18/11/2022
იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტი“ - ბრენდული სახელწოდება „კარდინალი“ აცხადებს პრაქტიკულ კურსს დამწყები იურისტებისთვის და აძლევს მათ საშუალებას გაიღრმავონ თეორიული ცოდნა,
გამოიყენონ პრაქტიკაში და მიიღონ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება.
კურსის ფარგლებში მოგეცემათ საშუალება დაესწროთ სასამართლო სხდომებს, შეიძინოთ სასამართლოსთან კომუნიკაციის გამოცდილება, შეისწავლოთ დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა: სარჩელი, შესაგებელი, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი, სხვადასხვა სახის ხელშეკრულება, განცხადებები და სხვა.
პრაქტიკული კურსი მოიცავს:
• სამოქალაქო სამართალს
• ადმინისტრაციულ სამართალს
• სისხლის სამართალს
სრული კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე
კურსის ღირებულება თვეში – 200 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობაში ან მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• კარგი კომუნიკაციის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
• საქმეზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected]
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „პრაქტიკული კურსი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!