04/06/2026
ევროკომისიამ „ციფრული მომსახურების შესახებ აქტის“ (DSA) დარღვევისთვის კომპანია Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
კომისიის დასკვნით, Temu არღვევს ციფრული სერვისების აქტს (DSA). კომპანიამ ვერ უზრუნველყო საკუთარ პლატფორმაზე განთავსებული უკანონო პროდუქციით გამოწვეული სისტემური რისკების სათანადო შეფასება და ანალიზი, და, შედეგად, ევროკავშირის მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის პრევენცია ვერ მოხდა.
მაგალითად, სათამაშოები, მცირე ელექტრო მოწყობილობები, ტანსაცმელი, სამკაულები და სხვა, ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს, არ არის სათანადოდ მარკირებული.
თუ კომპანიას სურს დარჩეს ევროკავშირის ბაზარზე, მას მოუწევს ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვა.
#ადვოკატი
#მომხმარებელთადაცვა
#ციფრულიკანონმდებლობა