საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA Georgian Association of Arbitrators was founded in 2013.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 22 აპრილს. ასოციაციის მიზანია არბიტრაჟის ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში, არბიტრთა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა და არბიტრთა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა საქართველოში. ეს ყოველივე კი ემსახურება არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალების განვითარებას საქართველოში. GAA aims to rais

e public trust in and awareness of arbitration, create continuing education system for arbitrators, and establish efficient self-regulatory mechanism for arbitrators. This in itself shall contribute to the development of arbitration as an effective mechanism of dispute resolution in Georgia.

📣არ გამოგრჩეთ განაცხადების მიღების ბოლო ვადა , 2026 წლის 19 ივლისი!
15/07/2026

📣არ გამოგრჩეთ განაცხადების მიღების ბოლო ვადა , 2026 წლის 19 ივლისი!

🔩საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის II მოდულზე - პრაქტიკა, პროცესი და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერა - განაცხადების მიღება დაიწყო!!
✅ საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ 2019 წელს დაამტკიცა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა და შესაბამისად დაამკვიდრა აკრედიტებული არბიტრის სტატუსი.
✅II მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეების პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რათა მათ შეძლონ არბიტრის როლში საქმეების ეფექტიანად, სამართლიანად და პრაქტიკულად წარმართვა
✅კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც წარმატებით დაამთავრა აკადემიის I მოდული ან გავლილი და აღიარებული აქვს ექვივალენტური კურსი.
✅კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა: https://drive.google.com/file/d/1pVkDEhKHcbmKCF79cgscmoDkyGp9LPW5/view?usp=share_link

⏰განაცხადების მიღების ბოლო ვადა -2026 წლის 19 ივლისი.
✅მეორე მოდულში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ - [email protected]

🔹 Last week, the Georgian Association of Arbitrators signed a Memorandum of Understanding (MoU) with the AIFC Court and ...
11/07/2026

🔹 Last week, the Georgian Association of Arbitrators signed a Memorandum of Understanding (MoU) with the AIFC Court and International Arbitration Centre.

🔹 Under the MoU, the parties will cooperate in knowledge exchange, continuous education, professional training, and institutional development. They will also support each other's events and initiatives.

🔹 This partnership will enable both institutions to expand the scale and impact of their academic, educational, and awareness-raising activities related to arbitration across the region and beyond.

🔹 We would like to express our sincere appreciation to Mr. Christopher Campbell-Holt, OBE, Chief Executive and Registrar of the AIFC International Arbitration Centre and the Astana International Financial Centre Court, for his support and commitment to strengthening this cooperation.

🔹 გასულ კვირას საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU) მოაწერა ხელი AIFC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან (IAC) და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლოსთან.

🔹 მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ცოდნის გაზიარების, უწყვეტი განათლების, პროფესიული ტრენინგებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებებით. ასევე, ისინი მხარს დაუჭერენ ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

🔹 ეს პარტნიორობა ორივე მხარეს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს არბიტრაჟთან დაკავშირებული აკადემიური, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების საქმიანობის მასშტაბი და გავლენა როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

🔹 გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ბატონ კრისტოფერ კემპბელ-ჰოლტს (OBE), AIFC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლოს აღმასრულებელ დირექტორსა და რეგისტრატორს, ამ თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მისი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის.

🔩საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის II მოდულზე - პრაქტიკა, პროცესი და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერა - განაცხად...
08/07/2026

🔩საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის II მოდულზე - პრაქტიკა, პროცესი და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერა - განაცხადების მიღება დაიწყო!!
✅ საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ 2019 წელს დაამტკიცა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა და შესაბამისად დაამკვიდრა აკრედიტებული არბიტრის სტატუსი.
✅II მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეების პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რათა მათ შეძლონ არბიტრის როლში საქმეების ეფექტიანად, სამართლიანად და პრაქტიკულად წარმართვა
✅კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც წარმატებით დაამთავრა აკადემიის I მოდული ან გავლილი და აღიარებული აქვს ექვივალენტური კურსი.
✅კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა: https://drive.google.com/file/d/1pVkDEhKHcbmKCF79cgscmoDkyGp9LPW5/view?usp=share_link

⏰განაცხადების მიღების ბოლო ვადა -2026 წლის 19 ივლისი.
✅მეორე მოდულში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ - [email protected]

Last week, Chairman of the Board of the Georgian Association of Arbitrators(GAA) Davit Tabatadze, Board Member Levan Nan...
07/07/2026

Last week, Chairman of the Board of the Georgian Association of Arbitrators(GAA) Davit Tabatadze, Board Member Levan Nanobashvili, and Ethics Committee Member Jaba Gvelebiani participated in IAC EURASIA Arbitration Week (EAW26).

Together with distinguished colleagues from around the world, Davit Tabatadze contributed to the following panel discussions:

🔹 Cross-Border M&A Disputes: Why They Arise & How to Resolve

Davit discussed the importance of carefully designing arbitration agreements to prevent parallel proceedings and ensure that parties can effectively utilize the full range of remedies available in M&A disputes.

🔹 Regional Update: ADR Trends in Central Asia & the South Caucasus

Davit shared insights on the region's economic development and Georgia's potential to become an attractive arbitration hub for neighboring countries and businesses beyond the region.

🔹 The Role of Practical Programs in the Development of ADR Education

Moderated by Jaba Gvelebiani, this panel explored the importance of practical legal education. Jaba and Davit highlighted the value of moot court competitions and other experiential learning programs in advancing ADR education and developing the next generation of arbitration practitioners.

GAA extends its sincere gratitude to Law Development Program (CLDP) for co-organizing this outstanding and productive event, and to the AIFC Court and International Arbitration Centre for hosting such a successful gathering of arbitration professionals.

We are proud to have contributed to the discussions shaping the future of international arbitration and ADR in our region and beyond.



გასულ კვირას საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) გამგეობის თავმჯდომარემ დავით ტაბატაძემ, გამგეობის წევრმა ლევან ნანობაშვილმა, და ეთიკის კომიტეტის წევრმა ჯაბა გველებიანმა, მონაწილეობა მიიღეს ასტანის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (IAC) ევრაზიის არბიტრაჟის კვირეულში (EAW26).

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ კოლეგებთან ერთად, დავით ტაბატაძემ მონაწილეობა მიიღო შემდეგ პანელურ დისკუსიებში:

🔹 Cross-Border M&A Disputes: Why They Arise & How to Resolve

დავითმა ისაუბრა საარბიტრაჟო შეთანხმებების სათანადო სტრუქტურირების მნიშვნელობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული პარალელური სამართალწარმოება და ეფექტიანად იქნეს გამოყენებული M&A დავებში არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი.

🔹 Regional Update: ADR Trends in Central Asia & the South Caucasus

დავითმა მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და საქართველოს პოტენციალი, ჩამოყალიბდეს მიმზიდველ საარბიტრაჟო იურისდიქციად როგორც მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ისე რეგიონის ფარგლებს გარეთ მოქმედი ბიზნესებისთვის.

🔹 The Role of Practical Programs in the Development of ADR Education

პანელის მოდერატორი იყო ჯაბა გვებელიანი. ჯაბამ და დავითმა ისაუბრეს პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესების (Moot Court Competitions), განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ADR-ის განათლების განვითარებისა და მომავალი თაობის არბიტრაჟის სპეციალისტების მომზადების პროცესში.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია გულწრფელ მადლობას უხდის CLDP-ს ღონისძიების თანაორგანიზებისთვის, ხოლო ასტანის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, წარმატებული ღონისძიების მასპინძლობისთვის.

ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო იმ დისკუსიებში, რომლებიც საერთაშორისო არბიტრაჟისა და ADR-ის მომავალს განსაზღვრავს როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

✅Last week, the Chairman and Board members of GAA, together with colleagues from GIAC, had the pleasure of meeting with ...
09/06/2026

✅Last week, the Chairman and Board members of GAA, together with colleagues from GIAC, had the pleasure of meeting with Patrick Butler, Deputy General Counsel for Litigation at the U.S. Department of Commerce, and colleagues from CLDP.
✅The discussion focused on past cooperation and explored opportunities for future collaboration.
✅GAA appreciates the productive exchange and looks forward to continuing this partnership.

✅გასულ კვირას GAA-ის ბორდის თავმჯდომარესა და წევრებს, GIAC-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჰქონდათ პატივი შეხვედროდნენ პატრიკ ბატლერს, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის სასამართლო დავების საკითხებში გენერალური მრჩევლის მოადგილეს და კოლეგებს CLDP-დან.
✅შეხვედრაზე საუბარი შეეხო წარსულში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
✅GAA მადლობას უხდის სტუმრებს ვიზიტისთვის და მოუთმენლად ელის პარტნიორობის გაგრძელებას.

✅️საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ ა/წ 27 მაისს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში,  მორიგი საერთო კრება გამართა. ✅️ასოციაციის გამგ...
27/05/2026

✅️საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ ა/წ 27 მაისს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, მორიგი საერთო კრება გამართა. ✅️ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დავით ტაბატაძემ, წევრებს გააცნო ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში, მიღწევები და გამოწვევები. ისაუბრა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე და გათვალისწინებულ აქტივობებში წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
✅️კრების მონაწილე წევრებმა დისკუსია გამართეს რამდენიმე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის მენეჯმენტს გაწეული საქმიანობისთვის.

‼️გამოქვეყნდა GAA- ს  2025 წლის სტატიათა ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილზე გასული საინტერესო სტატია/ბლოგი-პოსტი,  ლოლიტა მ...
19/05/2026

‼️გამოქვეყნდა GAA- ს 2025 წლის სტატიათა ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილზე გასული საინტერესო სტატია/ბლოგი-პოსტი, ლოლიტა მჭედლურის ავტორობით: "ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲡᲐᲐᲠᲑᲘᲢᲠᲐᲟᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ AI-Ს ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲖᲔ"
https://georgianarbitrationblog.ge/2026/05/11/პასუხისმგებლობის-განსაზ/
🔹ეწვიეთ GAA-ს ბლოგს და გაეცანით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საინტრესო სტატიებს.
🔹ასევე, თუ სურვილი გაქვთ, რომ გამოაქვეყნოთ ბლოგზე თქვენი ბლოგ-პოსტი, შეგიძლიათ გაეცნოთ სარედაქციო სახელმძღვანელოს და იქ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგზავნოთ წერილი.

შესავალი        თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი სამართლიანადაა მიჩნეული მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციი.....

Registration is now officially open for the 𝗜𝗖𝗖 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝗼𝗻 𝗔𝗿𝗯𝗶𝘁𝗿𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 & 𝗔𝗗𝗥 – 𝗖𝗼𝗿𝗽𝗼𝗿𝗮𝘁𝗲 𝗖𝗼𝘂𝗻𝘀𝗲𝗹 𝗣𝗲𝗿𝘀𝗽𝗲𝗰𝘁𝗶𝘃𝗲𝘀 𝗶𝗻 𝘁...
04/05/2026

Registration is now officially open for the 𝗜𝗖𝗖 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮 𝗙𝗼𝗿𝘂𝗺 𝗼𝗻 𝗔𝗿𝗯𝗶𝘁𝗿𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 & 𝗔𝗗𝗥 – 𝗖𝗼𝗿𝗽𝗼𝗿𝗮𝘁𝗲 𝗖𝗼𝘂𝗻𝘀𝗲𝗹 𝗣𝗲𝗿𝘀𝗽𝗲𝗰𝘁𝗶𝘃𝗲𝘀 𝗶𝗻 𝘁𝗵𝗲 𝗪𝗶𝗱𝗲𝗿 𝗥𝗲𝗴𝗶𝗼𝗻, taking place on 5 June 2026 at Courtyard by Marriott Tbilisi.
Register Here: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf7yUiP_4BF8FDVXFbipciQUmhegyAAO_5QqWZP3WiRgvS5QQ/viewform

🔹დასრულდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის I მოდული - საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჯში🔹  მოდუ...
30/04/2026

🔹დასრულდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის I მოდული - საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჯში
🔹 მოდულში მონაწილეებს, 2 თვის განმავლობაში, 8 სასესიო შეხვედრა ჩაუტარდათ და სიღრმისეულად გაეცვნენ შემდეგ საკითხებს: არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო, საარბიტრაჟო შეთანხმების მნიშვნელობა, შედგენა და აღსრულება, სასამართლოს როლი საარბიტრაჟო პროცესში, მანამდე და მის შემდეგ; საარბიტრაჟო პროცესი - არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები, ეთიკური ნორმები), საარბიტრაჟო გადაწვეტილების გაუქმება და ცნობა-აღსრულება, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ეთიკური ნორმების მნიშვნელობა და სტანდარტები არბიტრაჟში.
🔹მოცემულ ეტაპზე კურსის მონაწილენი ემზადებიან გამოცდისთვის, რომელიც დაგეგმილია 16 მაისს.
🔹 გამოცდის წარმატებით ჩაბარება წარმოადგენს პირველ ნაბიჯს აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

🔹პირველ მოდულში მონაწილეობას იღებდა 19 მსმენელი, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.
🔹 საქართველოს არბიტრთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის მოდულის წამყვან ტრენერებს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრს, იურიდიული კომპანია ჯეი ენდ ით ქონსალთინგის პარტნიორს ოთარ მაჩაიძეს და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრს, Fortier Law-ს პარტნიორს რუსუდან გერგაული.

✅საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობამ  2026 წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან. ✅ სამუშაო შეხ...
30/03/2026

✅საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობამ 2026 წლის 30 მარტს შეხვედრა გამართა საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან.
✅ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები, რაც ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრების დროს ბიზნესის მხრიდან იქნა დასახელებული.
✅ სამუშაო შეხვედრაზე ასოციაციის გამგეობის წევრებმა საარბიტრაჟო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გაუზიარეს ინფორმაცია არბიტრების სიებთან და სიებს მიღმა არბიტრების შერჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა, GAA-ს აკრედიტებული არბიტრების დანიშვნის საკითხი. აგრეთვე, GAA-ს ეთიკის კოდექსი და მისი გავრცელების შესაძლებლობა თითოეული ინსტიტუტის მიერ ადმინისტრირებულ დავებზე.
✅ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ტაბატაძემ მონაწილეებს შესთავაზა თანამშრომლობა და რეგულარულად ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და აღუთქვა დახმარება არბიტრაჟთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე, ასოციაციის შესაძლებლობის ფარგლებში.

Address

2 Leonidze Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599070783

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს არბიტრთა ასოციაცია / Georgian Association of Arbitrators - GAA:

Shortcuts

Share