02/03/2026
⚖️ჩვენი იურიდიული ბიურო აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისთვის❗️❗️❗️
❕მსჯავრდებულების სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ინტერესებს იცავს LBC Group-ის ადვოკატი ფიქრია მახარაძე⚖️
⭕ თბილისის სააპელაციო სასამართლოში „დეკემბრის აქციების” დროს დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა გაგრძელდა.
სასამართლოს დასკვნითი სიტყვით სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა, ფიქრია მახარაძემ მიმართა:
💬 „28, 29 დეკემბრის რიცხვების ეპიზოდების გამო არის ბრალდებულები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ისინი არიან უკრაინელები, არ იციან ქართული ენა, შესაბამისად ორგანიზებული მოქმედება მათი მხრიდან გამორიცხულია, ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რომ აღნიშნულ სიტუაციაში არსებობდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ჰყავდა მეთაური, რომ ისინი ასრულებდნენ კონკრეტულ დავალებებს და სხვა...
ბრალდებულები რუსლან სივაკოვი და სერგეი კურხაჩიკი საერთოდ არ იმყოფებოდნენ არც ჭიჭინაძის ქუჩაზე და არც 9 აპრილის ქუჩაზე. პროკურატურის მიერ მოწოდებულ ვიდეოკამერებით ცალსახად დგინდება მათი ადგილმდებარეობა - ისინი იმყოფებიან მუდმივად რუსთაველის გამზირზე პირველი სკოლის წინ ან სასტუმრო მერიოტის მიმდებარედ. აქედან გამომდინარე, არც ერთი მტკიცებულება არ გვაქვს საქმეში, რომელიც დაადგენდა, რომ მაშინ როცა დაზარალებულს ზიანი მიადგათ, იმ დროს სერგეი ან რუსლანი აღნიშნულ ტერიტოირაზე იმყოფებოდნენ...
პროკურატურა გვაიძულებს იმის დაჯერებას, რომ ნივთის სროლა, გაუგებარი მიმართულებით, აგრეთვე ბარიკადების გამაგრება არის დანაშაული, სინამდვილეში ბარიკადის გამაგრება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ვიდეოებში კარგად ჩანს, სინამდვილეში ბარიკადების გადაადგილებას ჰქონდა ადგილი, რომელიც დანაშაული ნამდვილად ვერ იქნება...
აგრეთვე, ნივთის სროლა, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და არც სროლის მიმართულებაა დადგენილი და არც ზომა და არც დაზარალებულია დადგენილი, არ წარმოადგენს დანაშაულს. აგრეთვე არ დადგენილა - თუ რა მიზნით იყო გასროლილი აღნიშნული ნივთი. არც ექპერტიზაა ჩატარებული და არც ამოღებული არ არის რომელიმე „ნასროლი“ საგანი.
დამონტაჟებულ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ნასროლი საგანი იქვე ვარდება, მათთან ახლოს და ნივთი არავის არ ხვდება, მითუმეტეს აღნიშნულ საქმეში მოყვანილ დაზარალებულს", - განაცხადა ადვოკატმა.