28/03/2025
https://www.facebook.com/share/192bJrtAsk/
For English please scroll down ⤵️
📌 აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
🔹 სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
🔹 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
🔹 სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
🔹 სანოტარო აქტები;
🔹 საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
🔹 ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
🔹 აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი.
📄 აპოსტილით შესაძლებელია, დამოწმდეს როგორც დოკუმენტის დედანი, ისე უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდი, აგრეთვე მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.
📄✅ აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში − მათი ავთენტურობა.
🚚🏢 სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
❓ Which documents are subject to apostille certification?
📌 The following documents are subject to apostille certification:
🔹 Documents issued by medical institutions within their authority;
🔹 Documents issued by the Ministry of Education and Science of Georgia and its constituent bodies, as well as documents issued by educational institutions within their authority;
🔹 Documents issued by judicial bodies;
🔹 Notarial acts;
🔹 Documents issued by administrative bodies of Georgia;
🔹 Certification sheets issued by administrative bodies confirming that a copy is identical to the original;
🔹 Translations of documents subject to apostille certification carried out by an administrative body.
📄 It is possible to certify with an apostille the original document, a printed copy of an electronic document certified by an authorized person, as well as an electronic copy or a duly certified hard copy of a physical document.
📄✅ Apostille certification confirms the authenticity of signatures on documents issued in the territory of Georgia, the authority of the signatory, and, if the document is certified with a seal or stamp, the authenticity of that seal or stamp.
🚚🏢 The service is available at 124 branches of the Public Service Hall and mobile Public Service Halls.