა) საქორწინო ასაკი; ბ) დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

საქორწინო ასაკი
1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

თამასუქი — ფასიანი ქაღალდის სახეობა, ვექსილი, რომელიც წარმოადგენს კანონით დადგენილი ფორმის, უდავო სავალო დოკუმენტს, რომლ...
20/08/2024

თამასუქი — ფასიანი ქაღალდის სახეობა, ვექსილი, რომელიც წარმოადგენს კანონით დადგენილი ფორმის, უდავო სავალო დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პირი ვალდებულებას კისრულობს დათქმულ ვადაში ან მოთხოვნისთანავე გადაიხადოს გარკვეული ფულადი თანხა დარიცხული პროცენტების გათვალისწინებით.

თანასაკუთრება არის საზიარო უფლების ერთ - ერთი სახე, ხოლო საზიარო უფლება არის შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივა...
20/08/2024

თანასაკუთრება არის საზიარო უფლების ერთ - ერთი სახე, ხოლო საზიარო უფლება არის შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ესა თუ ის უფლება. მაგალითად, თუ რამდენიმე პირმა ერთად შეიძინა ნივთი, მათ ამ ნივთზე წარმოეშობათ საზიარო უფლება. საერთო თანასაკუთრება ქონებაზე შეიძლება სხვადასხვა საფუძვლიდან წარმოიშვას: მემკვიდრეობით, ნივთის ერთობლივად შეძენით, ქორწინებით და ა.შ.
საზიარო უფლების გაუქმებისთვის საკმარისია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მოთხოვნა. უფლების გაუქმება შეიძლება მოხდეს ნატურით გაყოფით ანუ ფიზიკური გამიჯვნით

ანდერძი არის სამკვიდრო ქონების შესახებ მამკვიდრებლის წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც უნდა შესრულდეს მისი გარდ...
20/08/2024

ანდერძი არის სამკვიდრო ქონების შესახებ მამკვიდრებლის წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც უნდა შესრულდეს მისი გარდაცვალების შემდეგ. სავალდებულო წილი კი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა მემკვიდრეებს იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე.

სამკვიდროქონება, რომელიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეზე გადადის. იგი იმ უფლებებისა და ...
20/08/2024

სამკვიდრო
ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეზე გადადის. იგი იმ უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ ამ საგნებზე უფლება. სამკვიდროში შეიძლება შევიდეს უფლება ისეთ ნივთებზეც, რომლებიც გადაცემულია სხვა პირისათვის გირაოდ, შესანახად, გასაყიდად და ა.შ. ასევე ქონება, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე უნდა მიეღო და არ მიუღია
(სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

Address

Zugdidi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Telephone

+995574042419

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share