Tax & Legal Solutions

Directions

Tax & Legal Solutions ✅ კომპეტენცია ✅ გამოცდილება ✅ შედეგები The managing partner of the company is Zurab Dznelashvili, a tax lawyer and attorney.

GEO/ENG

Tax & Legal Solutions არის სპეციალიზებული იურიდიული ფირმა, რომელიც საქართველოს ბაზარზე მუშაობს 3 მიმართულებით: საგადასახადო მიმართულებით, სამართლებრივი მიმართულებით და საექსპერტო მიმართულებით.

კომპანიის ექსკლუზიური სერვისია პირადი საგადასახადო იურისტის მომსახურება, რაც გულისხმობს ბიზნეს სუბიექტებისთვის ხანგრძლივ უწყვეტ სამართლებრივ მხარდაჭერას საგადასახადო მიმართულებით.

კომპანიის მმართველი პარტნიორია ზურაბ ძნელაშვილი, საგადასახადო იურისტი და ადვოკატი. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, მას აქვს იურიდიული მიმართულებით მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება. აქედან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობის (ბიზნესის ადვოკატირების) 6 წლიანი გამოცდილება.

🎯 გამოიყენეთ ჩვენი გამოცდილება თქვენი ფინანსური ინტერესების დასაცავად! Tax & Legal Solutions is a specialized law firm operating in the Georgian market in 3 areas: tax, legal, and expert services. The company’s exclusive service is the service of a personal tax lawyer, which implies long-term continuous legal support for business entities in the tax field. As of February 1, 2025, he has 21 years of experience working in the legal field. Of this, 13 years of experience working at the Ministry of Finance of Georgia and the LEPL Revenue Service and 6 years of experience working in the Office of the Business Ombudsman of Georgia (business advocacy).

🎯 Use our experience to protect your financial interests!

🛎️ საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი ...
26/06/2026

🛎️ საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

📌 შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ მიმართონ ფონდს განცხადებით. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

✔️ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

17/06/2026

📌 Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორის ზურაბ ძნელაშვილის პოზიცია საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის რისკების, საფრთხეების და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე გადაცემა „დილის ბიზნესპარტნიორში“

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!✊ ეს დღე ჩვენია!
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

✊ ეს დღე ჩვენია!

15/05/2026

🛎️ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 ახალი საჯარო გადაწყვეტილება გამოსცა საგადასახადო საკითხებზე:

1. ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6863267?publication=0

2. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6863215?publication=0

11/05/2026

📚 საგადასახადო დავა მოითხოვს გამოცდილებას, სტრატეგიას და სწორ სამართლებრივ პოზიციას.

📌 წარმომადგენლობა საგადასახადო დავებში, ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში
📌 ბიზნესის სამართლებრივი და საგადასახადო მხარდაჭერა

👉 გამოიწერე გვერდი და მიიღე პრაქტიკული ინფორმაცია საგადასახადო და სამართლებრივ საკითხებზე.

01/04/2026

⚠️ საჯარო რეესტრმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი აამოქმედა და 31 მარტს 24:00 საათიდან შეაჩერა ყველა იმ სამეწარმეო საზოგადოების (კომპანიის) რეგისტრაცია, რომელთა სარეგისტრაციო მონაცემებიც არ იყო შესაბამისობაში მოყვანილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებთან. აღნიშნულის თაობაზე უკვე მითითებულია სამეწარმეო რეესტრში.

📌 შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. ამასთანავე, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.

⚠️ შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას შემოსავლების სამსახურს 2026 წლის 1 აპრილამდე წარ...
25/03/2026

⚠️ შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას შემოსავლების სამსახურს 2026 წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:
▶️ რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან;
▶️ არარეზიდენტი ფიზიკური პირები, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

📌 თუ ფიზიკურ პირს 2025 წელს ჰქონდა მხოლოდ ისეთი შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, მას საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვს.

📌 ხოლო თუ ფიზიკურ პირს 2025 წელს ჰქონდა ისეთი შემოსავალიც, რომელიც იბერგება გადახდის წყაროსთან და ისეთი შემოსავალიც, რომელიც არ იბერგება გადახდის წყაროსთან, მას საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს იმ შემოსავალზე, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

23/03/2026

🔷 შეგახსენებთ, რომ 24 მარტს10:30-15:00 საათზე განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგ/შეხვედრა ჩატარდება.

🔸თემა: საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები და მათი უფლება-მოვალეობები.

👉🏼 ექსპერტი - ზურაბ ძნელაშვილი, ადვოკატი.

🔸 შეხვედრის მონაწილეებისთვის განსაზღვრულია 5 კრედიტი.

📌 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ადვოკატის პორტალს👉🏼 https://portal.gba.ge/

🔸 შეხვედრა ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში. ასევე უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური ჩართვა მსურველთათვის.

✔️პროგრამაში მონაწილეობა ასოციაციის წევრებისთვის უფასოა.

👉🏼ონლაინ დასწრების მსურველები შეხვედრის დაწყებამდე ეწვიეთ ბმულს: https://us06web.zoom.us/j/86348455641?pwd=WB1qyaewuC1naCaHKBVAa3zWrFdIb3.1

🌐 მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, თბ...
11/03/2026

🌐 მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიხსნა.

🌐 მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

EBA Cocktail Reception 🍷✨17.02.2026 Zurab Dznelashvili
23/02/2026

EBA Cocktail Reception 🍷✨
17.02.2026 Zurab Dznelashvili

Address

N15 Bezhan Kalandadze Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tax & Legal Solutions posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share