TSU National Center for ADR

TSU National Center for ADR თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (მომსახურება, კვლევა, სწავლება მედიაცია/არბიტრაჟი)

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – "ცენტრი") ფუძნდება, ვითარდება და მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – სსიპ) "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" (შემდგომში – "თსუ") აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თსუ-ის, სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (შემდგომში "ს

ამართლის სკოლა"), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" და მისი პროგრამის "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში" (შემდგომში "ინსტიტუტი") საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე დაყრდნობით.

ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების, სწავლების, კვლევისა და მომსახურების მეშვეობით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული, კლინიკური და პროფესიული უნარების დახვეწა ქართველი სტუდენტებისათვის, ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება, სამართლის დარგში მოღვაწე პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკოსი იურისტების განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა, იურიდიული და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდა.

ცენტრი მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული მისიის განხორციელებას, თსუ-ის წესდების პრინციპების შესაბამისად, იურიდიული საზოგადოების ყველა წევრისათვის, სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პროცედურების როგორც თეორიული საფუძვლების, ისე პრაქტიკული გამოყენების სწავლების გზით, მთელ საქართველოში იურიდიული განათლების განვითარებითა და დავის გადაწყვეტის პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობის მეშვეობით საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ.

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU National Center for ADR posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TSU National Center for ADR:

Share