07/09/2026
🤔 კრიპტოვალუტაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ეს ტერმინი?
კრიპტოვალუტა არის ციფრული აქტივი, რომლის გადაცემა და აღრიცხვა, როგორც წესი, ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ხდება.
ბლოკჩეინი კი არის განაწილებული ციფრული რეესტრი, სადაც ტრანზაქციების ისტორია ფიქსირდება.
ხოლო კრიპტოაქტივის ღირებულება? ის, როგორც წესი, მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე ყალიბდება, ამიტომ მისი ფასი შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს.
📌 კრიპტოაქტივის ბუნების გაგება მისი სამართლებრივი და ეკონომიკური რისკების შეფასების პირველი ნაბიჯია.