05/06/2026
💼 იურიდიული კომპანია Sakura Legal • საკურა ლეგალ საზოგადოების სამსახურში!
ჩვენი იურისტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უძრავი ქონების და საკუთრების დაცვის კომიტეტის აქტიური წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ 13 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ Pro Bono (უფასო) აქციაში.
ჩვენი გუნდისთვის უძრავი ქონების სამართალი და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული საკითხები წამყვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მოქალაქეებისთვის მაღალი დონის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა და ამ პროცესში ჩვენი წვლილის შეტანა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
🏠 თუ გაქვთ კითხვები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, 13 ივნისს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ჩვენი იურისტები, სხვა კოლეგებთან ერთად, მზად იქნებიან პირისპირ გიპასუხონ.
📍 შეხვედრის ადგილი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №19/21, III სართული.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association
უძრავი ქონების და საკუთრების დაცვის კომიტეტი
Irina Karosanidze
Nini Kipiani
🏠 უძრავ ქონებაზე კითხვა გაქვს?
მიიღე პროფესიული იურიდიული კონსულტაცია (Pro Bono) სრულიად უფასოდ!
13 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტის 19 გამოცდილი, დარგის პრაქტიკოსი ადვოკატი პირისპირ უპასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს.
რომელ საკითხებზე მიიღებ უფასო დახმარებას:
✅ საკუთრების რეგისტრაცია სპორადული და სისტემური გზით;
✅ მშენებარე კორპუსში უძრავი ქონების შეძენის რისკები;
✅ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებები;
✅ ქონების ფლობა და სარგებლობა;
✅ აუქციონით ქონების შეძენა.
📅 13 ივნისი | 11:00–15:00
📍 თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. №19/21, III სართული
💯 კონსულტაცია სრულიად უფასოა
🚶 წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის — უბრალოდ მობრძანდით!