25/08/2018
✅✅✅✅✅ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხემძღვანელობის დეპარტამენტის სამსახურის მიერ, ჩვენი კომპანიის ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფ შპს „....“- ს დირექტორ ნ.კ.-ს 2018 წლის 15 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით). ბრალდებულთან სამართლებრივი კონსულტაციის გავლის, მისი თანხმობისა და ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა შეძლო წარმატებით დაესრულებინა მოლაპარაკება ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ბრალდებულის პირველივე წარდგენის სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაამტკიცა ბრალდებულ ნ.კ.-ს და ბრალდების მხარეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.