Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი

Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი, Giga Lortkipanidze Street 4, Tbilisi.

💔„გაუფრთხილდით ერთმანეთს,იცოდეთ, წარსული უკან აღარასოდეს დაბრუნდება.იცით, რამდენ რამეს ვინანებთ? რამდენი რამის შეცვლა მო...
18/03/2026

💔

„გაუფრთხილდით ერთმანეთს,
იცოდეთ, წარსული უკან აღარასოდეს დაბრუნდება.

იცით, რამდენ რამეს ვინანებთ? რამდენი რამის შეცვლა მოგვინდება, მაგრამ ამაოდ, მას სამუდამოდ წარსული მოგვტაცებს. წარსული, რომელიც ვერასოდეს გახდება აწმყო.

გიყვარდეთ! გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.

ყოველი წამი დააფასეთ! ზოგჯერ შეიძლება იმ წამს ნატრობდე მთელი ცხოვრება…“

პატრიარქი ილია II 🙏🏻❤️

ძვირფასო მეგობრებო, დღეს, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა  ახალ ფაზაში გადადის, წარმოგიდგენთ ჩვენს რეალურ ისტორიას  -  რა გა...
27/02/2026

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის, წარმოგიდგენთ ჩვენს რეალურ ისტორიას - რა გავაკეთეთ, რა ვისწავლეთ და რატომ უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა.

საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ შიდა რეფორმაა, არამედ საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომი წევრობა პირდაპირ უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გაძლიერებას.

სწორედ ამ კონტექსტში 2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რის შედეგადაც დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. ეს იყო პასუხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ასახელებდა ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას. იმავდროულად, ეს არ იყო უბრალოდ ახალი უწყება - ეს გახლდათ კონცეპტუალური პასუხი უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე - საქართველო გახდეს სანიმუშო ქვეყანა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის კუთხით.

ბიურომ განსაზღვრა ახალი ერის დასაწყისი საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკაში - ფრაგმენტული ზომებიდან სისტემურ, დამოუკიდებელ და მულტისექტორულ მიდგომაზე გადასვლის ეტაპი.

ახალბედა უწყების ინსტიტუციური მშენებლობა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ: შეიქმნა სტრუქტურული ერთეულები, განისაზღვრა პროცედურები, განხორციელდა საერთაშორისო პარტნიორობა და დაიწყო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლების პროცესი. ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი - ბიურომ არა მხოლოდ შექმნა, არამედ დაამტკიცა თავისი დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა.

ბიუროს ისტორიული მისია განისაზღვრა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ყველა შესაძლო საშუალებით. მთავარი ფოკუსი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რადგან კორუფცია, როგორც სისტემური პრობლემა, საუკეთესოდ დაძლევადია არა მხოლოდ სასჯელით, არამედ გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი კონტროლის კულტურის ჩამოყალიბებით. სწორედ პრევენცია, გამჭვირვალობის, განათლებისა და ინსტიტუციური რეფორმების გზით - ქმნის გრძელვადიან იმუნიტეტს კორუფციის მიმართ.

ბიუროს დებულების მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის დადგენილებით), მისი მიზნები მოიცავდა:

• ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგსა და განახლებას;
• საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასა და პრევენციას;
• თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას, შენახვასა და საჯაროობას;
• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს;
• მამხილებელთა დაცვასა და მხარდაჭერას;
• საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას;
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას კორუფციის საფრთხეებზე.

ბიუროს ინსტიტუციური მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

• 2023 წელი — სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის დაკომპლექტება, პროცედურების შემუშავება;
• 2024 წელი — ეროვნული სტრატეგიის განახლების დაწყება, მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
• 2025 წელი — საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, დეკლარირების მოდერნიზაცია, ფინანსური მონიტორინგის გაძლიერება და საგანმანათლებლო პროექტების გაფართოება.

მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ეს პერიოდი იყო გამოწვევებით სავსე - ახალი ინსტიტუტისთვის საჭირო იყო არა მხოლოდ ტექნიკური რესურსები, არამედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. მით უმეტეს, რომ ბიუროს საქმიანობის დასაწყისი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ფუნდამენტურად გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა. რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი პოლარიზაციის და გარე ძალების მიერ სოციალური განწყობების შექმნის აქტიური მცდელობების ფონზე მიმდინარეობდა.

მიუხედავად ამისა, ბიურომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია სწრაფი და ეფექტიანი ინსტიტუციური განვითარება, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება და პროფესიული გუნდი.

ანტიკორუფციული ბიურო თავისი საქმიანობის პერიოდში ბოლომდე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: საქართველო გახდეს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არა ნორმა, არამედ იშვიათი გამონაკლისია; სადაც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველია; სადაც თითოეული მოქალაქე გრძნობს, რომ სახელმწიფო მისია და არა პირადი ინტერესების მსახური.

ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - ყოველდღიური შრომით, საერთაშორისო პარტნიორობით, საზოგადოების ჩართულობით. ჩვენ გავაძლიერეთ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გავხადეთ პოლიტიკური ფინანსები უფრო გამჭვირვალე, ავამაღლეთ ახალგაზრდების ცნობიერება იმის შესახებ, რომ სამართლიანობა - ეროვნული ღირსების საფუძველია.

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელმაც ათასობით თანამდებობის პირის ქონება გახადა ხილული, გავაძლიერეთ მამხილებლებების დაცვა, განვაახლეთ ეროვნული სტრატეგია და საზოგადოებას ვაჩვენეთ - კორუფცია არ არის უძლეველი.

ახლა, ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ნათელია, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება - ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი.

მჯერა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური განვითარება , ღრმა საზოგადოებრივი ჩართულობის და პარტნიორობის შედეგად, აუცილებლად მიაღწევს უმთავრეს მიზანს - საქართველო გახდება კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო. რადგან სამართლიანი სახელმწიფო - ეს არაა არჩევანი, ეს ვალდებულებაა.

იმედი ცოცხალია. კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება.

რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ ბმულზე

https://acb.gov.ge/files/ACBFINALREPORT2026%20pdf.pdf

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს ❤️
25/12/2025

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს ❤️

27 ოქტომბერს, ისრაელის ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ-ჰაიას შევხვდი. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ვისაუბრეთ ანტიკორ...
27/10/2025

27 ოქტომბერს, ისრაელის ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ-ჰაიას შევხვდი.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ვისაუბრეთ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით.

On October 27, I met with the Ambassador of Israel to Georgia, Mr. Walid Abu-Haya.

The meeting was of an introductory nature. We discussed the activities of the Anti-Corruption Bureau and agreed on prospects for future cooperation.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს...
20/10/2025

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შემდგომში - TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შესაბამისი პროცედურების დაცვით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia.

რაც შეეხება TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის სიცრუე და დეზინფორმაცია, კერძოდ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე https://declaration.acb.gov.ge/.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც გულისხმობს 2 თვიან ადმინისტრაციულ წარმოებას კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კი, დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. აღნიშნული 2 თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დეკლარაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, პუნქტი 12:

„თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1 თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1 თვიანი პერიოდის ან 1 თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას!

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის 2025 წლის შუალედური ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზეhttps://rebrand.ly/arep2025
03/10/2025

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის 2025 წლის შუალედური ანგარიში

ვრცლად იხილეთ ბმულზე

https://rebrand.ly/arep2025

2 ოქტომბერს შევხვდი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კორუფციის პრევენციისა და გამჭვირ...
02/10/2025

2 ოქტომბერს შევხვდი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს. ხაზი გავუსვით ინსტიტუციური თანამშრომლობის აუცილებლობას ისეთ თემაზე მუშაობისას, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება.

გარდა ამისა, შეხვედრისას სახალხო დამცველს გავაცანი დეტალური ინფორმაცია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (ფარა) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების საკითხებზე.

On October 2, I met with the Ombudsman- Levan Ioseliani.

We paid particular attention to strengthening corruption prevention and transparency, as well as to issues related to human rights and freedoms. We emphasized the importance of institutional cooperation, especially when working on matters such as enhancing the whistleblower protection mechanism.

Additionally, during the meeting, I presented the Ombudsman with detailed information regarding the enforcement of the Georgian laws on the “Foreign Agents Registration Act” (FARA) and “On Grants.”

2 ოქტომბერს შევხვდით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა...
02/10/2025

2 ოქტომბერს შევხვდით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - დავით დავითაშვილი.

ვისაუბრეთ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ გრანტების გაცემის პროცესების გამჭვირვალობისა და მართვის საკითხებზე.

On October 2, we met with the Head of the State Agency for Religious Issues- Zaza Vashakmadze.

The meeting was also attended by Besik Vekua-Head of the Grant Monitoring Department of the Anti-Corruption Bureau, and Davit Davitashvili- Head of the Legal Support Service of the State Agency for Religious Issues.

We discussed the activities of religious organizations, with a focus on the transparency and management of grant issuance processes.

პარიზში ოფიციალური ვიზიტისას ასევე შევხვდით საფრანგეთის სახალხო დამცველის მოადგილეს, სესილ ბაროისს.შეხვედრას  ესწრებოდნე...
25/09/2025

პარიზში ოფიციალური ვიზიტისას ასევე შევხვდით საფრანგეთის სახალხო დამცველის მოადგილეს, სესილ ბაროისს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

შეხვედრაზე განვიხილეთ მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით გასატარებელი რეფორმები და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე.

During our official visit to Paris, we also met with the Deputy Ombudsperson of France, Cécile Barrois.

The meeting was attended by the First Deputy Head of the Anti-Corruption Bureau - Tamta Kachkachishvili, the Head of the International Relations Department - Giorgi Baghdavadze, the Head of the Grants Monitoring Department - Giorgi Simonia, the Head of the Department for Ensuring and Monitoring the Financial Disclosure of Political Parties - Besik Vekua, the Head of the Department for the Enforcement of the Foreign Agents Registration Act - Nana Chanturidze.

During the meeting, we discussed reforms aimed at strengthening whistleblower protection mechanisms and agreed to continue cooperation.

პარიზში ოფიციალური ვიზიტისას შევხვდით საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს (HATVP) გენერალური მდივნის ...
25/09/2025

პარიზში ოფიციალური ვიზიტისას შევხვდით საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს (HATVP) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟულიენ ოგერს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

უწყებათაშორისი შეხვედრა ეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მეხუთე რაუნდის რეკომენდაციების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობას, ქონებრივი და ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარაციების სისტემას, უცხოური გავლენის პრევენციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ორი უწყების შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, მათ შორის, ისაუბრეს საფრანგეთსა და საქართველოში უცხოური გავლენის პრევენციის მიზნით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. „უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ“ საფრანგეთის კანონის უახლესი რედაქცია, ამერიკული FARA-ს მსგავსად, ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციის ვალდებულებას, ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ჯარიმა 45,000 ევროს ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით (იხ. კანონი: https://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000050052193).
www.legifrance.gouv.fr

ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით პარიზში, სადაც საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, იზაბელ ჟეგუზოს შევხვდი...
25/09/2025

ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით პარიზში, სადაც საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, იზაბელ ჟეგუზოს შევხვდით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

შეხვედრაზე ანტიკორუფციული რისკების შეფასების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე ვიმსჯელეთ, ასევე, განვიხილეთ სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმები და ერთმანეთს არსებული გამოცდილება გავუზიარეთ.

შევთანხმდით, რომ კორუფციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის არსებობას.

We were on an official visit to Paris, where we met with the Head of France’s Anti-Corruption Agency, Isabelle Jégouzo.

The meeting was also attended by the First Deputy Head of the Anti-Corruption Bureau, Tamta Kachkachishvili; Head of the International Relations Department, Giorgi Baghdavadze; Head of the Grants Monitoring Department, Giorgi Simonia; Head of the Department for Monitoring and Ensuring Financial Disclosure of Political Parties, Besik Vekua; and Head of the Department for Enforcement of the Foreign Agents Registration Act, Nana Chanturidze.

During the meeting, we discussed modern approaches to assessing corruption risks and international best practices. We also reviewed strategic planning mechanisms and shared our respective experiences.

We agreed that strengthening international cooperation plays a vital role in the fight against corruption, as it contributes to the development of effective anti-corruption policies.

ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში, რომელიც ჰონგ-კონგშ...
22/09/2025

ანტიკორუფციული ბიუროს დეველოპერების გუნდი მონაწილეობდა საერთაშორისო ანტიკორუფციული ჰაკათონის ფინალში, რომელიც ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა.

ფინალი ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელთან, ვუ ინგ-მინგთან ერთად გავხსენი.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გუნდმა წარადგინა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექანიზმი (Barometer), რომელიც დიგიტალიზაციის გზით მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციის ხელშეწყობას.

ჰაკათონის ფინალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები.

The development team of Georgia's Anti-Corruption Bureau participated in the The grand finale round of the International Anti-Corruption Hackathon, which was held in Hong Kong (People’s Republic of China).

I had the honor of opening the final together with Mr. Woo Ying-Ming, Commissioner of Hong Kong’s Independent Commission Against Corruption (ICAC).

The team from Georgia’s Anti-Corruption Bureau presented a monitoring mechanism for the National Anti-Corruption Strategy and Action Plan, called Barometer, which aims to support corruption prevention through digitalization.

Members of the Georgian delegation were also present at the hackathon Grand finale.

Address

Giga Lortkipanidze Street 4
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი:

Share