19/03/2025
18 მარტს პარლამენტმა ერთი მოსმენით „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ერთი წლით გახანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კონკრეტული ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც 2022 წლის 1-ლ იანვრამდე რეგისტრირებულმა საწარმომ 2026 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.