Preston Legal Consulting

Preston Legal Consulting მიანდეთ თქვენი საქმე პროფესიონალებს.

ჩვენი იურისტები გაგიწევენ კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას სამართლის სხვადასხვა დარგში.
ჩვენი მიდგომა არის მარტივი: გავიგოთ რა გსურთ თქვენ და მოგცეთ რჩევა, რომელიც მორგებულია თქვენს ბიზნეს ინტერესებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი თქვენი ინტერესების დაცვა და მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სარჩელი ...
12/04/2014

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

თუ წითელზე გახვედი
12/04/2014

თუ წითელზე გახვედი

ყველაზე ძველი კომპანიასაფრანგეთში არსებობს კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან კომპანიები, რომელთა ისტორიაც 200 წელზე მ...
10/03/2014

ყველაზე ძველი კომპანია

საფრანგეთში არსებობს კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან კომპანიები, რომელთა ისტორიაც 200 წელზე მეტს ითვლის.
კლუბს სახელი ბიბლიური პერსონაჟის, ენოქის, საპატივცემულოდ დაერქვა. ენოქი იყო კაენის შვილი და მათუსალას მამა, რომელიც 365 წლის სიცოცხლის შემდეგ ზეცად ამაღლდა.
ენოქელების ყველაზე ძველი წევრი არის იაპონური კომპანია ჰოში, რომელიც 718 წელს დაარსდა. დღეს სასტუმროს ხელმძღვანელობს ჰოშის ოჯახის 46-ე თაობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში უფრო ძველი საწარმოც არსებობს. კონგო გუმი ამომავალი მზის ქვეყანაში სინტოისტური ტაძრების ასაშენებლად მოწვეულმა კორეელმა დააფუძნა 578 წელს და მისი შთამომავლების მიერ წარმატებულად იმართებოდა 2006 წლამდე, მაგრამ უძრავ ქონებაში განხორციელებული წარუმატებელი ინვესტიციის შედეგად საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია ლიკვიდაციით დამთავრდა. გაკოტრებული საწარმოს აქტივები ტაკამაცუს სამშენებლო ჯგუფმა შეიძინა და კონგო გუმი კვლავ აგრძლებს არსებობას, როგორც მისი შვილობილი კომპანია.

პატარა და საყვარელი ანიმაცია მისისიპის კომპანიის კრახზე
08/03/2014

პატარა და საყვარელი ანიმაცია მისისიპის კომპანიის კრახზე

ყველაზე ძველი საერთაშორისო შეთანხმება?დღესდღეობით მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებს შორის ყველაზე ძველია 1373 წლის ანგლო-...
07/03/2014

ყველაზე ძველი საერთაშორისო შეთანხმება?

დღესდღეობით მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებს შორის ყველაზე ძველია 1373 წლის ანგლო-პორტუგალიური შეთანხმება, რომელიც მე-20 საუკუნეშიც რამოდენიმეჯერ იქნა გამოყენებული, მათ შორის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ინდოეთის მიერ პორტუგალიის ინდოეთში შეჭრისას და ფოლკლენდის ომის დროს.

მომხმარებელმა მაკდონალდსისგან 1,5 მილიონს ითხოვს იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი "სალფეთქი". მერე კი შესთავაზეს უფასო ბურგ...
28/02/2014

მომხმარებელმა მაკდონალდსისგან 1,5 მილიონს ითხოვს იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი "სალფეთქი". მერე კი შესთავაზეს უფასო ბურგერები, მაგრამ...

20/02/2014

ჯერალდ მაიო სატანისა და მისი მოციქულების წინააღმდეგ

ეს არის საქმის სახელი, რომლის შინაარსიც სრულად შეესატყვისება სათაურს. პენსილვანიელმა ჯერალდ მაიომ საჩივარი შეიტანა სატანის წინააღმდეგ, სადაც იგი ასაბუთებდა, რომ სატანა მიზანმიმართულად უქმნიდა მოსარჩელეს წინააღმდეგობებს და ხელს უშლიდა მას ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში, რითაც ზღუდავდა მის კონსტიტუციურ უფლებებს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული ჯოჯოხეთზე იურისდიქციის არქონის გამო.

United States ex rel. Gerald Mayo v. Satan and His Staff, 54 F.R.D. 282 (W.D.Pa. 1971)

ქვეყანა, სადაც თევზებს ადვოკატი იცავსშვეიცარიაში არის ადვოკატი, ანტუან გიოჩელი, რომელიც სპეციალიზირდება ცხოველთა უფლებებ...
20/02/2014

ქვეყანა, სადაც თევზებს ადვოკატი იცავს

შვეიცარიაში არის ადვოკატი, ანტუან გიოჩელი, რომელიც სპეციალიზირდება ცხოველთა უფლებებზე. იგი ციურიხის კანტონში ცხოველთა ოფიციალური დამცველია; დაახლოებით ომბუდსმენი.

ერთ-ერთ პროცესზე ბატონი ანტუანის ძალისხმევით ერთ ქალბატონს ჯარიმის სახით 1 050 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუხდა იმისთვის, რომ მან მიატოვა ორი კნუტი შეძენიდან მცირე ხანში, ხოლო კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში ბატონი ანტუანი ქარიყლაპიას ინტერესებს იცავდა და ამტკიცებდა, რომ მოყვარულმა მეთევზემ გადამეტებული წამება მიაყენა თევზს. სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესი ქარიყლაპიისთვის წარუმატებლად დასრულდა, თუმცა იმედია, ცხოველთა უფლებების დამცველს სხვა საქმეებში უფრო გაუმართლეს. სამუშაო კი ბევრი აქვს, დაახლოებით 180 საქმე წელიწადში.

18/02/2014

ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ინტერნეტის გარეშე?

ვერც გერმანიის უზენაეს სასამართლოს.

Bundesgerichtshof-ის თქმით, ინტერნეტი ისეთივე აუცილებელია ყოველდღიურობაში, როგორც ტელეფონი, ამიტომ მომწოდებელმა უნდა აუნაზღაუროს მომხმარებელს მისი არქონით გამოწვეული ზიანი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მომხმარებელმა, რომელსაც პროვაიდერის შეცდომით დაახლოებით ორი თვე არ ჰქონდა ინტერნეტი, უნდა მიიღოს კომპენსაცია.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას DSL, IP-ფაქსის და VoLP-ტელეფონის არქონისთვის, მაგრამ ფედერალურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ DSL-ის არქონისთვის უნდა მომხდარიყო ზიანის ანაზღაურება, ხოლო IP-ფაქსსა და VoLP-ტელეფონზე განაცხადა, რომ პირველი იძლევა მხოლოდ ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ინფორმაციის გადაგზავნის საშუალებას და თანდათან ხდება მისი ჩანაცვლება ახალი ტექნოლოგიებით, მაგ.: ელ. ფოსტით, ხოლო მეორის შესახებ აღნიშნა, რომ, თუმცა სატელეფონო კავშირი მნიშვნელოვანი სიკეთეა, მოსარჩელეს ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომლითაც შეეძლო სარგებლობა.

გერმანული სასამართლოს აზრით, ინტერნეტი არის მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც იძლევა ინფორმაციის ტექსტის, სურათის, ვიდეო ან აუდიო ფაილის სახით მიღების შესაძლებლობას. იგი მოიცავს ყველა სფეროს, გართობიდან სამეცნიერო თემებადმდე, ხოლო ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ინტერნეტი თანდათან ანაცვლებს ინფორმაციის მიღების ისეთ ტრადიციულ საშუალებებს, როგორებიცაა ენციკლოპედიები, ჟურნალები და ტელევიზია. და ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ინტერნეტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომერციაში, ხელშეკრულებების მოლაპარაკებისა და გაფორმებისთვის, ასევე მომსახურების გასაწევად.

18/02/2014
16/02/2014

1977 წელს ბრიტანულმა პუნკ-როკ-ჯგუფმა, სექს პისტოლსმა, გამუშვა ალბომი - Never Mind the Bo****ks, Here's the S*x Pistols, რისთვისაც დაიწყო ჯგუფის სისხლის სამართლებრივი დევნა უხამსი რეკლამირებისთვის, ხოლო პოლიცია შეუდგა ალბომების ამოღებას. თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა, რადგან ადვოკატმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სიტყვა bo****ks ძველ ინგლისურში ნიშნავდა მღვდელს და ხშირად გამოიყნებოდა აბსურდის მნიშვნელობით.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Preston Legal Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Preston Legal Consulting:

Share