შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე დაარსებული კლუბის (შემდგომში “მომავალ ლიდერთა კლუბი”) სახელწოდებაა “მომავალ ლიდერთა კლუბი".
მომავალ ლიდერთა კლუბის ხელმძღვანელობა
პრეზიდენტი - გვანცა გოგსაძე
Email: [email protected]
Mobile: 591 09 51 33
ვიცე-პრეზიდენტი - თამთა თინაშვილი
Email: [email protected]
Mobile: 577 30 85 48
სისხლის სამარ
თლის კომიტეტის კურატორი - ზაალ ქაფიანიძე
Email: [email protected]
Mobile: 568 00 44 56
სამოქალაქო სამართლის კომიტეტის კურატორი - გიორგი ბაწელაშვილი
Email: [email protected]
Mobile: 598 86 90 00
ადმინისტრაციული სამართლის კურატორი - გვანცა გიორგაძე
Email: [email protected]
Mobile: 598 15 01 05
საერთაშორისო სამართლის კომიტეტის კურატორი - ნინო ტაგანაშვილი
Email: [email protected]
Mobile: 571 75 90 15
კულტურის, ქველმოქმედებისა და გასართობ-შემეცნებით საქმეთა კომიტეტის კურატორი - ლევან თადუმაძე
Email: [email protected]
Mobile: 599 57 07 73
რესურსების მოძიებისა და PR-ის კომიტეტის კურატორი -
Email:
Mobile:
--------------------
მომავალ ლიდერთა კლუბი საქმიანობის მასშტაბი არ შემოიფარგლებამხოლოდ შიდასაუნივერსიტეტო საქმიანობით, რაც პრინციპის დონეზე განსაზღვრულია წესდებით და ეს პრინციპი ასახვას ჰპოვებს წესდების ნებისმიერ დებულებაში, რეგულაციურ თუ დისპოზიციურ ფორმულირებებში.
-------------------
კლუბი თავისი საქმიანობის ოპტიმალიზაციის მიზნით ატარებს საერთო კრებებს. კლუბის საერთო კრება წარმოადგენს ხმის უფლებაზე დაფუძნებულ, კლუბის წევრთა საერთო ყრილობას. კლუბის საერთო კრება კლუბის მიზნებთან შესაბამისობაში და ამ წესდებით დადგენილი შესაბამისი წესების დაცვით, საქმიანობს და ამ საქმიანობის შედეგად იღებს კლუბის შიდა თუ გარე საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. საერთო კრება იმართება კალენდარული კვირის ერთ-ერთ წევრთა მიერ, მათი ნების შესაბამისად არჩეულ დღეს.
საერთო კრებაზე, ისევე როგორც საკომიტეტო შეხვედრებისას, დგება ოქმი - სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. რომელსაც ადგენს ვიცე-პრეზიდენტი და იღებს პასუხისმგებლობას, წესდების შესაბამისად, მის სისწორესა და გამართულობაზე.
-------------------
კლუბში წევრობის უფლება გააჩნია შავი ზღვის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. წევრს საერთო სხდომაზე თუ კომიტეტის შეხვედრაზე, კენჭისყრის შემთხვევაში, გააჩნია ხმის უფლება.
-------------------
"მომავალ ლიდერთა კლუბი"-ს საქმიანობას უძღვება პრეზიდენტი. პრეზიდენტი არის კლუბის უმაღლესი წარმომადგენლობის უფლების მქონე პირი. ახდენს საერთო კრების მიერ განსაზღრული, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის აღსრულებას. ასევე ხელმძღვანელობს საერთო კრებას და პასუხისმგებელია კლუბის საქმიანობის ავკარგიანობასა თუ პრესტიჟზე.
კლუბს ჰყავს ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოვალეობას ითავსებს სწორედ ვიცე-პრეზიდენტი. იგი კორდინაციას უწევს კლუბის წევრობასთან, ასევე მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე პასუხისმგებელია კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცის სისწორესა და გამართულობაზე, ასევე უსწორობისა და გაუმართაობის შედეგად წარმოშობილ უარყოფით შედეგებზე. ამასთან, საერთო კრების ფარგლებში ითავსებს კრების მდივნისა და სპიკერის უფლებამოვალეობებს.
-------------------
კლუბის ერთგვარად უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს პრეზიდენტის აპარატი. რომელშიაც შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და კომიტეტის კურატორები.
პრეზიდენტის აპარატის საქმიანობა უკავშირდება:
ა) კლუბის პოპულარიზაციას, რეკლამირებას;
ბ) კლუბის საერთო მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რომლებიც არ შედის არცერთი კომიტეტის კომპენტენციაში
გ) საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებას
-------------------
კლუბის საქმიანობის მეტი ეფექტურობისა და კონტროლის მიზნით, კლუბში მოქმედებს ერთგვარი ორგანიზაციული დანაწევრების სისტემა. კლუბში დარგობრივი დაყოფის პრინციპის საფუძველზე არსებობს სხვადასხვა კომიტეტები, რომლებიც თავიანთი მიმართულების ფარგლებში ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს, როგორც უნივერსიტეტის საზღვრებში, ისე მის გარეთ. კომიტეტი წარმოადგენს წევრთა ხმის უფლების საფუძველზე, დარგობრივ დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, შემდგარ წევრთა ერთობას, რომელიც თავისი კომპიტეცის ფარგლებში ახორციელებს მისთვის მიკუთვნებული მიმართულების შესაბამის საქმიანობას. კომიტეტებია:
1. სამოქალაქო სამართლის კომიტეტი;
2. სისხლის სამართლის კომიტეტი;
3. ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი;
4. საერთაშორისო სამართლის კომიტეტი;
5. კულტურის, ქველმოქმედებისა და გასართობ-შემეცნებით საქმეთა კომიტეტი
6. რესურსების მოძიებისა და PR-ის კომიტეტი
აღნიშნულ კომიტეტებს ხელმძღვანელობენ და კომიტეტის სხდომებს უძღვებიან კომიტეტის კურატორები, რომელთაც ოქმის შედგენისა თუ სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, თავიანთი შეხედულებისამებრ, შეუძლიათ აირჩიონ კომიტეტიდან ერთ-ერთი წევრი, შემდგომში მდივანი.
კომიტეტები ატარებენ ყოველკვირეულ სხდომებს იდეათა დამუშავებისა და შიდასაქმიანობის ორგანიზების პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით.
------------------