BMB LEGAL

BMB LEGAL Full Legal service in Georgia

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 👇👇👇საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე...
08/11/2021

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 👇👇👇
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
👉 პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

📍მნიშვნელოვანი სიახლე  👉სტრასბურგის სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაშ...
10/09/2021

📍მნიშვნელოვანი სიახლე

👉სტრასბურგის სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფეისბუქის პოსტზე ღია წვდომის და კომენტარების დატოვების უფლების შეუზღუდველობის შემთხვევაში ფეისბუქის ანგარიშის მფლობელია პასუხისმგებელი სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში, გვერდის მფლობელი პირი პასუხს აგებს გამოქ...

📍მნიშვნელოვანი ინფორმაცია👇 კომპანიებისთვის დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო ხდება! ახალი წესი 1-ლი მარ...
18/02/2021

📍მნიშვნელოვანი ინფორმაცია👇

კომპანიებისთვის დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო ხდება! ახალი წესი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს კომპანია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და მოემზადოთ, რათა თავიდან აიცილოთ, შესაძლო გართულებები. შესაძლებელია გამოიყენოთ ელექტრონული პროგრამები, მაგალითად, ექსელის პროგრამა.
იყავი მომზადებული!

13/02/2021

BMB Legal-ის დამფუძნებლის მოსაზრება გირაოს გადახდასთან დაკავშირებით

30/04/2020

👉კომპანია BMB Legal გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებით BMB Legal-ის ფეისბუქ გვერდზე ან ი-მეილზე. ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ სწრაფი და კვალიფიციური მხარდაჭერა.

31/03/2020

📍მნიშვნელოვანი ინფორმაცია, და პასუხები კითხვებზე:👇

30/03/2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. მისი თქმით, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება საკომენდანტო საათი.

23/03/2020

👇👇👇საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5. შეკრებების და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

2. იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

3. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ
პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

5. 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

21/03/2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სრული ტექსტი 👇

Address

წერეთლის 140
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+995599335115

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BMB LEGAL posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to BMB LEGAL:

Share