26/02/2021
- გამარჯობათ? ბანკია?
- დიახ, მე მქვია ანა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- თქვენი ბეწვის ქურთუკი შეჭამა ჩრჩილმა! სესხს აღარ გადავიხდი!
გავიდა სამი თვე ...
- ადექით! სასამართლო შემოდის!
- ბატონო მოსამართლე! გასული წლის შემოდგომაზე ხუთწლიანი სესხი ავიღე ბეწვის ქურთუკის საყიდლად. გავიდა სეზონი, ყველაფერი კარგად იყო. ზაფხულის განმავლობაში ჩრჩილმა შეჭამა ქურთუკი, ამიტომ, მე შევწყვიტე სესხის გადახდა და ბანკისგან მატერიალური ზიანის, მორალური ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას ვითხოვ.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ბანკი აგებს პასუხს?
- სესხის ხელშეკრულებაში წერია, რომ სესხის სრულად დაფარვამდე ბეწვის ქურთუკი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას, ხოლო ბანკმა არ შეინარჩუნა თავისი ქონება სათანადო მდგომარეობაში. რატომ უნდა გავაგრძელო სესხის გადახდა?
- უკაცრავად, პატივცემულო მოსამართლე, ბანკი აპროტესტებს! ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბეწვის ქურთუკით? ნათქვამია! მაშ, სად არის ბანკის ბრალი?
- პატივცემულო მოსამართლე! მე არ მაქვს პრეტენზია ბეწვის ქურთუკის გამოყენებასთან დაკავშირებით! მთელი სეზონი ბეწვის ქურთუკს ვიყენებდი, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მითხარით, ვინ ატარებს ბეწვის ქურთუკს ზაფხულში?
- თუ თქვენ ბეწვის ქურთუკს იყენებდით ზამთარში, ეს ნიშნავს, რომ ის მომდევნო სეზონამდე თქვენ უნდა შეგენახად!
- გთხოვთ, მაჩვენეთ,ხელშეკრულების რომელ პუნქტშია გაწერილი ეს პირობა? თუ, ცალკე გვაქვს შეთანხმება მინდობით შენახვის თაობაზე?
- მაგრამ ბეწვის ხმარება გულისხმობს მის შენახვასაც სეზონებს შორის და ჩრჩილისგან დაცვას.
- ბატონო მოსამართლე, სეზონის ბოლოს, როდესაც ზამთრის ნივთების გადარჩევის დრო მოვიდა, დავრეკე ბანკში, რომ კონსულტაცია გამევლო მათი ქონების შენახვასთან დაკავშირებით. ამ საუბრის ჩანაწერიც კი მაქვს.
„-გამარჯობათ, ბანკია?
- დიახ, მე ელენე მქვია, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- თქვენი საბანკიო კრედიტის საშუალებით, შევიძინე ბეწვის ქურთუკი, გთხოვთ გადაამოწმოთ, რამე დავალიანება ხომ არ მაქვს. ხელშეკრულების ნომერი 375/18 ტირე სამი ნული 24185.
- ერთი წუთით ... ქალბატონი ნანა?
- დიახ, ეს მე ვარ.
- დღეის მდგომარეობით, დავალიანება არ გაქვთ, გადასახადები დროულად არის გადახდილი. კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- გთხოვთ, მითხრათ, როგორ უნდა შევინახო ეს ბეწვის ქურთუკი ზაფხულში?
- უკაცრავად? მე არ ვიცი. სადმე ჩამოკიდეთ.
- შეიძლება დავტოვო დერეფანში, კარადაში? ან დამატებითი შენახვის მოთხოვნები ხომ არ არსებობს?
- მოთხოვნები არ არსებობს, დატოვეთ კარადაში, თუ ეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. კიდევ რამე ხომ არ გაინტერესებთ?
- არა გმადლობთ“.
- პატივცემულო მოსამართლე! ბანკი აპროტესტებს! კლიენტმა ოპერატორს დაუსვა კითხვა, რომელშიც ის არ იყო კომპეტენტური!
- პატივცემულო მოსამართლე! თუ ბანკის ოპერატორი არ არის კომპეტენტური ასეთ საკითხებში, რატომ არ გადამამისამართა ბანკის სპეციალისტთან, რომელიც იქნებოდა კომპეტენტური ბეწვის ქურთუკის სეზონებს შორის შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებში?
- ჩვენ ბანკში ასეთი განყოფილება არ გვაქვს!
- ძალიან საინტერესოა! ბეწვის ქურთუკები გაქვთ, ხოლო შენახვის განყოფილება არა?
- პროტესტი უარყოფილია!
- თქვენი აზრით, როგორ უნდა უზრუნველყოს ბანკმა ბეწვის ქურთუკის უსაფრთხოება?
- რატომ მეკითხებით ამას? ეს არის თქვენი ბეწვის ქურთუკი და თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეინახოთ ის ისე, რომ შემდგომში ისევ შევძლო მისი გამოყენება! თქვენ არ იზრუნეთ თქვენი ქონების უსაფრთხოებაზე და ახლა ცდილობთ დამნაშავედ გამომიყვანოთ? არ გამოგივათ! მე არ გადავიხდი იმ ბეწვის ქურთუკის ღირებულებას, რომელიც ჩრჩილმა შეჭამა.
სასამართლო გავიდა სათათბიროდ!
- ადექით! სასამართლო მოდის!
- ქალბატონი ნანას სარჩელი ბანკის მიმართ სრულად დაკმაყოფილდეს! 🎓