სალომე ჯოხაძე.salome Jokhadze

სალომე ჯოხაძე.salome Jokhadze Lawyer & Law Firm

⚖️სისხლის სამართლის ადვოკატი
📞 593270247

🔹 ოთხი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ დაგაკავეს:1. გაქვს დუმილის უფლება - დუმილი არ ნიშნავს ბრალეულობას!2. გაქვს ადვ...
30/06/2025

🔹 ოთხი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ დაგაკავეს:

1. გაქვს დუმილის უფლება - დუმილი არ ნიშნავს ბრალეულობას!
2. გაქვს ადვოკატის ყოლის უფლება - და არა მოგვიანებით, არამედ დაკავების პირველივე წუთიდან!
3. არ მოაწერო ხელი იმაზე, რაც არ წაგიკითხავს ან არ გესმის!
4. არ შეგეშინდეს - შენი რეაქცია, ქცევა და პირველი ნაბიჯები ბევრს წყვეტს. იყავი მშვიდად და გამოიჩინე პატივისცემა სამართალდამცავების მიმართ.

‼️ დაკავება არ ნიშნავს დანაშაულის დადასტურებას. შენ გაქვს უფლება, დაიცვა თავი კანონის ფარგლებში.

🔹 თუ შენ ან შენი ახლობელი აღამოჩნდა ასეთ მდგომარეობაში დაგვიკავშირდი დროულად, პირველივე წუთებში მიიღე სწორი იურიდიული დახმარება.

ტელ/whatsapp 593 27 02 47

🔹 ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვ...
25/06/2025

🔹 ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!

ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე, წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

2025 წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს, სასამართლომ დაუშვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავდათ წინასწარ შერჩეული და ნდობით აღჭურვილი კერძო ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.

ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.

ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, „დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით“; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულისა და ადვოკატის შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ზღუდავდეს მხარის არჩევანს, რაც დაცვის ეფექტიანობის პირდაპირი გარანტიაა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

🔹- თქვენი უფლებების დაცვა, ჩვენი მოვალეობაა! 📞 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელ/WhatsApp  593 27 02 47
22/06/2025

🔹- თქვენი უფლებების დაცვა, ჩვენი მოვალეობაა!

📞 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით
ტელ/WhatsApp 593 27 02 47

🔷ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტრადიციულად, ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა. ადვოკატთა კორპუსს კიდევ 150 ახალი წევრი შეემატა.

🔸პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი საზეიმოდ დადეს.
ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ადვოკატის მოწმობები და სერტიფიკატები გადასცა.

🔸ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში გაიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ დებთ ადვოკატის პროფესიულ ფიცს. ფიცს, რომელსაც უნდა უერთგულოთ თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ ადვოკატისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება კონკრეტული ადამიანი და მისი თავისუფლების დაცვაა, ამიტომ გთხოვთ, გიყვარდეთ ადამიანი, მოუსმინეთ ადამიანს, დაიცავით ადამიანი.“ - დავით ასათიანი

🔹 რატომ არის გადამწყვეტი ადვოკატთან დროული კონსულტაცია?- სისხლის სამართლის საქმეში დროული რეაგირება ხშირად განსაზღვრავს ...
17/06/2025

🔹 რატომ არის გადამწყვეტი ადვოკატთან დროული კონსულტაცია?

- სისხლის სამართლის საქმეში დროული რეაგირება ხშირად განსაზღვრავს საქმის ბედს.
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ადვოკატის ჩართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა საქმე უკვე სასამართლოშია… მაგრამ სიმართლე სხვაა.

👉🏼 ადვოკატთან კონსულტაცია ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებისას ან თუნდაც პირველივე დაბარებისას – ნიშნავს იმას, რომ:
• იცით რა უფლებები გაქვთ
• არ უშვებთ პროცესუალურ შეცდომებს
• სწორად აყალიბებთ პოზიციას
• თავიდან იცილებთ შესაძლო უსამართლობას

- ხშირად ერთი სიტყვა ან დაუფიქრებელი ქმედება იძლევა გამოუსწორებელ შედეგს.
- ადვოკატი სწორედ ის პროფესიონალია, ვინც თავდაპირველი ნაბიჯებიდანვე იცავს თქვენს ინტერესებს და აგაცილებთ რისკებს.

-გაქვთ კითხვები? მოგიწიათ დაკითხვაზე წასვლა? – ნუ დაელოდებით მოვლენების განვითარებას. დაგვიკავშირდით. თქვენი უფლებების დაცვა, ჩვენი მოვალეობაა!

📞 ტელ/whatsApp 593 27 02 47

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალომე ჯოხაძე.salome Jokhadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share