20/10/2022
სახალხო დამცველის არჩევნების პროცესი სრულად დისკრედიტირებულია. შემფასებელი საბჭოს მიერ შეფასება განხორციელდა მიკერძოებით და არაობიექტურად. ოპოზიციის ნაწილმა თავიდანვე დაასახელა, რომ მხარს მხოლოდ იმ პირებს დაუჭერდა რომლებიც წარდგენილი იყვნენ არასამართავრობო სექტორის მხრიდან. ასეთი მხოლოდ 3 კანდიდატია. სხვა კანდიდატების მიმართ მთელი ოპოზიციური სპექტრი განეწყო ისე და იმდაგვარად, რომ წინასწარვე, ისე, რომ ჯერ კიდევ მათთვის და საზოგადოებისთვის არ იყო კანდიდატთა სია ცნობილი, თითოეული მათგანი შერაცხა ოცნების პროექტად. დაუმსახურებლად დაიწყეს სხვა კანდიდატების იგნორირება და ცილისმწამებლური კონოტაციის მქონე რიტორიკა. ამავე დროს დაიწყო ვაჭრობის პროცესი ხელისუფლებასთან. მიმაჩნია, რომ შეუძლებელია და წარმოუდგენელია მსგავს პროცესში სახელმწიფომ მიიღოს რეალურად დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, თანაც ისეთი რომელიც არ მორგება პოლიტიკურ დღის წესრიგს. უფლებების დაცვა წარმოადგენს უკომპრომის ბრძოლის აქტს, სადაც კონიუქტურული თუ სხვა სახის წინაღობების გადალახვის გარეშე, წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ნაბიჯების გადადგმა. წარმატებებს ვუსურვებ ღირსეულ კანდიდატებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, თითოეულ მათგანს ვუდასტურებ პიროვნულ და პროფესიულ პატივისცემას, თუმცა მიმაჩნია, რომ უსამართლო პროცესის მიმართ პროტესტის გაუმჟღავნელობა ანდა მისი არ ქონა, თავისთავად კომპრომისია, რომელიც გამორიცხავს შემდგომში დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ინსტუტციურ მდგრადობას.