მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office მარიამ კუბლაშვილის ოფიციალური გვერდი

08/09/2026

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სათქმელი ნატა ვიბლიანის მიმართ ერთხელ უკვე ძალიან გარკვევით ვთქვი, კვლავ იძულებული ვარ გამოვეხმაურო მის მორიგ თავდასხმებს, რადგან მან პირდაპირ მე მომაწერა კონკრეტული ქმედებები და სიტყვები, რომლებიც არ ჩამიდენია და არ მითქვამს. ამასთან, იგი განუწყვეტლივ ესხმის თავს არაერთ ქალბატონს, რომელთაც დახმარებისთვის მომმართეს, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მეუღლეს, მეუღლის დასა და შვილებს.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, თითქოს მე მასზე და მის გარდაცვლილ მამაზე „ბინძურ ჭორებს“ ვავრცელებ.

❗️ კატეგორიულად ვაცხადებ: ნატა ვიბლიანის გარდაცვლილი მამის შესახებ არასოდეს გამივრცელებია არც ჭორი, არც რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია და არც რაიმე ბრალდება.

🎥 ამ საქმეზე ჩემი ერთადერთი ვრცელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში იყო და ამ განცხადებას ვურთავ შესაბამის ვიდეოფრაგმენტს, რათა საზოგადოებამ თავად მოისმინოს, რა ვთქვი სინამდვილეში.

პოდკასტში ნატა ვიბლიანის მძიმე ბავშვობასა და ტრავმებზე საუბრისას, პირიქით, ღიად ვთქვი, რომ მჯერა მისი მძიმე და ტრავმული ბავშვობის და არ გამოვრიცხავ მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებსაც. მის მამასთან დაკავშირებულ ტრაგედიას კი მხოლოდ თანაგრძნობით შევეხე, როგორც მისი ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე ტრავმას.

მამის დაკარგვის თემა ჩემთვის, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ თემაზე მომეწეროს სიტყვები და ქმედებები, რომლებიც არასოდეს მითქვამს და ჩამიდენია.

პოდკასტის მსვლელობისას წამყვანმა არაერთი კითხვა დამისვა და გარკვეული ინფორმაციაც გამაცნო, თუმცა შეგნებულად არ გავყევი ნატა ვიბლიანის პირადი ცხოვრების განხილვის გზას და მკაფიოდ განვაცხადე, რომ როგორც ადვოკატს, პროფესიული ეთიკა ამ მხრივ გარკვეულ ზღვარს მიწესებს. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვ, ნუ მომაწერენ სხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა ჩატში, ჯგუფსა თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და არა სხვის ნათქვამსა თუ დაწერილზე.

❗️ თუ არსებობს ჩემი ერთი ვიდეო, პოსტი, კომენტარი ან წინადადება, სადაც ნატა ვიბლიანის გარდაცვლილ მამაზე მის მიერ აღწერილ „ბინძურ ჭორს“ ვავრცელებ - გამოქვეყნდეს! თუ ასეთი რამ არ არსებობს, მოვითხოვ ჩემ შესახებ გავრცელებული ამ ინფორმაციის შეწყვეტასა და უარყოფას!

⚖️ რაც შეეხება პოლონეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ინსტიტუციებისთვის მიმართვის შესახებ ჩემ მიმართ მუქარის ტონით გაკეთებულ განცხადებებს ვპასუხობ, რომ მე ვარ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ვერც პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა სახის ზეწოლა და ვერც რომელიმე ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელის ხსენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩემზე და მაიძულებს უარი ვთქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის კანონიერ დაცვაზე.

აქვე განვმარტავ, რომ სხვა პირებთან მიმართებით რა გადაწყვეტილებებს მიიღებს გამოძიება, იქნება თუ არა ვინმესთვის ბრალის წარდგენა და, რაც მთავარია, რა შედეგით დასრულდება მათი საქმე სასამართლოში - ეს ჩემი დაცვის საგანი არ არის. მათ არც უდანაშაულოდ ვაცხადებ და არც მათ შესაძლო პასუხისმგებლობას ვაფასებ.

❤️ ნატა ვიბლიანის ტკივილის მიმართ თანაგრძნობა და ჩემს მიერ ჯიმშერ ვიბლიანის დაცვა ერთმანეთს არ გამორიცხავს.

თუ ნატა ვიბლიანმა ბავშვობაში მართლაც გადაიტანა ის უმძიმესი ძალადობა, რომლის შესახებაც საუბრობს, მე, როგორც ქალი, დედა და ადამიანი, მხოლოდ იმას ვისურვებ, რომ სიმართლე სრულად დადგინდეს და რეალურმა დამნაშავემ პასუხი აგოს.

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული უმძიმესია, მისი ჩადენა არ შეიძლება მიეწეროს კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი საჯაროდ დასახელდა.

❗️ ერთი ადამიანის შესაძლო ტრაგედიის აღიარება არ გვაძლევს უფლებას, მეორე უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება გავანადგუროთ.

⚖️ არც დაზარალებულის საპროცესო სტატუსი, არც გამოძიების მიმდინარეობა და არც თუნდაც მომავალში რომელიმე პირისთვის ბრალის წარდგენა წარმოადგენს საბოლოო განაჩენს. საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.

მე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვამბობ:

⚖️ ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფთ. მის კანონიერ ინტერესებს ბოლომდე დავიცავ.

მე არ ვარ ნატა ვიბლიანის მტერი. მე ვარ ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ნატა ვიბლიანმა გადაიტანა უბედურება, მას აქვს უფლება იპოვოს სამართალი და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების გაუბედურებით სამართალს ვერ იპოვის კვლავ ვიმეორებ.

✊🏻 ჯიმშერ ვიბლიანის ნაწილში კი ჩემი პოზიცია უცვლელია, იგი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - სიმართლე და კანონი ერთად იზეიმებს.

 #ცნობილისაქმეები  თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმე 🎤⚖️1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში თუფაქ შაკური ცეცხლსასროლი იარაღი...
03/09/2026

#ცნობილისაქმეები
თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმე 🎤⚖️

1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში თუფაქ შაკური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის მიღებული დაზიანებების შედეგად ექვსი დღის შემდეგ, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქმე თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა, სანამ გამოძიებაში ახალი დეტალები არ გამოიკვეთა.

2023 წელს დუეინ „Keffe D“ დევისს ბრალი წაუყენეს. პროკურატურის მტკიცებით, დევისს თავად არ უსვრია, ის თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა, უზრუნველყო იარაღი და, როგორც საქმის მთავარი ფიგურა, შურისძიების მიზნით განხორციელებულ თავდასხმაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მკვლელობას წინ უძღოდა დაპირისპირება თუფაქსა, მის გარემოცვასა და დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს, შორის.

2026 წელს ნევადის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 63 წლის დევისი პირველი ხარისხის მკვლელობაში, სასიკვდილო იარაღის გამოყენებით, დამნაშავედ ცნო.

საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მხოლოდ უშუალო შემსრულებელს არ შეიძლება შეეხოს, დანაშაულის ორგანიზებაში, წაქეზებაში ან ხელშეწყობაში მონაწილე პირის როლიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

გილოცავთ მარიამობას
28/08/2026

გილოცავთ მარიამობას

ადამიანის დაცვა მაშინ, როცა საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს...ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება - ის წლების განმა...
25/08/2026

ადამიანის დაცვა მაშინ, როცა საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს...

ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება - ის წლების განმავლობაში ყალიბდება, რთულ საქმეებში, პასუხისმგებლობაში, გადაწყვეტილებებსა და იმ პროფესიულ არჩევანში, რომელიც ყოველთვის არ არის მარტივი ან პოპულარული.

მარიამ კუბლაშვილი ინტერვიუში საუბრობს საკუთარ პროფესიულ გზაზე, რეპუტაციაზე, არაპოპულარული საქმეების დაცვის მნიშვნელობაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ადვოკატს მაშინაც აკისრია, როდესაც მის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება.

ინტერვიუში მარიამი ასევე საუბრობს ჯიმშერ ვიბლიანის დაცვის საქმეზე, საჯარო კრიტიკაზე, ბულინგზე და იმ ზღვარზე, რომელიც თანაგრძნობასა და სამართლებრივ შეფასებას შორის უნდა არსებობდეს.

მისი მთავარი პოზიცია უცვლელია - სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე, ხოლო დაცვის უფლება უნდა არსებობდეს ყველასთვის.

„არ ვთხოვ, სიტყვაზე მენდოს. დაელოდოს ფაქტებს, მტკიცებულებებს და საბოლოო სამართლებრივ შედეგს.“

სრული ინტერვიუ იხილეთ 👇

— როგორ „დაიბადა“ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი? — ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება. პროფესიულად წლების განმავლობაში ....

⚖️  საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ.მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურომ დავით ნემსაძის მიერ მარიამ კუბლა...
14/08/2026

⚖️ საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ.

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურომ დავით ნემსაძის მიერ მარიამ კუბლაშვილის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი შინაარსის ვიდეოების გავრცელებასთან და დევნის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

📌 განცხადება საქართველოს პროკურატურაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ადამიანის ღირსების, სახელისა და რეპუტაციის ხელყოფის უფლებას.

ჩვენ დაველოდებით სამართლებრივ რეაგირებას და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით.

#მარიამკუბლაშვილი #სამართალი #პროკურატურა #სამართლებრივირეაგირება

❗️აქამდე შეგნებულად ვიკავებდი თავს ნატა ვიბლიანის მიერ ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პირად თავდასხმებზე ...
14/08/2026

❗️აქამდე შეგნებულად ვიკავებდი თავს ნატა ვიბლიანის მიერ ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პირად თავდასხმებზე პასუხის გაცემისგან. თუმცა, დღევანდელი განცხადების შემდეგ, დუმილს აღარ ვაპირებ.

ნატა ვიბლიანის ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რაიმე კავშირი მაქვს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან და მასთან ერთად მის წინააღმდეგ კამპანიაში ვმონაწილეობ, აბსოლუტური სიცრუეა.

ნინო ვიბლიანს არ ვიცნობ. არასოდეს შევხვედრივარ, მისაუბრია ან რაიმე სახის კომუნიკაცია მქონია მასთან.

მოვუწოდებ ნატა ვიბლიანსა და მის დამცველებს - თუ ნინო ვიბლიანთან ჩემი კავშირის დამადასტურებელი თუნდაც ერთი ფაქტი აქვთ, წარმოადგინონ საჯაროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჩემი სახელისა და პროფესიული რეპუტაციის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებების გასავრცელებლად.

აქამდე შეგნებულად არ ვპასუხობდი ჩემ მიმართ შეურაცხყოფას, დაცინვას, მუქარის შემცველ განცხადებებსა და სიძულვილის ენას. თუმცა ცილისწამებას პასუხი უნდა გაეცეს!

ნატა ვიბლიანს აქვს სრული უფლება, იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. იგივე უფლება აქვს მეორე მხარესაც - დაიცვას საკუთარი უდანაშაულობა, ღირსება და რეპუტაცია.

მე კი, როგორც ადვოკატს, მაქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ პროფესიული ვალდებულებაც, კანონით დაშვებული ყველა საშუალებით დავიცვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი მანამდე, ვიდრე მის ბრალეულობას სასამართლო დაადგენს.

ერთი ადამიანის უფლებების დაცვა ვერ გახდება მეორე ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძველი.

ამიტომ დღეიდან არც ერთ მუქარას, ცილისმწამებლურ განცხადებასა და ჩემი ღირსებისა თუ პროფესიული რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას სამართლებრივი რეაგირების გარეშე აღარ დავტოვებ.

შესაბამისი მასალების შეგროვება უკვე დაწყებულია და ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებსაც მივმართეთ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ მცირე მაგალითს ვაქვეყნებ.

ეს არ არის ვინმეს დაშინება ან სოციალურ ქსელში ომის დაწყება - ეს ჩემი უფლებების სამართლებრივი დაცვაა.

ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს - გამოთქვას. ვისაც ჩემი პროფესიული საქმიანობის კრიტიკა სურს - გააკრიტიკოს. მაგრამ კრიტიკა ერთია, ხოლო მუქარა, შეურაცხყოფა, ცილისმწამებლური ბრალდებები და მიზანმიმართული შევიწროება - სხვა.

ვერანაირი ონლაინკამპანია და საზოგადოებრივი ზეწოლა ვერ მაიძულებს, უარი ვთქვა ადამიანის დაცვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაცვა დღეს არაპოპულარულია.

ნუ მემუქრებით. ნუ მაბრალებთ იმას, რაც არ გამიკეთებია. ნუ მაკავშირებთ ადამიანებთან, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ.

მე ჩემს საქმეს კანონის ფარგლებში გავაკეთებ. დანარჩენზე პასუხს ფაქტები და სამართლებრივი პროცესი გასცემს.

აქვე მივმართავ მედიასაც:

როდესაც მიმდინარე პროცესს აშუქებთ და ღია ეთერს მხოლოდ ერთ მხარეს უთმობთ, ნუ დაგავიწყდებათ ადამიანები, რომელთა მიმართაც ბრალდებები საჯაროდ ჟღერდება, თუმცა მათი ბრალეულობა სასამართლოს არ დაუდგენია.

სად არის მეორე მხარის პასუხის უფლება? სად არის უდანაშაულობის პრეზუმფცია?

ჟურნალისტური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არა მხოლოდ ბრალდება, არამედ მასზე პასუხიც. ამიტომ მოგვეცით თანაბარი შესაძლებლობა, საზოგადოებას ჩვენი პოზიციაც გავაცნოთ.

მოუსმინეთ ორივე მხარეს და შემდეგ მიეცით საზოგადოებას შეფასების საშუალება.

სანამ სასამართლო ადამიანის ბრალეულობას არ დაადგენს, ის უდანაშაულოდ ითვლება - ეს პრინციპი ყველაზე ხმაურიანი საქმის დროსაც არ ქრება.

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი TV Imedi Formula • ფორმულა მთავარი Mtavari BMG • ბიემჯი InterPressNews.ge TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews Tabula - ტაბულა

📌 კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორია სვანეთის როლი ქვეყნის მთლიანობის საქმეში.ეს არის ერთ-ერთი უძლეველი ზღუდე კავკასიონის ქ...
12/08/2026

📌 კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორია სვანეთის როლი ქვეყნის მთლიანობის საქმეში.

ეს არის ერთ-ერთი უძლეველი ზღუდე კავკასიონის ქედთან, ანუ საზღვართან, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის დაცვის საქმეში.

🇬🇪 სვანეთს ჰყავს მრავალი გმირი, მამულის დაცვას შეწირულნი, ასევე ჰყავს მრავალი საზოგადო მოღვაწე.

⛰️ სვანეთს გააჩნია უძველესი ენა, კულტურა და ქრისტიანული წესები, ზნეობის ნორმები, რომლებიც სხვაგან თითქმის არსად შემორჩა.

⚖️ განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანური სამართალი, რომელიც მსოფლიოს იურისტთა მიერ აღიარებულია როგორც -
სამართალის უმაღლესი ფორმა!

ეს სამართალი ეფუძნება ქრისტიანულ მოძღვრებას და კაცთა შორის თანასწორობის კანონზომიერებას.

📍 თითქმის 4 თვეა, ვრცელდება თითქოს 35 წლის წინანდელი ამბები სოფელ ჭუბერთან დაკავშირებით.

მთელი სვანეთის უდანაშაულო მოსახლეობა ვისმენთ და ვითმენთ უსამართლო ლანძღვას, გინებას, წყევლას და ბინძურ ცილისწამებას!

⚖️ სვანეთში იმთავითვე ვიმსჯელეთ ამ საქმეზე და აუცილებლად მივიჩნიეთ ამ საქმის გარჩევა სვანური სამართალით (რადგან ეს სისხლის სამართალის პარალელურად შეიძლება).

თუმცა ბრალმდებელის მხრიდან დღემდე არავინ გამოსულა ხატთან სიმართლის დასამტკიცებლად.

რის გამოც ეს განსჯა არ შედგა.

ეს აწიც შეიძლება, ორივე მხრიდან.

📌 მიგვაჩნია, რომ:

1. რადგან საქმე გამოძიებაშია, ყველას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ორივე მხარის ადვოკატების ლანძღვისაგან, რადგან ეს არასწორი მიდგომაა საქმისადმი.

⚖️ დაე, სამართალი აღსრულდეს!

2. ვინც ამ საქმეში ეცდება, რომ გამოვიდეს ცრუ მოწმედ (ან მოისყიდოს ვინმემ), მას მოუწევს სვანური სამართალითაც დაიფიცოს ოჯახის წევრი მამაკაცების თანხლებით, რადგან სვანურ სამართალში „ცრუ ჩვენება“ არ არსებობს.

3. ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა, ორივე მხარის გამომძიებლებმა და ადვოკატებმა გამოავლინონ ყველა ცილისმწამებლური ბრალდება, რასაც მოჰყვა მწვავე შედეგები - რომ ზოგი საავადმყოფოში იწვა, ზოგმა თავის მოკვლა სცადა, ზოგი ახლაც მკურნალობს, მათი ოჯახების ცოცხალთა და გარდაცვლილთა მიმართ ცრუ ბრალდებების განცდის გამო.

4. რიგითი მოქალაქეები თუ თანამდებობის პირები, რომლებსაც ცილი დასწამეს, თვითონ გააკეთებენ პირად განაცხადს სათანადო ორგანოებში.

ასევე აღირიცხება ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც შუღლს აღვივებს მოძმეთა შორის.

🔎 ასევე, დაფარული „ფეისგვერდების“ პატრონები გამოვლინდება შს სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ.

ამაზე იზრუნებს სამოქალაქო ადვოკატი.

5. სოფ. ჭუბერი ახლა საზღვრისპირა სოფელია, მტრების ინტერესში საზღვართან ხეობის ხელში ჩაგდებაცაა „ნენსკრა-ჰესის“ ნიღბით.

ასევე, ის გარემოებაც, რომ ჭუბერი ხაიშის გვერდითაა და „ხუდონის“ გარდა კიდევ 11 ჰესია გეგმაში.

ცხადია, მტრები ცდილობენ - ადრე თუ მხარდამჭერები ათეულობით ავტობუსებით, ჯვრებითა და ხატებით ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ნაკადის შეჩერებას ცდილობენ, რომ სვანეთს დაარქვან „პედოფილების“ კუთხე და… ხალხი გათიშონ.

ასევე ინტერესია ოქროს საბადოებზე და ცდილობენ ხალხში შუღლის გაღვივებას, ოჯახებისა და გვარების გადაკიდებას, მაგრამ…

⛰️ სვან ხალხს ვერ გათიშავენ.

ან, ამ საქმესთან რა შუაშია პოლიტიკა, სახერხები, ბიზნესები და ა.შ.

❗️ და ბოლოს:

🚫 მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას!

🚫 ასევე „ლგბტ“ პროპაგანდას!

🚫 ასევე ვგმობთ იმ უმსგავსოებას, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი წნეხი, წყევლა და შეურაცხყოფა იმ ოჯახების პატარებისა და უდანაშაულო ადამიანების მიმართ!

🙏 დიდება ღმერთს!

🇬🇪 მშვიდობა ჩვენს ქვეყანას!

📌 რაც შეეხება ხელმოწერებს, ეს თითქმის მთელი მოსახლეობის აზრია და გაიგზავნება ხალხის სახელით.

📌 ოფიციალური განცხადებაბოლო პერიოდში დავით ნემსაძე მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ ავრცელებს ცრუ, შეურაცხმყოფელ და პროფესი...
11/08/2026

📌 ოფიციალური განცხადება

ბოლო პერიოდში დავით ნემსაძე მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ ავრცელებს ცრუ, შეურაცხმყოფელ და პროფესიული რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, გოგა ბარბაქაძის განცხადებით, დავით ნემსაძე მისი მეუღლის შესახებ ცრუ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდა, რასაც მოგვიანებით მსახიობის ძმასთან კონფლიქტი მოჰყვა.

სწორედ მას შემდეგ, რაც მარიამ კუბლაშვილი გოგა ბარბაქაძის ოჯახის უფლებების დაცვაში ჩაერთო და სასამართლოში რევაზ ნაცარიშვილის უდანაშაულობა დამტკიცდა, დავით ნემსაძემ მარიამ კუბლაშვილი პირადი თავდასხმებისა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის სამიზნედ აქცია.

⚖️ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა უკვე მოამზადა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის და მათი გავრცელების შეწყვეტის შესახებ;

🏛️ შესაბამისი განცხადებით მივმართეთ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, რათა შეისწავლონ დავით ნემსაძის განცხადებები და მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

🇫🇷 ასევე მივმართავთ საფრანგეთის საელჩოს და მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მასალებს, რათა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ, რამდენად კეთილსინდისიერად და უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე აქვს დავით ნემსაძეს საფრანგეთში შესაბამისი სტატუსი მოპოვებული.

მოვუწოდებთ საზოგადოებასა და მედიას, ნუ აჰყვებიან მიზანმიმართულ პროვოკაციას და გადაუმოწმებელ ინფორმაციას დადასტურებულ ფაქტად ნუ გაავრცელებენ.

მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი საკუთარი უფლებებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს.

03/08/2026

⚖️ მარიამ კუბლაშვილის ვიდეომიმართვა | რატომ ვაჩვენე ჯიმშერ ვიბლიანის შვილები?

💬 "თუ შვილების ბულინგი, მათი ღირსების შელახვა და პირად ცხოვრებაში ასეთი უხეში ჩარევა მისაღებია, რატომ გახდა მიუღებელი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მათზე?"

💬 "რატომ შეფასდა მათი ბუნებრივი რეაქცია და ემოცია მანიპულაციად? ეს არ ყოფილა დადგმული სცენა. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა ადვოკატთან, სადაც ადამიანებმა გულწრფელად გამოხატეს ის ტკივილი, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან."

როდესაც საჯარო განცხადებებში მეორე მხარის შვილებიც არიან ნახსენები, გავრცელებული ინფორმაცია მათ ცხოვრებაზე, ემოციებსა და მომავალზეც აისახება.

შვილებს აქვთ ღირსების, პირადი ცხოვრების, ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება.

🎥 მოისმინეთ მარიამ კუბლაშვილის სრული განმარტება.

❗️სამართლიანობა ვერ იქნება ცალმხრივი.

02/08/2026

⚖️ მარიამ კუბლაშვილის ვიდეომიმართვა | ბავშვის მიმართ ძალადობა ვერასდროს გამართლდება.

💬 "ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულია"

💬 "ჯიმშერ ვიბლიანისთვის იმ ეპიზოდების მიწერა, რომლებშიც იგი თავად ნატა ვიბლიანმაც კი არ დაასახელა, არც სამართლიანი გახლავთ და არც სიმართლეს შეესაბამება".

მარიამ კუბლაშვილი მკაფიოდ გმობს არასრულწლოვნის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ამავდროულად, იგი განმარტავს, რომ ჯიმშერ ვიბლიანს არ უკავშირდება ნატა ვიბლიანის მიერ ბავშვობის პერიოდთან დაკავშირებით გაჟღერებული სისტემატური ძალადობის ბრალდებები და მას ამ კონტექსტში თავად ნატა ვიბლიანიც არ ასახელებს.

📌 ამ საკითხზე განმარტება ნატა ვიბლიანის ადვოკატმაც გააკეთა - საზოგადოებაში გავრცელებული აღქმა ფაქტობრივ გარემოებებს არასწორად დაუკავშირდა.

🎥 მოისმინეთ სრული პოზიცია ვიდეოში.

Address

ილია ჭავჭავაძის 60 ბ, მე-8 სართული, ბინა 25. Hausart Plaza-ს შენობა
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office:

Shortcuts

Share