09/03/2022
აკაკი ბართაია თავისუფალია ✊⚖
ჩვენი ადვოკატის ზაზა დათუკიშვილის დამსახურებით,
სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, პატიმრობის გაუქმების თაობაზე და აკაკი ბართაია გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქმე არის ფალსიფიცირებული და აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს. დაცვის მხარის შრომამ შედეგი გამოიღო! პროცესზე პოლიციელთა ჯვარედინი დაკითხვისას აშკარა ხდება, რომ ისინი იგონებენ ფაქტებს, არ ამბობენ სიმართლეს და მათი ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო.
პროცესი იყო გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი! მალე დასრულდება საქმის განხილვა და საქმეზე აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი ⚖
მადლობა უაღრესად სამართლიან და ობიექტურ მოსამართლეს ბატონ დავით მგელიაშვილს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!
ასევე, მადლობა სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას Nino Lomjaria და მის გუნდს გვანცა ჩხაიძე გაწეული შრომის, სამართლიანობისა და ობიექტური შეფასებისთვის🙏
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი 🙌⚖🇬🇪 #ადვოკატი