28/08/2026
📚 იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასწავლო და საგანმანათლებლო რესურსების მომზადებაა.
📖 ამ საქმიანობის მიზანია, სამართლებრივი ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც სამართლის სტუდენტებისა და მომავალი იურისტებისთვის, ისე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
🔗 გვსურს გაგიზიაროთ ადამიანის უფლებათა გზამკვლევი - humanrightsguide.ge
ვებ გვერდზე ადამიანის უფლებების თემატური საკითხავი მასალის გარდა, გაეცნობით რელევანტურ სასამართლო პრაქტიკას და ტესტების საშუალებით შეძლებთ თქვენი ცოდნის შემოწმებას.
🌍 ადამიანის უფლებათა გზამკვლევი ხელმისაწვდომია 12 ქვეყანაში და არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეობის განათლებისთვის. ის შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები. ამ ქსელის წევრია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, რომელმაც 2023 წელს მოამზადა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ქართული ვერსია.
🚀 დარჩით ჩვენთან - გვადევნეთ თვალი!