04/05/2026
📢 ვეძებთ სტაჟიორს საბუღალტრო განყოფილებაში!
გსურთ თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკად აქციოთ?
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაიწყეთ კარიერა პროფესიულ გარემოში. ✨
📌 რას გთავაზობთ:
• 3-4 თვიან პრაქტიკულ სწავლებას და ადაპტაციას;
• ანაზღაურება: 600 ლარი;
• წარმატებული სტაჟირების შემდეგ გუნდში დარჩენის პერსპექტივას;
• სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (8 სთ), თბილისი.
📌 ვის ვეძებთ:
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს;
• კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა და ფლობენ Excel-ს.
📝 შენიშვნა:
შერჩევა მოიცავს გასაუბრებას (თეორიული საწყისების გამოკითხვით) და ტესტირებას: ზოგადი უნარები, ბუღალტერია და Excel.
📩 გამოგვიგზავნეთ CV ქართულ და ინგლისურ ენაზე:
[email protected]
📌 სათაურში მიუთითეთ:
სტაჟიორი - საბუღალტრო განყოფილება
⏳ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 19 მაისამდე.