Aleksandre Chalauri Notary Bureau

Aleksandre Chalauri Notary Bureau სანოტარო ბიურო

17/09/2021

ნოტარიუსთა პალატის განცხადება


▶️გაცნობებთ, რომ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 17 სექტემბრის 21:00 საათიდან 20 სექტემბრის 09.00 საათამდე პერიოდში გაითიშება ელექტრონულ სანოტარო რეესტრთან წვდომა.

▶️მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ მითითებულ პერიოდში ვერ დამოწმდება სანოტარო მოქმედებები.

✅გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული.

პრევენცია!!
14/09/2020

პრევენცია!!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
18/04/2020

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

28/02/2020

📌სანოტარო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია დასვენების დღეებშიც

👉 მითითებულ ბმულზე კი, შეგიძლიათ, მოიძიოთ შაბათ-კვირას მომუშავე ნოტარიუსები, თქვენთვის სასურველ ქალაქსა თუ უბანში: https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi

31/12/2019

გილოცავთ დამდეგ ახალ 2020 წელს! ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის!

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
23/11/2019

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

შეხვედრა გორის სტუდენტებთან!
22/11/2019

შეხვედრა გორის სტუდენტებთან!

გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი - ნოტარიუსთა პალატამ სტაჟირების გამოცხადების პარალელურად საუნივერსიტეტო შეხვედრები დაიწყო
„გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“ - ნოტარიუსთა პალატამ სტაჟირების გამოცხადების პარალელურად საუნივერსიტეტო შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს სტაჟირების კონკურსის შესახებ, რომელიც 9 ნოემბერს გამოცხადდა. სტაჟირება ნოტარიუსად გახდომის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სხვაგვარად სანოტარო სისტემაში დასაქმება შეუძლებელია. ამ პროფესიით დაინტერესებულ პირებს ყოველთვის არ ეძლევათ სტაჟირების გავლის და, შესაბამისად, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების საშუალება.
ახალგაზრდა ნოტარიუსები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს სტაჟირება, ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა და დღეს პროფესიულ საქმიანობას ეწევიან, სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ნოტარიუსები, ურჩევენ, მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში და გადადგან პირველი ნაბიჯი სასურველი პროფესიისაკენ.
მორიგი ასეთი შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ნოტარიუსებმა ალექსანდრე ჩალაურმა და შორენა გოგორიშვილმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და კონკურსის პირობები გააცნეს და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ, ღონისძიების ბოლოს კი მათ კითხვებსაც უპასუხეს.
იურდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომელთაც აინტერესებთ ნოტარიუსის პროფესია ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სანოტარო სისტემის და საქმიანობის შესახებ, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ, ნოტარიუსთა პალატას კი საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და მოტივირებული კადრი მოიზიდოს სანოტარო სისტემაში.
საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორთა კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში რეგულარულად იმართება. ნოტარიუსები აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრანტებს ხვდებიან.

სტაჟიორთა კონკურსი ნოტარიუსთა პალატამ 2019 წლის 9 ნოემბრიდან გამოაცხადა და ის 5 დეკემბრამდე გასტანს. სტაჟირების პროგრამის თანახმად იურისტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ ნოტარიუსის პროფესიას, ნოტარიუსთა პალატაში შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირების სრული კურსი, რომელიც მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე კი ეთმობა სანოტარო პრაქტიკას. პროფესიულ პრაქტიკას მომავალი ნოტარიუსები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში გაივლიან. დეტალური ინფორმაცია ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ნოტარიუსთა პალატის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.

14/10/2019
14/10/2019

Address

ქ. თბილისი გლდანი, ილია ვეკუას ქუჩა N23(მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია)
Tbilisi

Telephone

+995595053399

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Aleksandre Chalauri Notary Bureau posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Aleksandre Chalauri Notary Bureau:

Share

Category