05/05/2026
🇺🇸 SelectUSA Investment Summit 2026
ორსონის გუნდი American Chamber of Commerce in Georgia-სთან ერთად აქტიურად ესწრება პლენარულ სესიებს, სადაც განიხილება გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, საინვესტიციო შესაძლებლობები და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სტრატეგიები.
აღნიშნული ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას უშუალოდ მივიღოთ ინფორმაცია აშშ-ის ბაზრის შესახებ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავამყაროთ ახალი პარტნიორობები სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.