16/12/2019
უძრავი ქონების კომპანია "Mediator agency" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე. ეს არის დამოუკიდებელი და აქტიური ადამიანების ვაკანსია, ვინც მიზნად ისახავს პირადი თვისებების და რესურსების განვითარებას და თვითრეალიზაციის გზით წარმატების მიღწევას ბიზნესში, რომელიც მსოფლიოში პრესტიჯულ და მაღალ შემოსავლიანად ითვლება. ყველა ასეთ ადამიანს რეალური შანსი ეძლევა ჩვენს კომპანიაში.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 101 გამოფენის წინ.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეები კვირაში 5-6 დღე / სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (შესაძლებელია დროის შეთანხმება)
ანაზღაურების სტრუქტურა:
** გამომუშავება საკუთარი წარმატებული გარიგებიდან - 40%;
** ბონუსები სხვა აგენტების წარმატებული გარიგებებიდან.
** უფასო ულიმიტო მობილური ნომერი;
სამუშაოს მიზანი: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება.
კომპანია მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით;
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბაზაში არსებული უძრავი ქონების არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა, ახალი ინფორმაციის მოძიება;
** დაიტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების რესურსის შეთავაზება დროულად;
** სატელეფონო ზარების მიღება, შეხვედრების დაგეგმვა, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე ან გასვლით დათვალიერების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების გაფორმება კლიენტთან;
** დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საქმიანი და პიროვნული ურთიერთობის დამყარება;
** კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ქართული ენის კარგად ცოდნა. უპირატესობას წარმოადგენს რუსული და ინგლისური ენის საშუალო კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.
** კომუნიკაციის უნარები და პიროვნული თვისებები:
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
უნარები:
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
** პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა,
** კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით ან უსურათოდ ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე [email protected]