GP Outsourcing

GP Outsourcing GP Outsourcing-ის გუნდის კომპეტენცია არის თქვენი პრობლემის გამოსავალი!

🔊🔊🔊🔴 გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს!🔴 უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა!🔴 ყველა ადვოკ...
08/11/2020

🔊🔊🔊

🔴 გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს!

🔴 უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა!

🔴 ყველა ადვოკატს გისურვებთ უკომპრომისობას უსამართლობასთან მიმართებით და პრინციპულობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საქმეში!

30/06/2020

❗ "არავის არავისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს და გადაადგილების უფლება არ შეუზღუდავს. შესაბამისად, ეს გამორიცხავს თავისუფლების უკანონო აღკვეთას." - ადვოკატი არჩილ ბერიანიძე

🔴  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე - გადაწყვეტილებას გავასაჩ...
29/06/2020

🔴 შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე - გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - დაკავებაც და პატიმრობაც არის უკანონო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის ...

27/06/2020

❗ პროკურატურამ ვახტანგ ჩიქოვანი დაზარალებულად სცნო!

ადვოკატი Acho Berianidze !

26/06/2020

🔴 ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის (პირების) სურვილია მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ნათელი მოჰფინოს ყველა ბუნდოვანებას, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან. მზად ვართ ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან - ადვოკატი არჩილ ბერიანიძე

"2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორ...
05/06/2020

"2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები – №1265 და №1318).

სადავო ნორმა ადგენდა სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა, რიგი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვა. სადავო ნორმის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, მოხმარების შედეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცის ფლობისათვისაც კი. მათი აზრით, დასახელებული ქმედება არ იყო ისეთი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, რომელიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ სადავო ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს. განსახილველ შემთხვევაშიც გასაჩივრებული რეგულაცია ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო ის თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარს უნდა დადგინდეს საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას."

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამ...

Address

Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577218195

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GP Outsourcing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GP Outsourcing:

Share

Category