იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service

იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service უფასო საადვოკატო მომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე

იურიდიული დახმარების  სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი და დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე გაეროს ქალთა ორ...
21/07/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი და დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის ხელმძღვანელს, ირინა ჯაფარიძესა და პროგრამის ანალიტიკოსს, სალომე იჩქითს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. ამ მიზნით, პარტნიორების მხარდაჭერით, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას ქალთა კონსტიტუციური უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

UN Women Georgia

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. მხ...
09/07/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების როლის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ისე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართულებით.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს იურიდიული დახმარების სამსახურსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს  მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამა...
01/07/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს მონაწილეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია ქათამაძემ შეხვედრის მონაწილეებს საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ძირითადი საკითხები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, უფასო იურიდიული დახმარების მიღების პირობებისა და მომსახურებით სარგებლობის კრიტერიუმების შესახებ.

შეხვედრა, სახელწოდებით „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი მიმოხილვა“ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახური საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ლტო...
24/06/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახალ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლების სამართლებრივი მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა აღნიშნული ჯგუფებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებებს. აღინიშნა, რომ პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ლტოლვილთა, ჰუმანიტარულის სტატუსის და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას და იურიდიული დახმარების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენე...
22/06/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

ოთარ ჩახუნაშვილმა ფონდის წარმომადგენელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორგანიზაციებს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს. აღინიშნა, რომ გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული საკითხების გარშემო სამუშაო შეხვედრების გამართვას, მათ შორის არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლებაზე საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და სამსახურის სერვისების შესახებ, მოზარდთათვის სამსახურის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სპეციალური საბავშვო აპლიკაციის ამოქმედებაზე, აგრეთვე - იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში ბავშვზე ადაპტირებული სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმებს

12 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარა...
12/06/2026

12 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და გოგონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, რომლებმაც დამსწრეებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობებს.

შეხვედრის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე და გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.შეხვედრი...
10/06/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბენეფიციართა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, იმსჯელეს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაციის აუცილებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. აღინიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო მანდატის მნიშვნელობა.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ უწყებათაშორისი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე, დირექტორის მოადგილე გელა გელაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი  საქართველოს გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს შეხვდა.  გა...
09/06/2026

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი საქართველოს გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაზრდილი მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობა, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების უკეთ რეალიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება, თანამშრომელთა გადამზადება, სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების ერთიანი მიდგომების და სტანდარტების დანერგვა და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე, მოადგილე გელა გელაშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილეები - გიორგი ბადაშვილი და სოფიო დვალიშვილი.

მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

✅იურიდიული დახმარების სამსახურის  წარმომადგენლებმა 1 ივნისი - ბავშვის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღე, მიულოცეს გარდაბნი...
01/06/2026

✅იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა 1 ივნისი - ბავშვის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღე, მიულოცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის #2 სკოლის მოსწავლეებს. ბავშვებისთვის წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ბულინგის, დისკრიმინაციის და ტოლერანტობის სამართლებრივ საკითხებს. მოზარდები აქტიურად ჩაერთნენ როლურ თამაშებშიც.

✅გარდა ამისა, მოსწავლეებს გადაეცათ ბავშვთა უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია და საინფორმაციო ბროშურები, რაც მათ კიდევ უფრო დაეხმარებათ საკუთარი უფლებების უკეთ გაცნობიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაში.

✅აღსანიშნავია, რომ იურიდიულ დახმარების სამსახურსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავსი აქტივობები ხორციელდება.

Address

თამარ მეფის გამზირი #14, მე3 სართული( თბილისის ბიურო)140a , David Aghmashenebeli Str. (ადმინისტრაცია)
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995 32 2920055

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service:

Shortcuts

Share