05/09/2022
👉მხარეთა უფლებები სააღსრულებო წარმოებისას 👇
მხარეებს (კრედიტორსა და მოვალეს) სააღსრულებო წარმოებისას უფლება გაქვთ:
📌მოითხოვოთ აღმასრულებლისაგან სრული ინფორმაცია თქვენს საქმესთან დაკავშირებით, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი (საგადასახადო და საბანკო) და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომელიც შეეხება აღსრულებას. მიიღოთ მათგან აუცილებელი ცნობები და გაეცნოთ საქმის მასალებს და სურვილის შემთხვევაში გადაიღოთ ასლები.
📌იდავოთ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.
📌მორიგდეთ და ამ უკანასკნელის შემთხვევაში აღმასრულებელს გადასცეთ მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება, რომელსაც აღმასრულებელი სამი დღის ვადაში უგზავნის დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება. მორიგების უფლების რეალიზაცია შესაძლებელია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.
📌აღმასრულებელთან წარადგინოთ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები.
📌აწარმოოთ სააღსრულებო წარმოება შესაბამის ტერიტორიულ ბიუროებში წარმომადგენლების მეშვეობით, კერძოდ წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
📌უფლება გაქვთ გადაიღოთ დასრულებული სააღსრულებო მასალებიდან დოკუმენტაცია, რამდენადაც დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა სავალდებულოა და მისი შენახვის წესი და პირობები, ამგვარი დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
📌შეგიძლიათ წერილობით განაცხადოთ აცილება, თუ თვლით რომ ესა თუ ის აღმასრულებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს ბადებს მის მიუკერძოებლობაში. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს კრედიტორს, მოვალეს და განმცხადებელს. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
📌გაასაჩივროთ აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან 15 დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარესთან, აგრეთვე სასამართლოში აღმასრულებლის მოქმედება ან/და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ან უარიდან 1 თვის ვადაში.
📌"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი" მოვალეს განიჭებთ უფლებას, მოითხოვოთ აღსრულების განწილვადება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე 12 თვემდე ვადით აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვით, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეებზე კრედიტორის თანხმობით.
📌აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორს უფლება აქვს შეწყვიტოს, შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება, მოითხოვოს სააღსრულებო საბუთის დაბრუნება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
📌კრედიტორს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელს მოსთხოვოს დალუქოს აღწერილი ნივთები და აღნიშნოს ამის შესახებ ქონების აღწერა-დაყადაღების აქტში.
📌იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორს უფლება აქვს მიმართოს აღმასრულებელს განცხადებით ყადაღადადებული ქონების ამორიცხვაზე, რის შემდეგაც აღმასრულებელი ამორიცხავს ქონებას აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
------------------------------------
⚖️ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენ დასახმარებლად✅
🔎 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით👇
📩 [email protected] ☎️ +995 599 84 73 70
#უფლება #კრედიტორი #მოვალე #მხარე #იძულებითი #სააღსრულებო #წარმოება #ვალდებულება #აუქციონი