IPOA

IPOA IPOA - Intellectual Property Owners Association ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია

17/08/2026

“გიყვარდეთ ერთმანეთი”…

ქართველი ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს

04/08/2026

დასრულდა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მხარდამჭერიც იპოას დაფუძნებული ფონდი მესმა იყო.

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია (IPOA) გულითადად ულოცავს განუმეორებელ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს! 💫გის...
21/07/2026

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია (IPOA) გულითადად ულოცავს განუმეორებელ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს! 💫

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას! ❤️

IPOA-ს ოფისს საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციის SCAPR-ის წარმომადგენელი ინეს დე ნერვო ეწვია.შეხვედრის ფარგლებში მან IPOA-ს ...
17/07/2026

IPOA-ს ოფისს საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციის SCAPR-ის წარმომადგენელი ინეს დე ნერვო ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში მან IPOA-ს გუნდს SCAPR-ის საქმიანობის სპეციფიკა, საერთაშორისო პრაქტიკა და სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ IPOA SCAPR-ის წევრია, რაც ორგანიზაციისთვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

14/07/2026

IPOA-ს საქმიანობისა და საერთაშორისო სიახლეების შესახებ გადაცემაში "შუადღე" IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გვარიშვილმა და
საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ვეფხვაძემ ისაუბრეს.

👇🏻 ვრცლად იხილეთ

11/07/2026

„შალვა ახალციხელის ხსენების დღე“ და ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი — დღე, როდესაც რაბათის ციხე XII საუკუნის საქართველოს მასპინძლობდა, სადაც ისტორია და ქართული მუსიკა ცოცხალ სანახაობად იქცა.

ფესტივალის თანადამფუძნებელია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია IPOA, ფესტივალის მხარდამჭერი — კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“.

10/07/2026

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.

03/07/2026

ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ 2026❤️

ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც ივნისში ჯაზისმოყვარულები განსაკუთრებით ელოდებიან, 2026 წელსაც წარმატებით დასრულდა.

არტოს ბაღში 120-მდე მუსიკოსი წარსდგა მაყურებლის წინაშე- როგორც დამწყები, ასევე უკვე ყველასათვის ცნობილი არტისტი.

წელსაც "ზაფხულის ღამის ჯაზის" პარტნიორია IPOA, რადგან ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მუსიკალური სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

გარდაიცვალა გამორჩეული მუსიკოსი, ანსამბლ "ორერას" სოლისტი, გენო ნადირაშვილი.იპოას გუნდისთვის ეს დიდი დანაკლისია. გენო ნა...
27/06/2026

გარდაიცვალა გამორჩეული მუსიკოსი, ანსამბლ "ორერას" სოლისტი, გენო ნადირაშვილი.

იპოას გუნდისთვის ეს დიდი დანაკლისია. გენო ნადირაშვილი იპოას ოჯახის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გულით იდგა ქართული კულტურისა და ჩვენი საქმიანობის გვერდით.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას. 💔

24/06/2026

30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, რაბათის ციხეში ქრისტიანული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

მოხარულები ვართ, რომ IPOA-მ მონაწილეობა მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფუძნებაში.

ასევე, სასიხარულოა, რომ აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი „მესმა“, რომელიც კულტურული და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს.

Address

Natia Bashaleishvili Street, 21
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995322220878

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IPOA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to IPOA:

Shortcuts

Share