THE PROJECT AT A GLANCE
Facility for the Implementation of the Association Agreement in Georgia is funded by the European Union to support and ensure the enactment of agreements between the European Union and Georgia. The Project’s overall objective is to assist the Government of Georgia to deepen its integration with the European Union in line with the priorities set out in the Association Agree
ment (AA), including its Deep and Comprehensive Free Trade Area (DCFTA) component, in the Association Agenda as well as in the Visa Liberalization Action Plan (VLAP). The Project is contributing to the achievement of its overall objective through the specific objectives:
- Support to the implementation of the EU-Georgia bilateral agreements (Association Agreement, DCFTA), VLAP, and the Association Agenda at the level of the Government.
- Support to the identification and implementation of reforms required in the framework of the implementation of the bilateral agreements.
- Support to the further development and the implementation of the Communication and Information Strategy of the Government of Georgia in relation with the EU-GEO bilateral agreements, and respective Action Plans. The project activities are comprised of three components:
COMPONENT 1: COORDINATION, MONITORING, AND REPORTING OF THE IMPLEMENTATION OF THE AGREEMENTS, DONOR COORDINATION
- Provide support for the coordination, monitoring, and reporting of the implementation of the AA, including DCFTA and VLAP;
- Capacity building of Coordination departments and Policy Units;
- Assist in the strengthening the planning and coordination of external assistance. COMPONENT 2: SUPPORT THE INSTITUTIONAL REFORM AND LEGAL APPROXIMATION PROCESSES
- Assist in developing annual action plans of implementation of the AA and the Association Agenda including legal approximation aligned to the priorities outlined in the Association Agenda;
- Assist to establish and implement efficient legal approximation process;
- Assist in the legal approximation process in specific areas on demand-driven basis;
- Assist in the institutional reform process in specific areas;
- Assist relevant government bodies in enhancing their partnership with EU institutions and programmes;
- Enhance the capacities of the coordinating structures, line ministries and other public institutions that participate in the approximation processes. COMPONENT 3: IMPLEMENTATION OF EU-GE COMMUNICATION AND INFORMATION STRATEGY, VISIBILITY
- Enhance the capacity of OSMEEAI for planning, coordinating and implementing the communication strategy;
- Assist OSMEEAI and line ministries with the implementation of short and medium term actions envisaged in the communication strategy;
- Enhance the capacity of the line ministers, on a demand-driven basis, for planning, implementing and reporting on the communication strategy;
BENEFICIARIES
- Government Commission on EU Integration;
- Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration (main coordinating institution);
- Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia;
- Administration of Government of Georgia;
- Ministry of Foreign Affairs of Georgia;
- Ministry of Finance of Georgia;
- Other line ministries and agencies engaged in the AA/DCFTA and VLAP implementation. "This website has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of AA Facility and do not necessarily reflect the views of the European Union."
პროექტის მიმოხილვა
საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებების განხორციელება.
პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით, როგორც ასოცირების დღის წესრიგში, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში (VLAP).
პროექტი მის საერთო მიზანს ახორციელებს კონკრეტული აქტივობების განხორციელებით, რომელიც მოიცავს:
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების (ასოცირების ხელშეკრულება, DCFTA) VLAP-ის და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერა სამთავრობო დონეზე.
- ორმხრივი ხელშეკრულებების განხორციელების ფარგლებში საჭირო რეფორმების იდენტიფიცირების და მათი განხორციელების მხარდაჭერა.
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ორმხრივ ხელშეკრულებებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო და საინფორმაციო სტრატეგიის შემდგომი განვითარების და განხორცილების მხარდაჭერა.
პროექტის აქტივობები შედგება სამი კომპონენტისგან:
კომპონენტი 1: ხელშეკრულებების განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი, დონორთა კოორდინაცია
- ასოცირების ხელშეკრულების, DCFTA-ს და VLAP-ის განხორციელების პროცესში მონიტორინგის, ანგარიშგების და კოორდინაციის მხარდაჭერა;
- საკოორდინაციო და პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთეულების შესაძლებლობების გაძლიერება;
- გარეშე დახმარების დაგეგმვისა და კოორდინაციის საკითხების გაძლიერება
კომპონენტი 2: ინსტიტუციონალური რეფორმებისა და საკანონმდებლო დაახლოების პროცესის მხარდაჭერა
- დახმარების გაწევა ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგში ასახული საკანონმდებლო დაახლოების პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით;
- ეფექტური საკანონმდებლო დაახლოების პროცესის განხორციელების ხელშეწყობა;
- საკანონმდებლო დაახლოების პროცესში საჭიროებების შესაბამისად კონკრეტულ სფეროებში დახმარების გაწევა;
- კონკრეტულ სფეროებში ინსტიტუციონალური რეფორმების პროცესის მხარდაჭერა:
- შესაბამისი სახელისუფლებლო სტრუქტურებისთვის ევროკავშირის სტრუქტურებთან და პროგრამებთან პარტნიორობის გამყარებაში დახმარება;
- დაახლოების პროცესში მონაწილე საკოორდინაციო სტრუქტურების, შესაბამისი სამინისტროების და საჯარო სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
კომპონენტი 3: ევროკავშირსა და საქართველოს შორის საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება, ცნობადობა
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (OSMEEAI) შესაძლებლობების გაძლიერება საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვის, კოორდინირების და განხორციელების მიმართულებით;
- OSMEEAI-ის და შესაბამისი სამინისტროებისათვის დახმარების გაწევა საკომუნიკაციო სტრატეგიაში გათვალისწინებული მოკლე და საშუალო ვადიანი აქტივობების განხორციელების პროცესში;
- საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების შესაძლებლობების განვითარება შესაბამის სამინისტროებში.
ბენეფიციარები
- ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია;
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (მთავარი საკოორდინაციო სტრუქტურა);
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
- სხვა შესაბამისი დარგობრივი სამინისტროები და სააგენტოები ჩართული AA/DCFTA-ს და VLAP-ის განხორციელების პროცესში. "ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია AA Facility პროექტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.”