GKG Law

GKG Law Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GKG Law, Lawyer & Law Firm, saburtalo, Pavle Aslanidi #9, Tbilisi.

როგორ ინიშნება სასჯელი შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას?ყველა სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ...
27/08/2026

როგორ ინიშნება სასჯელი შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას?

ყველა სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა დანაშაულია ჩადენილი, არამედ ისიც, რა გარემოებებში მოხდა დანაშაული და რა გარემოებები ახასიათებს ბრალდებულს.

შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად:

🔹 დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება;
🔹 დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება;
🔹 გამოძიებასთან თანამშრომლობა;
🔹 მძიმე პირადი ან ოჯახური მდგომარეობა;
🔹 სხვა გარემოებები, რომლებიც პირის პასუხისმგებლობას ამსუბუქებს.

ასეთი გარემოებების არსებობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს სასჯელის ზომაზე.

თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შემამსუბუქებელი გარემოების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს სასჯელის კონკრეტული ზომით შემცირებას — სასამართლო აფასებს საქმის ყველა გარემოებას და ინდივიდუალურად წყვეტს, რა სასჯელი უნდა დაენიშნოს პირს.

📌 სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვანია ყველა იმ გარემოების დროულად და სწორად წარმოჩენა, რომელიც შესაძლოა ბრალდებულის სასარგებლოდ იქნას გათვალისწინებული.

სწორი სამართლებრივი პოზიცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სასჯელის განსაზღვრისას.

⚖️ GKG Law Group

☎️ +995 551 80 50 51

ადვოკატი - გიორგი ღვინიაშვილი

For English scroll down…

How Is a Sentence Determined When Mitigating Circumstances Exist?

In every criminal case, it is important to consider not only the offence that was committed, but also the circumstances in which it was committed and the personal circumstances of the defendant.

Mitigating circumstances may include, for example:

🔹 Admission of guilt and genuine remorse;
🔹 Compensation for the damage caused to the victim;
🔹 Cooperation with the investigation;
🔹 Difficult personal or family circumstances;
🔹 Other circumstances that may reduce the defendant’s criminal responsibility.

The existence of such circumstances may significantly affect the severity of the sentence.

However, it is important to know that the existence of mitigating circumstances does not automatically mean that the sentence will be reduced by a specific amount. The court evaluates all the circumstances of the case and determines an appropriate sentence on an individual basis.

📌 For this reason, in a criminal case, it is essential to present all circumstances that may be considered in the defendant’s favour in a timely and legally appropriate manner.

A well-prepared legal position can be decisive when determining the appropriate sentence.

⚖️ GKG Law Group

☎️ +995 551 80 50 51

Attorney-at-Law — Giorgi Gviniashvili

სასჯელი სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, როდესაც მართლმსაჯულების ორგანო დამნაშავეს შეუფარდებს კონკრეტული...
21/08/2026

სასჯელი სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, როდესაც მართლმსაჯულების ორგანო დამნაშავეს შეუფარდებს კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა გათვალისწინებით.

სამართლიანი სასჯელი საზოგადოებაში გავრცელებული მორალის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას ან ტალიონის პრინციპს, რომელიც თანამედროვე სამართლებრივ გაგებაში აღარ არის პირდაპირი გაგებით ფიზიკური ზიანი - ფიზიკური ზიანის წილ, თუმცა პროპორციულობის იდეა დარჩა - სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს.

მოსამართლემ სასჯელის შეფარდებისას უნდა გაითვალისწინოს პიროვნების სუბიექტური მახასიათებლები. სასამართლომ არ უნდა განიხილოს დამნაშავე, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი, რომელიც ყველა ფორმალური პირობების გათვალისწინებით პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით, არამედ როგორც ცოცხალი ადამიანი თავისი ინდივიდუალური ნიშნებით. ადამიანი, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ გარემოში, აქვს წარსული ცხოვრება, რაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ატარებს მისი პიროვნების გაანალიზებისას, რაც სასჯელის დანიშვნისას უთუოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია, შესაძლოა სხვა და სხვა პირს ერთი და იგივე ხასიათის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ეს განპირობებული იყოს კონკრეტული პიროვნების დამახასიათებელი ნიშნებით. ამიტომ კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა ღრმა ანალიზის საფუძველზე, ჯეროვნად უნდა დაასაბუთოს სასამართლომ თუ რამ განაპიროვა დამნაშავე პირისთვის სასჯელის ზომის გაძლიერება თუ შემცირება.

როდესაც სახეზეა ადამიანის ნების შემბოჭველი მრავალი გარემოება და რაც უფრო ძლიერია მათი გავლენა მით უფრო ნაკლებია ბრალის ხარისხი. მოსამართლე ბრალის ხარისხის შეფასებისას არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი ფრაზებით. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არც თუ იშვიათია, როდესაც დამნაშავის ბრალის ხარისხზე გავლენას ახდენს დაზარალებულის ვიქტიმური ქცევა.

for English scroll down ⬇️

Punishment can be considered fair only when the administration of justice imposes it upon an offender after taking into account all the circumstances of the particular case.

A fair punishment must correspond to the moral standards prevailing in society. The imposition of punishment must not be based on an abstract idea of justice or on the principle of talion. In the modern understanding of law, the principle of talion no longer means, in its literal sense, the infliction of physical harm in return for physical harm. However, the underlying idea of proportionality remains: punishment must correspond to the gravity of the offence.

When imposing a sentence, a judge must take into account the subjective characteristics of the individual. The court should not view the offender as an abstract subject of a criminal offence who bears criminal responsibility merely because all the formal elements of the offence have been established. Rather, the offender must be regarded as a living human being with individual characteristics and personal circumstances. A person acts within a social environment and has a personal history, which is of paramount importance when assessing his or her personality and must undoubtedly be taken into consideration when determining an appropriate sentence.

Different individuals may commit offences of the same nature, yet their conduct may be caused or influenced by characteristics specific to each individual. Therefore, based on a thorough analysis of all the circumstances of the particular case, the court must provide proper reasoning as to what factors justify either an increase or a reduction in the severity of the sentence imposed on the offender.

Where multiple circumstances exist that constrain a person’s freedom of will, the stronger their influence, the lower the degree of culpability may be. When assessing the degree of culpability, a judge should not limit himself or herself to general statements. It should also be borne in mind that, not infrequently, the offender’s degree of culpability may be influenced by the victim’s own conduct, including victimogenic or victim-contributory behaviour.



ადვოკატი - გიორგი ღვინიაშვილი

☎️ +995 551 80 50 51

🔵GKG Law⚪️

ქრისტე აღდგა !    კომპანია  GKG Law გილოცავთ, ქრისტეს მკვდრეთით აღდომას ! ეს არის ჩვენთვის დაღვრილი,  პატიოსანი სისხლით ...
11/04/2026

ქრისტე აღდგა !

კომპანია GKG Law გილოცავთ,
ქრისტეს მკვდრეთით აღდომას !

ეს არის ჩვენთვის დაღვრილი, პატიოსანი სისხლით - კაცობრიობის ცოდვათა გამოსყიდვის დღე და ნიშანი ახალი სიცოცხლისა !

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისათვის უდიდესი დანაკლისია ილია II-ის გარდაცვალება. მისი სიბ...
17/03/2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისათვის უდიდესი დანაკლისია ილია II-ის გარდაცვალება.

მისი სიბრძნე, სულიერი სიმტკიცე და მრავალწლიანი მსახურება შეუფასებელ კვალს დატოვებს საქართველოს ისტორიასა და თითოეული ჩვენგანის გულში. მისი ღვაწლი ყოველთვის დარჩება როგორც რწმენის, ერთობისა და ეროვნული ღირებულებების განმამტკიცებელი ძალა.

ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ და ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, სამოციქულო ეკლესიას, მის სულიერ ოჯახსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს.

22/01/2026

⚖️ საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

🔵 საანდერძო დანაკისრი წარმოადგენს მოანდერძის მიერ ანდერძით დადგენილ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეს ევალება ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ კონკრეტული ქმედების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე.

🔵 მოანდერძეს უფლება აქვს მემკვიდრეს დააკისროს:
🔹 სამკვიდროში შემავალი ქონების გადაცემა ლეგატარისთვის საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით.
🔹 ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში.
🔹 განსაზღვრული სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა.

🔵მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომის ან მისი ნაწილის სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა სამკვიდროს გახსნამდე. არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში
⚪️საკუთრების უფლების შემდგომი გადასვლის შემთხვევაში, სამისდღეშიო სარგებლობის უფლება ძალაში რჩება.
🔹აღნიშნული უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის ლეგატარის მემკვიდრეებზე.
🔹იგი არ წარმოადგენს ლეგატარის ოჯახის წევრთა ამ სადგომში ცხოვრების სამართლებრივ საფუძველს.

🔵მემკვიდრე ვალდებულია შეასრულოს საანდერძო დანაკისრი მხოლოდ სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში, მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას ეკისრება.

🔵თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა ან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა:
🔹შესრულების ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს.

🔵 საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომლის მონაწილეობის გარეშე შესრულება შეუძლებელია.

🔵 თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს დაევალა:
🔹თითოეული მათგანი ასრულებს მას სამკვიდროში თავისი წილის პროპორციულად.

💼ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, ამისათვის დაგვიკავშირდით:
☎️ +995 551 80 50 51
📩[email protected]
______________________________

⚖️ Testamentary Legacy (Legatum)

🔵 A testamentary legacy is an obligation established by the testator in a will, under which the heir is required to perform a specific act in favor of one or more persons at the expense of the estate.

🔵 The testator has the right to impose on the heir:
🔹 Transfer of property included in the estate to the legatee as ownership, use, or another real right.
🔹 Acquisition and transfer of property that is not part of the estate.
🔹 Performance of specific work or provision of services.

🔵 The testator may impose on the heir the transfer of a lifelong right of use of a residential premises or a part thereof to a person who lived together with the decedent for not less than one year prior to the opening of the inheritance.
⚪️ In the event of subsequent transfer of ownership, the lifelong right of use remains in force.
🔹 This right is non-transferable and does not pass to the heirs of the legatee.
🔹 It does not constitute a legal basis for the family members of the legatee to reside in the premises.

🔵 The heir is obliged to perform the testamentary legacy only within the limits of the actual value of the estate, excluding the part of the decedent’s debts that the heir is required to cover.

🔵 If the heir dies before the opening of the inheritance or renounces the inheritance:
🔹 The obligation of performance passes to the other heirs who have received that share.

🔵 The obligation to perform a testamentary legacy terminates upon the death of the heir if performance is impossible without their participation.

🔵 If the performance of a testamentary legacy is imposed on several heirs:
🔹 Each of them performs it in proportion to their share in the estate.

💼Our team is ready to provide you with qualified legal assistance. Contact us:
☎️ +995 551 80 50 51
📩 [email protected]

15/01/2026

⚖️სავალდებულო წილი მემკვიდრეობაში

🔵სავალდებულო წილი მიზნად ისახავს მამკვიდრებლის უახლოესი ოჯახის წევრების ქონებრივ დაცვას ანდერძის არსებობის შემთხვევაშიც კი.

⚖️მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი.
🔵მისი მოცულობა განისაზღვრება იმ წილის ნახევრით, რასაც თითოეული მათგანი კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში მიიღებდა.

🔵სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
⚪️აღნიშნული უფლება მემკვიდრეობით გადადის და არ ქრება უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში.

🔵სავალდებულო წილის მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროს მიხედვით, მათ შორის:
🔹საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) სახით გათვალისწინებული ქონება.
🔹საერთო-სასარგებლო მიზნებისთვის განკუთვნილი ქონება.

🔵წილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეულნი იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად ანდერძის არარსებობის შემთხვევაში.
⚪️აღნიშნულის დროს ანდერძით განსაზღვრული მემკვიდრეები არ არის გათვალისწინებული.

🔵პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მან მამკვიდრებლისგან მიიღო მისი სიცოცხლის განმავლობაში.

🔵თუ პირი ამავდროულდ არის საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) მიმღებიც, სავალდებულო წილის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ ლეგატზე უარის თქმის შემთხვევაში.
⚪️წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას სავალდებულო წილზე ლეგატის ღირებულების ფარგლებში.

🔵თუ ანდერძი არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, პირველ რიგში:
🔹სავალდებულო წილი გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან.
🔵თუ აღნიშნული არ არის საკმარისი:
🔹წილი შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

🔵მამკვიდრებლის მიერ მესამე პირისთვის გაჩუქებული ქონება სავალდებულო წილის მიმღების მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სავალდებულო წილის შევსებისას, თუ მისი გადაცემიდან 10 წელი არ არის გასული.

💼ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, ამისათვის დაგვიკავშირდით:
☎️ +995 551 80 50 51
📩[email protected]

______________________________

⚖️ Mandatory Share in Inheritance

🔵 The mandatory share aims to protect the property interests of the decedent’s closest family members even in the presence of a will.

⚖️ The decedent’s children, parents, and spouse are entitled to a mandatory share regardless of the content of the will.
🔵 Its amount is determined as one half of the share that each of them would have received in the case of intestate succession.

🔵 The right to claim a mandatory share arises from the moment the estate is opened.
⚪️ This right passes by inheritance and does not extinguish upon the death of the entitled person.

🔵 The amount of the mandatory share is determined based on the entire estate, including:
🔹 Property granted in the form of a testamentary legacy (legate).
🔹 Property designated for public-benefit purposes.

🔵 When determining the mandatory share, consideration is given to all heirs at law who would have been called to inherit in the absence of a will.
⚪️ Testamentary heirs are not taken into account for this purpose.

🔵 A person entitled to a mandatory share is obliged to include in the mandatory share everything received from the decedent during the decedent’s lifetime.

🔵 If a person is simultaneously a beneficiary of a testamentary legacy (legate), they may claim the mandatory share only if they renounce the legacy.
⚪️ Otherwise, they lose the right to the mandatory share within the value of the legacy.

🔵 If the will does not cover the entire estate, first:
🔹 The mandatory share is allocated from the property not disposed of by the will.
🔵 If this is insufficient:
🔹 The share is supplemented from the property disposed of by the will.

🔵 Property donated by the decedent to a third party may, upon the request of the mandatory share beneficiary, be taken into account for the purpose of supplementing the mandatory share, provided that 10 years have not elapsed since the transfer of such property.

💼Our team is ready to provide you with qualified legal assistance. Contact us:
☎️ +995 551 80 50 51
📩 [email protected]

GKG Law ⚪️🔵ევროპული სამართალი ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ქართული სამართალი მთლიანად ევროპული სამართ...
06/01/2026

GKG Law ⚪️🔵

ევროპული სამართალი ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ქართული სამართალი მთლიანად ევროპული სამართლის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. საქართველოს ადათ-წესები და სამართლებრივი კულტურა ეფუძნება ქრისტიანულ-საქრისტიანო, სახარებისეულ ღირებულებებს.

ქრისტეს შობის დღეს, ჩვენს ქვეყანას და მთლიანად ევროპულ ქრისტიანულ სამყაროს ვუსურვებთ, რომ ქრისტეს შობისა და მისი 33-წლიანი სახარებისეული გზავნილის სულისკვეთებით განვაგრძოთ როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრება — მშვიდობით, სამართლიანობითა და პასუხისმგებლობით.

ჩვენი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნება სამართლის უზენაესობას, ადამიანის ღირსების პატივისცემასა და სამართლიანობის პრინციპს.

გილოცავთ ქრისტეს შობას! 💫

———

GKG Law ⚪️🔵

European law was founded on Christian philosophy, while Georgian law is entirely imbued with the spirit of European legal tradition. Georgian customs and legal culture are rooted in Christian, Gospel-based values.

On the day of the Nativity of Christ, we wish our country and the entire European Christian world to continue shaping both legal and public-state life in the spirit of Christ’s birth and His 33-year Gospel message — guided by peace, justice, and responsibility.

Our work is always grounded in the rule of law, respect for human dignity, and the principle of justice.

Merry Christmas! 💫

⚪️🔵GKG Law - გილოცავთ, დამდეგ შობა-ახალ წელს ! 🎄 2026 წელი სიყვარულის, სიმშვიდის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 💫GKG Law ...
31/12/2025

⚪️🔵GKG Law - გილოცავთ,
დამდეგ შობა-ახალ წელს !

🎄 2026 წელი სიყვარულის, სიმშვიდის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 💫

GKG Law - თქვენი სიმშვიდის გარანტია 🔵⚪️

25/12/2025

❓რა არის ე.წ “ქუქი-ფაილები” და რა დანიშნულება აქვს მას?

🔵ქუქი-ფაილები თითქმის ყველა ვებგვერდზე შეგხვდებათ შეტყობინების სახით.
⚪️ვებსაიტი შემოგთავაზებთ ქუქი-ფაილებზე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან უარყოთ იგი.
⚪️პრაქტიკაში ადამიანები იშვიათად კითხულობენ მოცულობით ტექსტს და ხშირად, პირდაპირ ეთანხმებიან ქუქი-ფაილების მიღებას.

🔵ქუქი-ფაილი არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი ინახავს მომხმარებლის ბრაუზერში.
⚪️ის შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლის აქტივობის შესახებ და შეუძლია დაიმახსოვროს:
🔹ავტორიზაციის (პერსონალური) მონაცემები.
🔹ონლაინ მაღაზიაში კალათაში დამატებული ნივთები.
🔹ენა და მდებარეობა (ასევე IP მისამართი)
🔹დათვალიერების ისტორია.
🔹ბმულები, რომლეზეც გადახვედით.
🔹ინტერესები.
🔹არჩეული პარამეტრები.
🔹სხვა.

🔵ქუქი-ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ:
🔹თვალყური ადევნონ მომხმარებლის ქმედებას სხვადასხვა ვებგვერდზე.
🔹შექმნან მისი ინტერესების პროფილი.
🔹გააუმჯობესონ ვებგვერდი.
🔹შეუსაბამონ იგი თითოეული მომხმარებლის ინტერესს.

🔵ღილაკზე “ქუქი-ფაილებზე დათანხმება”-ზე (Accept cookies) დაჭერით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ვებგვერდმა აღნიშნული ფაილები მის მოწყობილობაზე შეინახოს.

🔵ზოგიერთი საიტი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა თავად აირჩიოს, თუ რომელი ტიპის ქუქი-ფაილების გამოყენება სურს:
⚪️ყველა ქუქი-ფაილის მიღებაზე თანხმობა (Accept all cookies) ნიშნავს, რომ მონაცემებზე წვდომა შესაძლოა მესამე მხარეებსაც ჰქონდეთ, მათ შორის რეკლამის განმთავსებლებს.
⚪️მხოლოდ აუცილებელი ქუქი-ფაილების (necessary cookies) მიღება ემსახურება ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას.
⚪️ხშირად მათზე უარის თქმის შემთხვევაში საიტის მნიშვნელოვან ფუნქციებზე მომხმარებელი წვდომას კარგავს.

🔵მიუხედავად იმისა, რომ ქუქი-ფაილები პირდაპირ არ იპარავენ პერსონალურ მონაცემებს, მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ მომხმარებლის ინტერნეტ აქტივობას და ეს ინფორმაცია სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენონ.

🔵მნიშვნელოვანია, რომ:
🔹გააზრებულად დათანხმდეთ მათ
🔹წინასწარ გადაამოწმოთ, თუ რა ინფორმაციას შეაგროვებს საიტი ქუქი-ფაილების მეშვეობით, ვინაიდან დაუცველი ვებსაიტების გამოყენებისას მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემებიც ინახება.

💼ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, ამისათვის დაგვიკავშირდით:
☎️ +995 551 80 50 51
📩[email protected]

______________________________

❓What are so-called “cookies” and what is their purpose?

🔵Cookies appear on almost every website in the form of a notification.
⚪️The website provides information about cookies, on the basis of which you may either consent to or refuse their use.
⚪️In practice, users rarely read lengthy texts and often consent to cookies immediately.

🔵A cookie is a small text file that a website stores in the user’s browser.
⚪️It contains information about the user’s activity and may store:
🔹Authentication (personal) data.
🔹Items added to the shopping cart in an online store.
🔹Language and location (including IP address).
🔹Browsing history.
🔹Links you have clicked on.
🔹Interests.
🔹Selected preferences.
🔹Other data.

🔵Cookies are used in order to:
🔹Track user activity across different websites.
🔹Create a profile of the user’s interests.
🔹Improve the functionality of the website.
🔹Tailor the website to the interests of each individual user.

🔵By clicking the “Accept cookies” button, the user gives consent for the website to store these files on their device.

🔵Some websites allow users to choose which types of cookies they wish to allow:
⚪️Consent to all cookies (Accept all cookies) means that third parties, including advertisers, may also have access to the data.
⚪️Accepting only necessary cookies serves the proper functioning of the website.
⚪️In many cases, refusing such cookies may result in the loss of access to essential website functions.

🔵Although cookies do not directly steal personal data, they can track a user’s internet activity, and this information may be used for advertising purposes.

🔵It is important to:
🔹Give consent consciously.
🔹Check in advance what information the website collects through cookies, as the use of insecure websites may lead to the storage of sensitive personal data.

💼Our team is ready to provide you with qualified legal assistance. Contact us:
☎️ +995 551 80 50 51
📩 [email protected]

Address

Saburtalo, Pavle Aslanidi #9
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GKG Law posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share