საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას საქართველოში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.gba.ge

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაა...
21/05/2026

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.

🔸ლექციას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე.

🔸ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობასა და ადვოკატის პროფესიის სპეციფიკაზე.

🔸შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მონაწილეებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები გააცნო, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს წევრებზე ზრუნვას და მათთვის პროფესიული განვითარების პარალელურად მრავალფეროვანი...
21/05/2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს წევრებზე ზრუნვას და მათთვის პროფესიული განვითარების პარალელურად მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას - ამჯერად ღვინის სამყაროს აღმოსაჩენად.

🍷🍇ადვოკატთა ასოციაციასა და საგანმანათლებლო ჰაბ „იონს“ (Oeno) შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური პირობებით ისარგებლონ ღვინის პროფესიულ, პრაქტიკულ და დეგუსტაციის კურსებზე.

👉დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://shorturl.at/vMYyw

🔷 შეგახსენებთ, რომ 22 მაისს 14:00 -19:00 საათზე განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრე...
20/05/2026

🔷 შეგახსენებთ, რომ 22 მაისს 14:00 -19:00 საათზე განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგ/შეხვედრა ჩატარდება.
🔸თემა: პროფესიული იმიჯის არქიტექტურა და სტრატეგიული კომუნიკაცია კლიენტთან.
👉🏼 ექსპერტი: მერი მახარაშვილი
🔸 შეხვედრის მონაწილეებისთვის განსაზღვრულია 5 კრედიტი.
📌 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ადვოკატის პორტალს👉🏼 https://portal.gba.ge/
📌 შეხვედრა ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში. ასევე უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური ჩართვა მსურველთათვის.
👉🏼 ონლაინ დასწრების მსურველები შეხვედრის დაწყებამდე ეწვიეთ ბმულს:
https://us06web.zoom.us/j/89735103305?pwd=FYbpM7ZNCaVeSY4IliWJSSp8lRl9m7.1

✔️ პროგრამაში მონაწილეობა ასოციაციის წევრებისთვის უფასოა!

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივე...
20/05/2026

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.

🔸ლექციას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და დეკანის მოადგილე ვასილ გონაშვილი.

🔸სამართლის დოქტორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში.

🔸შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

📣📣საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და „აჭარა ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი პრივილეგიები ადვოკატებისთვის!🔹ადვ...
19/05/2026

📣📣საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და „აჭარა ჯგუფის“ სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი პრივილეგიები ადვოკატებისთვის!

🔹ადვოკატთა პროფესიული და სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და „აჭარა ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

🔹შეთანხმების ფარგლებში, ასოციაციის წევრი მოქმედი ადვოკატები, მათი საადვოკატო ბიუროები და ოჯახის წევრები ადგილზე ადვოკატის მოწმობის წარდგენის საფუძველზე ისარგებლებენ სპეციალური, ექსკლუზიური და პრივილეგირებული პირობებით „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროებსა და სამუშაო სივრცეებში.

👉დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/2CfaP

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლო...
19/05/2026

🔸საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ.

🔸მემორანდუმი ასოციაციასა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს.

🔸ასევე, შეთანხმების მიხედვით უნივერსიტეტი ადვოკატთა ასოციაციისთვის საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრისთვის შესაბამისი სივრცის დათმობას უზრუნველყოფს.

🔸ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონში მოქმედი ადვოკატები ესწრებოდნენ.

🔸ღონისძიების ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის წევრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ძვირფასო კოლეგებო,ადვოკატთა ასოციაციის წევრებო!საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძ...
19/05/2026

ძვირფასო კოლეგებო,
ადვოკატთა ასოციაციის წევრებო!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს საქველმოქმედო აქტივობებს.

თბილისის ბავშვთა სახლისა და ხანდაზმულთა თავშესაფრის შემდეგ, ასოციაციის წევრები ამჯერად, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში და ადვოკატთა ასოციაციის სოციალური ფონდის ორგანიზებით 31 მაისს 16:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის ტერიტორიაზე დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ადვოკატების შვილებისთვის გაიმართება 16:00-დან 18:00 საათამდე.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით, ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. ამასთანავე, არცერთ ბავშვს არ უნდა შეელახოს ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად, ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს უმაღლესი შესაძლო სტანდარტით. სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება უზრუნველყოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და დაწესებულებებზე რეალური, დროული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობით, აგრეთვე უსაფრთხო და უვნებელი გარემოს შექმნით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრი სოლიდარულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პროცესში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეს განსაკუთრებულად სჭირდებათ, რადგან თითოეულ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეუვალი უფლება. დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებების დროული დაკმაყოფილება არა მხოლოდ ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, არამედ რადიკალურად აუმჯობესებს მის ხარისხს, რაც მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და ტკივილის გარეშე.

ვიმედოვნებთ, რომ ბავშვთა უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე თითოეული ჩვენგანის ჩართულობით, რაც უმოკლეს ვადაში მათი საჭიროებების სწორ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დამატებით იმსჯელა 16 მაისის სხდომაზე და საბჭოს გადაწყვეტილებით ასოციაციაში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თითოეულ წევრს შესაძლებლობა აქვს, თანხა ჩარიცხოს.
შემოსული თანხა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სრულად გადაეცემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახებს, რითაც მცირედ წვლილს შევიტანთ ბავშვების საჭიროებების უზრუნველყოფაში.

👉🏼თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

GE97BS0000000004836001

📌მიმღები სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
დანიშნულება - დიუშენის სინდრომის ბავშვებისთვის!

დავეხმაროთ ბავშვებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით!

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის...
18/05/2026

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების იმ იურისტებს შეხვდა, რომლებიც ამავდროულად ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან.

🔹შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გახსნეს.

🔹შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციისა და ბიზნეს ასოციაციის საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, იურისტების, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ინტეგრირების საშუალებები და ფორმები განიხილა.

🔹მათ შორის, ისაუბრა ბიზნესგარემოსა და სამართლებრივი პრაქტიკის ურთიერთკვეთაზე, როგორც რეგულაციური ჩარჩოს გაუმჯობესების, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევების, დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმებისა და კერძო სექტორსა და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

🔹განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, თელავში, ადვოკატებისთვის სემინარი  მიმდინარეობს, თემაზე -  შრომითი უფლებები...
16/05/2026

🔹განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, თელავში, ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს, თემაზე - შრომითი უფლებები, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა.

🔹სემინარს ექსპერტები რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია უძღვებიან.

🔹შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, როგორებიცაა: შრომითი უფლებების ზოგადი ჩარჩო, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა, მედიაცია, როგორც შრომითი უფლებების დავების მექანიზმი, ქალთა უფლებების სოციალური განზომილება, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და სხვა.

🔹სემინარი Expertise France-სთან თანამშომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში მხარდაჭერით ტარდება.

⚽️ ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი ესპანეთში, ქალაქ ბენიდორმში მიმდინარე ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე წინ მიიწევს...
15/05/2026

⚽️ ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი ესპანეთში, ქალაქ ბენიდორმში მიმდინარე ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე წინ მიიწევს!

⚽️ გუნდმა 2026 წლის ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებს სძლია ანგარიშით 3:2 და ნახევარფინალში გავიდა.

⚽️ შეხვედრაში დუბლი შეასრულა იაკობ დიაკონიძემ, ერთი გოლი კი, ოთარ მაჩაიძის ანგარიშზეა.

⚽️ საქართველოს ადვოკატთა გუნდი ნახევარფინალურ შეხვედრას 15 მაისს ინდონეზიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

⚽️ ვულოცავთ გუნდს მორიგ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე!

✊წინ, ფინალისკენ!

⚖️ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პროფესიულ დღეს გილოცავთ მართლმსაჯულების სისტემაში მოღვაწე თითოეულ მოსამართლეს!⚖️ გისუ...
15/05/2026

⚖️ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პროფესიულ დღეს გილოცავთ მართლმსაჯულების სისტემაში მოღვაწე თითოეულ მოსამართლეს!

⚖️ გისურვებთ პროფესიულ წარმატებას, სიმტკიცესა და ღირსეულ საქმიანობას სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე.

Address

თინათინ ვირსალაძის I ჩიხი #1, დიღომი, თბილისიTinatin Virsaladze I Cul-de-sac
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share