GGLegal

GGLegal GGLegal is one of the primary Georgian law firms established in Tbilisi, Georgia in 2014 by Georgian

ბავშვის შვილად აყვანავის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა? მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო...
06/06/2020

ბავშვის შვილად აყვანა

ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა?

მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება გააჩნია და რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამავდროულად, პირს რომელსაც სურს ბავშვის შვილად აყვანა, უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ -ჩვევების შეძენა. მშვილებელი ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს შვილად აყვანის მსურველთა ერთიან ბაზაში.

ვის არ შეუძლია იყოს მშობელი?

ა) პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;

ბ) პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება

გ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს;

დ) პირი, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს;

ე) პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

ვ) კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში:

რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით ?
ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი შეზღუდვები:

✅ აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
✅ აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა;
✅ მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
✅ მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
✅ დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
✅ მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;
ვისზე არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ?
შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

ა) მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს;

ბ) მშვილებელს, რომელიც არის
გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ კანონით დადგენილ პირთა წრიდან;

გ) მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი;

დ) მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.

ავტორი ნატალია გელაძე

23/05/2020

🔺როგორც უკვე იცით, დღეიდან, შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნა. თუმცა, ჩვენი გვერდია გამომწერებს, გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ შეზღუდვებთან დაკავშირეით, რომელიც ამ დროისთვის არ მოხსნილა და ძალაშია

დარჩენილი შეზღუდვები:

❌ შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
❌შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
❌შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
❌ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
❌ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
❌სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
❌ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
❌კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
❌შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
❌იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
❌დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

🔴შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

❌რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
❌ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ");
❌სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);
❌სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
❌სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
❌ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.
❌ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.
❌სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
❌ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
❌საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

➡ გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - როგორ გამოვიყენოთ ახალი და მარტივი საძიებო სისტემა➡ ფინანსთა სამი...
18/05/2020

➡ გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - როგორ გამოვიყენოთ ახალი და მარტივი საძიებო სისტემა

➡ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული
უზრუნველყოფა rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის
მიმღებთა რეესტრი.

➡ დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო
კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

➡ გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე
პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

➡ აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ
დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.

➡ სასარგებლო ინფორმაცია, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.გაეცანით ⬇
14/05/2020

➡ სასარგებლო ინფორმაცია, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.

გაეცანით ⬇

როგორ გაუმარტივებს კანონი ცხოვრებას ათასობით ქართველს?

12/05/2020

✍️ 2020 წლის 12 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დახმარება აღმოუჩინეს, საზღვარგარრთ მყოფ 19,965 საქართველოს მოქალაქეს

❗ სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,698 მოქალაქე.

06/05/2020

🔊🔊 ვაკანსია "ფრილანსერი"- ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის

⚖️ იურიდიული კომპანია "GGLEGAL" აცხადებს ვაკანსიას ფრილანსერის პოზიციაზე

➡ ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

✅ გამოსაცდელი პერიოდი
✅ გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, ფიქსირებული(ზრდის პერსპექტივით) ანაზღაურება + ბონუსი
✅ პროფესიონალთა გუნდი
✅კარგი სამუშაო გარემო

მსურველები უნდა იყვნენ:

✅ ენერგიულები
✅ პუნქტუალურები
✅ პასუხისმგებლიანები
✅უნდა ჰქონდეთ კარგი გადმოცემის უნარი
✅ამავე სფეროში მუშაობა, ჩაითვლება უპირატესობად

🤗 ველით თქვენს მონაცემებს. გამოგვიგზავნეთ CV
წარმატებებს გისურვებთ

04/05/2020

➡ სასარგებლო ინფორმაცია- დახმარება უმუშევრად დარჩენილთათვის

❓ ვინ და რა სახით მიიღებს სახელმწიფოსაგან დახმარებას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში?

🤝დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებისშედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა,6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. დახმარების ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება.

🔴დახმარება დამსაქმებლებისთვის :

🤝ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. კერძოდ, 6 თვისგანმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლოსგან 750 ლარის ოდენობა გათავისუფლდება, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს

▶ დახმარება თვითდასაქმებულთათვის

⏩არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

❓რა საბუთები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს 300-ლარიანიდახმარების მისაღებად?

👇
1⃣ დამლაგებლისთვის - ორგანიზაციის წერილი სადაც ის მუშაობდა;

2⃣ მოვაჭრისთვის - ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა;

3⃣ რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს,რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უდასტურდებოდა.

⏩🔴 კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ.
-ის იურისტები დაგეხმარებიან დოკუმენტაციის სწორად შედგნასა და შესაბამის უწყებაში წარდგენაში.

04/05/2020

❗🚘ხვალიდან, 5 მაისიდან, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

14 მაისს დაგეგმილია ვებინარი თემაზე “ფორს მაჟორის გავლენა საქართველოს   შრომით- სამართლებრივ ბაზარზე”. ვებინარს ჩაატარებ...
29/04/2020

14 მაისს დაგეგმილია ვებინარი თემაზე “ფორს მაჟორის გავლენა საქართველოს შრომით- სამართლებრივ ბაზარზე”.
ვებინარს ჩაატარებს GG legal-ის იურისტი
ნანი კოხოძე

ვებინარების ონლაინ პლატფორმა

27/04/2020

გაცნობებთ, რომ 27 აპრილიდან ცვლილებები შედის საქ. მთავრობის #181-ე დადგენილებაში, კერძოდ:

✅დაშვებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა - საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმ. საზღვრებში მ2/23 ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისა (აღნიშნული არ ეხება დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას, მათ შორის დისტრიბუციას);

✅კვლავ დაიშვა ტაქსების საქმიანობა, შესაბამისად ტაქსით სარგებლობა შეგიძლიათ ჩვეულებრისამებრ, თუმცა აუცილებელია პირბადის ტარება, როგორც მძღოლის ასევე მგზავრთა მიერ;

✅თუკი ძველი რედაქციით ე.წ დელივერი სერვისი დაშვებული იყო, მხოლოდ სასურსათო ან/და სამედიცინო, ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მიზნით, აღნიშნული დაშვებულია ნებისმიერი სახის პროდუქტზე;

✅დაშვებულ იქნა ასევე ნებისმიერი სახის (ბუნებრივია, რაც დაშვებულია კანონმდებლობით) პროდუქტის ონლაინ ვაჭრობა.

❗️ საწყობში/სამუშაო ადგილზე - ერთ სივრცეში არ უნდა იმყოფებოდეს 5-ზე მეტი თანამშრომელი.

Address

42 Abashidze Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995577329904

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GGLegal posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GGLegal:

Share