JG - Law Office საადვოკატო ოფისი

JG - Law Office საადვოკატო ოფისი იურიდიული მომსახურება, წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ადვოკატმა და სამართლის მკვლევარმა, დოქტორანტმა ჯამლათ გვიდიანმა, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სა...
15/11/2024

ადვოკატმა და სამართლის მკვლევარმა, დოქტორანტმა ჯამლათ გვიდიანმა, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამართლისა და რელიგიის კვლევების VII საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის“ (ICLARS) ორგანიზებით ამერიკაში, ნოტრ დამისა და ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტების მასპინძლობით ჩატარდა.

🖋 საბაუნის პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ და სამართლის დოქტორანტმა, ჯამლათ გვიდიანმა მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და რელიგიის კვლევების VII საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ამერიკაში, ნოტრ დამისა და ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტების მასპინძლობით ჩატარდა.

კონფერენცია „სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის“ (ICLARS) ორგანიზებით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

#საბაუნი

ვულოცავთ სრულიად საქართველოს და საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს ამ უდაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას! 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
27/03/2024

ვულოცავთ სრულიად საქართველოს და საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს ამ უდაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებას! 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

06/02/2024

მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ თავისუფლებაზე:

✅შეკრების თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის, რამდენადაც ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

✅შეკრების თავისუფლების ერთგვარი თავისებურება ის არის, რომ ამ თავისუფლების განხორციელების დროს საერთო იდეის, ღირებულების, პრობლემის ან გამოწვევის გამო ერთიანდებიან განსხვავებული ასაკის, სქესის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები და ცდილობენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, პოზიციების გაცხადებას, პროტესტის გამოხატვასა თუ ამა თუ იმ იდეის მხარდაჭერას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16052

📖 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემის - ,,ლადო ჭანტურია ...
11/11/2023

📖 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემის - ,,ლადო ჭანტურია 60“ პრეზენტაცია გაიმართა.

🖋 საიუბილეო კრებული აერთიანებს სამეცნიერო სტატიებს, მათ შორის შესულია JG - Law Office საადვოკატო ოფისი მმართველი პარტნიორის და ადვოკატის ჯამლათ გვიდიანის სამეცნიერო სტატიაც.

პ.ს. წიგნის ელექტრონული ვერსია მოგვიანებით გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი და გაგიზიარებთ.

#საბაუნი #ლადოჭანტურია #ლადოჭანტურია60 #საბაუნისგამომცემლობა #სამართალი

განსაკუთრებული ამბავი გვაქვს!

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ახალი გამოცემის წარდგენა გაიმართა.

„ლადო ჭანტურია 60“ საიუბილეო გამოცემაა, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეს, პროფესორ ლადო ჭანტურიას მიეძღვნა.

საიუბილეო კრებული, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო სტატიებსა და თარგმანს კერძო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებების, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის მეთოდების მიმართულებით, სულხან-საბა ორბელიანის პრორექტორის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას რედაქტორობით გამოიცა.

ღონისძიებას საბაუნის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები დაესწრნენ.

JG - Law Office საადვოკატო ოფისი მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ჯამლათ გვიდიანი ✍✍✍✊
10/08/2023

JG - Law Office საადვოკატო ოფისი მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ჯამლათ გვიდიანი ✍✍✍✊

💙 საბაუნის სამართლის სკოლის დოქტორანტი, ჯამლათ გვიდიანი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამის #გამარჯვებულია!

👨‍💻 ჯამლათი, ერთი წლის განმავლობაში, Dr. Paula Rhein-Fischer-ის ხელმძღვანელობით, იმუშავებს სადისერტაციო თემაზე - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სამართლებრივი კვალიფიკაცია და მისი მიმართება გამოხატვის თავისუფლებასთან“.

💬 „დარწმუნებული ვარ, რომ კომფორტული სამუშაო გარემო დამხვდება, რაც საშუალებას მომცემს კიოლნის უნივერსიტეტის ბაზაზე და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, ჩემი დისერტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დავასრულო როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ენაზე.

საბაუნი ჩემთვის ხარისხიანი სწავლების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ასოცირდება, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტზე მორგებული სწავლების მოდელის პრაქტიკაში ინტეგრირებასა და ინტერნაციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე, თანამედროვე სიახლეების ათვისებასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაზე“.

#საბაუნი #სამართალი

🔷USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ...
10/04/2023

🔷USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“

🔷USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“.
👉🏻ტრენინგს მოწვეული ექსპერტი მაია ბაქრაძე უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა:
🔹სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები,
🔹ქალთა უფლებების შესახებ ეროვნული კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა,
🔹საერთაშორისო რეკომენდაციები და სასამართლო პრაქტიკა.

✔️ასევე, ტრენინგის ფარგლებში იმსჯელეს ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის როლზე ქალთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით.

🔹USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ...
10/04/2023

🔹USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტისა და მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრებისათვის სიღრმისეული ტრენინგი ჩატარდა თემაზე: სამართლებრივი წერა, კვლევა და ანალიზი.

Address

12a Alexander Kazbegi Avenue
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599296764

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when JG - Law Office საადვოკატო ოფისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to JG - Law Office საადვოკატო ოფისი:

Share