Cici janashia

Cici janashia ინსტაგრამი

11/08/2025
11/08/2025

გაღიმებაც ვერ მოასწრო,
ტკივილისგან ვერც იყვირა,
როგორც თოვლი შემომადნა,
ხელში ჩემი ციცქნა ირა.
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს,
აღდგომა და ყველა კვირა,
მე მიწაში უნდა ვეგდო,
შენ ცოცხლობდე ჩემო ირა.
ჩემზე კარგად არვინ იცის
ჩემი თავის განაჩენი,
მთავარია ჩემში ცხოვრობ
სხვა ჯანდაბას დანარჩენი,
მთავარია, შენზე დარდში,
ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები
უფრო მეტად მენატრები.
ამ საკანში ერთადა ვართ
მე და სევდიანი ლანდი,
რისთვის შემიყვარე კარგო
მე თუ სიკვდილს მოგიტანდი.
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს,
სულს გავატან ჩემო ირა,
ჩვენი სიყვარულის გემი,
კლდეს შეასკდა, ჩაიძირა.
ტუსაღი ვარ სულში ყინავს,
შენს საფლავზე ვარდი ხარობს,
ჩემო ამომშრალო ცრემლო,
ჩემო ამომშრალო წყარო.
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო?
ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი,
რომ მოსჩანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა
შენთან მოვალ, მოვალ მალე!

/ გია ფერაძე /

ფოტოზე: გია ფერაძე მეუღლესთან ერთად 😪🙏😪

26/07/2021

Address

თბილისი,მექისედეკ პირველის-18
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cici janashia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category