საადვოკატო ბიურო T&M Consulting

საადვოკატო ბიურო T&M Consulting საადვოკატო ბიურო "T&M Consulting" გაგიწევთ უმა? Legal

18/07/2019

ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების დოკუმენტში „რუსთავი ...

თამაზ ურთმელიძის პირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
18/07/2019

თამაზ ურთმელიძის პირველი კომენტარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

თამაზ ურთმელიძე, რომელმაც „რუსთავი2“-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა და ტელეკომპანია ბიზ.....

სასამართლოში არასრულწლოვანის ინტერესებს T&M Consulting _ის იურისტი თამაზ ურთმელიძე იცავს
19/02/2019

სასამართლოში არასრულწლოვანის ინტერესებს T&M Consulting _ის იურისტი თამაზ ურთმელიძე იცავს

უზენაესი სასამართლო განიხილავს ქონებრივ დავას, რომლის ერთ მხარეს დგას მამა, მეორე მხარეს კი მისი არასრულწლოვა.....

19/02/2019

უზენაესი სასამართლო განიხილავს ქონებრივ დავას, რომლის ერთ მხარეს დგას მამა, მეორე მხარეს კი მისი არასრულწლოვა.....

16/02/2019

რუსთავი 2 – ის მორიგი თავდასხმა, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თავდასხმა, რომელიც ისევ მიზნად ისახავს საზოგადოების წინაშე ჩემს დისკრედიტაციას, მორიგი ე.წ ,,გონივრული ეჭვი“, ,,ლობირება“ ,,მეუღლის კომპანია“ და ასე შემდეგ, სიუჟეტი სიუჟეტისთვის, რომლის ნეგატიურ კონტექსტშიც ტრადიციულად აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ჩემი სახელი და გვარი.

გადაცემაში მითითებული კომპანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს იყო, სადაც ჩემი მეუღლე მირანდა გურგენიძე, იურისტად მუშაობდა. სიუჟეტში მოტანილია ცილისმწამებლური ბრალდებები, რომელსაც საერთო სინამდვილესთან არაფერი არ გააჩნია, სიუჟეტში აღნიშნული შპს რამდენიმე კომპანიის სამართალმემკვიდრე იყო და შესაბამისად არ იყო გამორიცხული ვალი ჰქონოდა, თუმცა მსგავს სასამართლო დავაში ჩემს მეუღლეს მირანდა გურგენიძეს მონაწილეობა არ მიუღია და არც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. დარწმუნებული ვარ, რომ ტელეკომპანიას არ გაუჭირდებოდა აღნიშნული ინფორმაციის მოძიება, მაგრამ რუსთავი 2 აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დევნას რადგან მე, როგორც ცნობილია ვიყავი რუსთავი 2 საქმის განმხილველი ერთერთი მოსამართლე.

თამაზ ურთმელიძე

5 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ანა ფირცხალაშვილისა და გიორგი მირიანაშვილის მონოგრაფიის -...
06/12/2018

5 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ანა ფირცხალაშვილისა და გიორგი მირიანაშვილის მონოგრაფიის - "ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში", წარდგენა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო მირანდა გურგენიძე.

„ანა ფირცხალაშვილის და გიორგი მირიანაშვილის თანაავტორობით შექმნილი მონოგრაფია ეხება ადამიანის უფლებათა დაცვას ევროპული კავშირის სამართალში, ნაშრომში გამოყენებულია უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და უცხოენოვანი წყაროები, ის საინტერესოა, როგორც პრაქტიკოსი იურისტებითვის, ასევე სტუდენტებისთვის, რადგან შედგენილია ადვილად აღქმადი და გასაგები ენით, მონოგრაფიაში უხვადაა წარმოდგენილი ევროპული კავშირის სამართლის პრაქტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც დიდ სამეცნიერო ღირებულებას სძენს მას“ - განაცხადა მირანდა გურგენიძემ.

მონოგრაფიის ავტორები არიან ანა ფირცხალაშვილი და გიორგი მირიანაშვილ, ხოლო რედაქტორია ზაზა თავაძე.
ღონისძიება გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში.

Miranda Gurgenidze

კიდევ ერთი წარმატებასაადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting“ -ის  მორიგი მოგებული საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინის...
15/11/2018

კიდევ ერთი წარმატება

საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting“ -ის მორიგი მოგებული საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.

მოქალაქე შერმადინ შეკიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

დღეს, საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ის ადვოკატმა მირანდა გურგენიძემ წარმატებით დაასრულა ადმინსტრაციული დავა, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას და საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნას.
მოსარჩელე ეკომიგრანტია, რომელსაც სტიქიური მოვლენების შედეგად მიადგა ზიანი და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ოჯახის საცხოვრებელი სახლი, იმდენად დაზიანდა, რომ გამოსაყენებლად გახდა უვარგასი, შესაბამისად ოჯახი იძულებული გახდა დროებითი თავშესაფარი ეთხოვა ნათესავებთან, ამასთან ოჯახის ერთერთი წევრი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს მხრიდან ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად და მუდმივად საჭიროებს სათანადო ზრუნვას და სპეციფიკურ სამედიცინო პროცედურებს, რაც უსახლკარობის და ღირსეული საცხოვრებელი პირობების გარეშე ძალიან რთულია.

ჩვენი მხრიდან, სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობის მოთხოვნა, რითაც შ. შეკიშვილს ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.

2018 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დ. ფარქოსაძემ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რის შედეგადაც ვიმედოვნებთ, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა იცხოვროს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებელ ფართში, ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.

06/11/2018

გია გულორდავას ადვოკატი ზაქარია გვიშიანი Zaqaria Gvishiani

02/11/2018

გია გულორდავას ადვოკატი Zaqaria Gvishiani

02/11/2018

საადვოკატო ბიურო T&M consulting - ის ადვოკატი ზაქრო გვიშიანი
გია გულორდავას ადვოკატი Zaqaria Gvishiani

საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting“ -მა  სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგოდღეს,  საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ი...
23/10/2018

საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting“ -მა სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო

დღეს, საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ის ადვოკატმა მირანდა გურგენიძემ წარმატებით დაასრულა სამემკვიდრეო დავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სადაც ჩვენი ადვოკატი მოპასუხის ინტერესებს იცავდა.
აპელანტი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, კერძოდ კი, ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივად ბათილად ცნობას და სადაო ქონების 1/2 მესაკუთრედ ცნობას, თუმცა არც მეორე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, ფლობის ფაქტი აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რის შედეგადაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საადვოკატო ბიურო ,,T&M Consulting” – ის ადვოკატი მირანდა გურგენიძე აღნიშნავს, რომ სამემკვიდრეო დავების სამართალწარმოება სპეციფიკური ხასიათისაა, ამ კონკრეტულ სამოქალაქო დავაში ყურადღებამისაქცევი იყო, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებები (ის რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი), ასევე სამართლებრივი გარემოებები, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რადგან სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლის თანახმად: ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა."

ამასთან, როგორც საქალაქო სასამართლომ, ასევე სააპელაციო პალატამაც ცალსახად დაადგინა, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რაც გახდა კიდეც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საადვოკატო ბიურო T&M Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share