შენი იურისტი • Your Lawyer

შენი იურისტი • Your Lawyer 21-ე საუკუნის სტანდარტების შესაბამისი
სამართლებრივი მომსახურება, იურიდიული დახმარება და 24 საათიანი სატელეფონო მხარდაჭერა სამართლის ყველა სფეროში.
579 03 86 86

17/01/2026

მოგესალმებით ყველას! 🌟 ჩემი მხარდაჭერა შეგიძლიათ ვარსკვლავების გამოგზავნით - ეს დამეხმარება გავაგრძელო თქვენი საყვარელი შიგთავსის შექმნა. როცა არ უნდა დაინახოთ ვარსკვლავების ხატულა, ყოველთვის შეგიძლიათ, გამომიგზავნოთ ვარსკვლავები!

Send a message to learn more

14/11/2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LINE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

https://primetime.ge/news/politika/davit-matikashvili-mnishvnelovania-gavigot-ras-fiqrobs-germaniis-sagareo-utsyeba-rotsa-fisheri-fotoebs-ighebs-shida-terorizmshi-shemchneul-adamianebtan-da-mattan-vints-eklesias-sheuratskhyofas-ayenebs

Send a message to learn more

22/09/2025
25/06/2025

ქირავნობა, ქირავნობასთან დაკავშირებული რჩევები, ხელშეკრულების ნიმუშები, ქართულ-რუსული და ქართულ-ინგლისური ქირ....

02/06/2025

ბანკმა სესხზე უარი გითხრა? გაბრაზდი და გინდა, სამაგიერო გადაუხადო? დაჯავშნე იმ ბანკში მინი სეიფი. შემდეგ იყიდე 2 კილო თევზი და იმ სეიფში შეინახე.

ბანკს შენს გარეშე სეიფის გახსნის უფლება არა აქვს!
😉 🙂

Send a message to learn more

ჯარიმების გზამკვლევი - გასაჩივრება და ვადებითუ თქვენ აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით დაჯარიმდით და არ იცით, როგ...
16/05/2025

ჯარიმების გზამკვლევი - გასაჩივრება და ვადები

თუ თქვენ აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით დაჯარიმდით და არ იცით, როგორ მოიქცეთ – ეს სტატია თქვენი გზამკვლევია. აქ მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი, როგორ ვიღებთ საჯარიმო ქვითარს, როდის იწყება ვადები, როგორ და სად ხდება გასაჩივრება და რატომ არ უნდა გამოგრჩეთ არც ერთი ნაბიჯი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ: ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაში, მისი აღსრულების მოქმედება ჩერდება და თანხას არ იხდით.

დაჯარიმება
გზის გადაკეტვის ჯარიმებს აპრილამდე შსს აგზავნიდა ფოსტით, ან სახლში ატანდა პოლიციის თანამშრომლებს. ფოსტით მიღებული ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად, და იწყება გასაჩივრების ათდღიანი ვადის ათვლა. ცოტა სხვანაირად არის საჯაროდ გამოქვეყნებული ჯარიმების შემთხვევაში.

აპრილიდან, მას შემდეგ რაც უწყება გადაიტვირთა, შსს-მ ჯარიმების გამოქვეყნება პირდაპირ საჯაროდ დაიწყო (ეს კანონის დარღვევაა, თუმცა ამაზე მოგვიანებით), გამოქვეყნებასთან ერთად, ჯარიმას უნდა მოჰყვეს მოკლე ტექსტური მესიჯიც თქვენთან. ჯარიმები ქვეყნდება ამ ვებგვერდზე, სადაც ჯარიმა შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი პირადი ნომრით და ქვითრის ნომრით.

ჯარიმის ჩაბარება
როგორც წესი, სმს-ის მოსვლის დღიდან, სადაც შსს გატყობინებთ, რომ საჯაროდ გამოაქვეყნა თქვენი ჯარიმა, იწყება ჯარიმის ჩაბარების ვადის ათვლა. ყოველი შემთხვევისთვის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ნამდვილად გამოქვეყნებულია თქვენი ჯარიმა ამ ვებგვერდზე თქვენი პირადი ნომრით და ჯარიმის ქვითრის ნომრით, რომელიც მოსულ სმს-ში წერია. გამოქვეყნების თარიღიდან იწყება 30 დღიანი ვადის ათვლა - ამ ვადაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სრულიად არაფერი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და იწყება, როგორც გადახდის 30-დღიანი, ასევე ჯარიმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადის ათვლა, როცა უკვე გასაჩივრებაზე უნდა იზრუნოთ.

როგორ ვიქცევით, თუ სმს არ მოდის?
ამ შემთხვევაში, ქვითრის ნომრის გასაგებად (რომელიც აუცილებლად გჭირდებათ) უნდა დარეკოთ შსს-ს ცხელ ხაზზე (+995 32) 2 41 42 42 და გადაამოწმოთ, თუ თქვენს სახელზე რაიმე ჯარიმა არსებობს.

გასაჩივრება შსს-ში
თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია არ დაელოდოთ, როდის გავა ჯარიმის გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 10 დღიანი ვადა და ზუსტად მეათე დღეს არ გაასაჩივროთ. უფრო უსაფრთხო ვარიანტია, სმს-ის მოსვლიდან და ჯარიმის გამოქვეყნებიდან გადაითვალოთ 36-ე ან 37-ე დღე და ამ დღეს შეიტანოთ საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ე.წ. შუშებიან შენობაში. მისამართი:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
ნოე რამიშვილის ქ. №38, თბილისი, 0179
ტელეფონი: (032) 241-42-42

საჩივრის შაბლონი შეგიძლიათ ნახოთ აქ, და შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები. საჩივარს შსს-ში შეტანისას ასევე უნდა ახლდეს საჯარიმო ქვითრის ასლი და თქვენი პირადობის მოწმობის ასლი.

ამ დოკუმენტების გაგზავნა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ფოსტითაც შეგიძლიათ.

შსს-ს პასუხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 1-დან 3 თვემდე ვადა, რომ ჩვენს საჩივარზე გამოიტანოს გადაწყვეტილება და გვაცნობოს პასუხი - დააკმაყოფილა თუ არა, ჩვენი საჩივარი. როგორც წესი, სამინისტროსგან ეს პასუხი უარია, და ეს უარი გვეგზავნება ფოსტით.

ფოსტით გამოგზავნილი დადგენილების გასაჩივრება უკვე სასამართლოში შეგვიძლია, დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

რა მოხდება, თუ ფოსტით გამოგზავნილ დადგენილებას არ ჩავიბარებთ? ანუ არ მივაკითხავთ ფოსტაში და არ ავიღებთ წერილს?

იურისტები ამის გაკეთებას არ გვირჩევენ. მართალია, წესით და რიგით, შსს-ს აქვს ვალდებულება, ჩაუბარებლობის შემთხვევაში მეორედაც გამოგვიგზავნოს დადგენილება ფოსტით, მაგრამ შესაძლოა ასე არ მოიქცნენ. სწორედ ამას ვგულისხმობდით სტატიის დასაწყისშიც — წესით და რიგით, შსს-მ ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნებამდე, ჯერ ორჯერ უნდა სცადოს, ფოსტით გამოგვიგზავნოს საჯარიმო ქვითარი, თუმცა ასე არ იქცევიან და ჯარიმას პირდაპირ აქვეყნებენ. ამიტომ, უმჯობესია ფოსტით ჩვენთვის გამოგზავნილი დადგენილება მალევე ჩავიბაროთ და ვიზრუნოთ სასამართლოში გასაჩივრებაზე.

გასაჩივრება სასამართლოში
შსს-სგან გამოგზავნილ დადგენილებას ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

რა უნდა ვიცოდეთ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში არ შედის სარჩელი, არამედ საჩივარი, რაც გაცილებით მარტივი დასაწერია. საჩივარი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აქ არის საჩივრის შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სასამართლოსთვის. საჩივარში უნდა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები და ეს ორი მოთხოვნა წამოაყენოთ.

დაკისრებული ჯარიმის ბათილად ცნობა (საჯარიმო ქვითრის მითითებით)
შსს-ს დადგენილების (უარის) ბათილად ცნობა.
საჩივარს ასევე უნდა დავურთოთ:

საჯარიმო ქვითრის ასლი
დადგენილების (უარის) ასლი
პირადობის მოწმობის ასლი
არ დაგავიწყდეთ, ყველა ეს დოკუმენტი სასამართლოში უნდა მიიტანოთ ორ ეგზემპლარად. ვინაიდან, ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე კი ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ხელმოწერილ დოკუმენტებს აბარებთ სასამართლოს კანცელარიაში. თანხას არ იხდით, რადგან ადმინისტრაციულ საჩივრებზე სასამართლო ბაჟი არაა დაკისრებული.

სასამართლოში საჩივრის მიღების ბარათი
დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, სასამართლო კანცელარია გადმოგცემთ საჩივრის მიღების ბარათს, სადაც წერია: ვინ შეიტანა საჩივარი, როდის და სხვა დეტალები. ამ ფურცელზე ასევე მითითებული იქნება თქვენი მომხმარებელი და პაროლი, რომლითაც შეხვალთ სასამართლოს ვებგვერდზე და ნახავთ თქვენი საქმის შესახებ არსებულ მასალებს.

ეს ფურცელიც ორ ეგზემპლარად გადმოგეცემათ, ერთი თქვენ უნდა დაიტოვოთ, მეორე კი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის. შეგიძლიათ ეს ცნობა ფიზიკურად მიიტანოთ ნოე რამიშვილის 38 ნომერში, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. შუშებიან შენობაში და ჩააბაროთ თქვენს განცხადებასთან ერთად. განცხადებაში უნდა ეწეროს, რომ შსს-ს ინფორმაციას აწვდით მათი დაკისრებული ჯარიმის და უარის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ და ითხოვთ ჯარიმის აღსრულების შეჩერებას.

ასევე შეგიძლიათ ეს განცხადება და სასამართლოს კანცელარიის მიერ გადმოცემული ფურცელი, ფოსტით გაგზავნოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. (იმავე მისამართზე, ნოე რამიშვილის №38)

რისთვის გვჭირდება ეს?
ეს მოქმედება საჭიროა, რათა ჯარიმის აღსრულება შეჩერდეს, რადგან სასამართლოშია გასაჩივრებული. ანუ ჯარიმის გასაჩივრების შესახებ შსს-სთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებს გვევალება (და არა სასამართლოს).

შსს-სთვის ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შეგიძლიათ უკვე მშვიდად დაელოდოთ სასამართლო განხილვის ჩანიშვნას.

სასამართლო განხილვა
როდის განიხილავს სასამართლო თქვენს საჩივარს?
კარგი შეკითხვაა, თუმცა ზუსტი პასუხი არავინ იცის. არსებობს 6-7 თვის წინ გასაჩივრებული ჯარიმები, რომელთა განხილვაც სასამართლოში ჯერ არ ჩანიშნულა. იურისტების განმარტებით, თუ განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესის გამო არ გადაწყდა ამ საქმეების დაპრიორიტეტება, წინ რამდენიმე გრძელი თვე გაქვთ, სანამ განხილვა ჩაინიშნება.

სასამართლო ვალდებულია ზეპირი მოსმენა ჩაატაროს ამ საჩივარზე, მოსმენის თარიღს მოსამართლის თანაშემწე შეგატყობინებთ. ზეპირი მოსმენის შემდეგ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს დადგენილებაც, რომელიც უკვე სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება, ოღონდ აქამდე ჯერ იმდენი დროა, რომ იურისტების რჩევებით ახლა არ დაგღლით.

ჯარიმების გზამკვლევი - გასაჩივრება და ვადები თუ თქვენ აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით დაჯარიმდით და არ იცი....

როგორ ნაწილდება მშობლის ქონება შვილებზე და რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორისსაქართვ...
06/05/2025

როგორ ნაწილდება მშობლის ქონება შვილებზე და რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარდაცვლილი პირის კუთვნილი ქონება შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს მის მემკვიდრეებს. არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

კანონით მემკვიდრეობის დროს კანონმდებლობა თავად არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი),

I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით.

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ;

II რიგში - გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის;

III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან;

IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები;

V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

კანონით მემკვიდრეობის გარდა არსებობს, ანდერძით მემკვიდრეობა, რომელიც წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას. იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს, თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში. მამკვიდრებელი პირი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებიდანაც. ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს, თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე. თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს, სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მამკვიდრებლის ქონებიდან სავალდებულო წილს მაინც მიიღებენ. სავალდებულო წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

- რა სამკვიდრო უფლებები აქვს შვილს მშობლების სიცოცხლეში და რა, მისი გარდაცვალების შემდეგ?
- მემკვიდრეობით ქონების საკუთრებაში მიღების უფლება განსხვავდება სხვა სახის ურთიერთობისაგან. სამკვიდრო უფლებები ძალაში შედის, მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს მიღების შემდგომ. თუ ნივთის მესაკუთრე აქვს სურვილი, თავისივე სიცოცხლეში საკუთრებაში გადასცეს მის პოტენციურ მემკვიდრეს ნივთი, აღნიშნული შესაძლებელია გაკეთდეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მემკვიდრეობის უფლება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ჩნდება და მემკვიდრე იძენს ამ უფლებას, იმ რიგოთობით, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ამასთან, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. მაგ. თუ სახეზეა, გარდაცვლილი პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან ერთი ცოცხლად მყოფი პირი, მემკვიდრეობა არ გადადის შემდეგ რიგზე. შესაბამისად, იმ რიგის მემკვიდრე მთლიანად მიიღებს სამკვიდრო მასას.

- თუ მშობელი შვილს უმემკვიდროდ ტოვებს, ასეთ შემთხვევაში, რა ბერკეტი აქვს მას, რომ საკუთარი წილი მოითხოვოს? რა შემთხვევაში ვეღარ იდავებს საკუთარ წილზე?
- კანონმდებლობის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. ამას კანონი მოიხსენიებს, როგორც უღირსი მემკვიდრედ და მისი ასეთ ცნობის უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია.

მემკვიდრეს უფლება აქვს ანდერძის შედგენისას, ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებელი არ არის ვალდებული, ამის მოტივზე მიუთითოს. აღსანიშნავია, რომ პირი, რომელსაც მოანდერძის პირდაპირი მითითებითა და ნებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა. ასევე, იმ შემთხვევაშიც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს თავიანთი წილის სამკვიდროს მიღებაზე.

ასეთ შემთხვევაში, კანონი აწესებს მამკვიდრებლის ნების უპირატესობას და მემკვიდრეს შეუძლია სადავოდ გახადოს მამკვიდრებლის ნების ნამდვილობა და მოითხოვოს აღნიშნული ჩანაწერის გაბათილება.

- რომელი ასაკიდან შეიძლება, ადამიანს მემკვიდრეობა აჩუქო, გაუფორმო? თუ ქონებას არასრულწლოვან ჩუქნის, სრულწლოვან ასაკამდე როგორ ხდება მისი განკარგვა?
- მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

სამკვიდროს მიღება არ ხდება ავტომატურად. მემკვიდრე ვალდებულია სამკვიდროს მისაღებად მიმართოს სანოტარო ბიუროს განცხადებით. მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მემკვიდრე (იქნება ეს ანდერძით მემკვიდრე თუ კანონით) შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების თაობაზე ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს სამკვიდრო მოწმობას. ასევე, შესაძლებელია სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალოს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვითაც, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რათა მემკვიდრემ დაასაბუთოს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

სამკვიდროს მოწმობის გაცემის შემდგომ, ქონება აღირიცხება მემკვიდრის საკუთრებაში. მემკვიდრე შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ასაკის ფიზიკური პირი, თუმცა არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში, კანონი თავად განსაზღვრავს არასრულწლოვანი პირის კუთვნილი ქონების გასხვისების წესს. 2020 წელს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 18 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისა და 1000.00 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად ამოწმებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის არსებობას და გასცემს ნებართვას ან უარს ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ქონების განკარგვის შესახებ.

- თუ ქორწინება არაოფიციალურია, მაგრამ მამას შვილად ჰყავს აღიარებული, ამ შემთხვევაში თუ შეიძლება მას მემკვიდრეობაზე ჰქონდეს უფლება?
- სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონი არ აწესებს განსხვავებას, რეგისტრირებული ან რეგისტრაციის გარეშე დაბადებული ბავშვის ინტერესების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, მთავარია, მამკვიდრებელი, როგორც მამა აღიარებული და დადგენილი იქნეს.

- თუ უმემკვიდროდ დატოვებენ, აქვს შვილს არაოფიციალური ქორწინებიდან უფლება, გააპროტესტოს და მოითხოვოს თავისი წილი?
- ნებისმიერი მემკვიდრეს უფლება აქვს, სამკვიდროს მიღება მოითხოვოს. როგორც გითხარით, ქორწინების რეგისტრაციის გარეშე, დაბადებული ბავშვს გააჩნია იგივე უფლება მამის სამკვიდროს მიმართ, რაც სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მამობის დადგენის საკითხის გარკვევა. თუ მამობა დადგენილია, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, მემკვიდრეს აქვს უფლება მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით და მოითხოვოს საკუთარი წილი.

02/04/2025
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, გთავაზობთ 21-ე საუკუნის სტანდარტების შესაბამის სამართლებრივ მომსახურებას და იურიდ...
31/03/2025

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, გთავაზობთ 21-ე საუკუნის სტანდარტების შესაბამის სამართლებრივ მომსახურებას და იურიდიულ დახმარებას (პირადად ან დისტანციურად):

☑️ კონსულტაციები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (მათ შორის დავის რისკების შეფასება);
☑️ განცხადების, სარჩელის და შესაგებელის შედგენა;
☑️ თქვენს პირობებზე მორგებული, ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულების შედგენა ქართულ–რუსულ–ინგლისურ ენებზე;
☑️ პირადი ან დისტანციური წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში;
☑️ შრომითი დავები;
☑️ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა;
☑️ უძრავი ქონების საკითხები;
☑️ სამემკვიდრეო საქმეები;
☑️ საოჯახო და სამეზობლო დავები;
☑️ საბაჟო სამართლის საკითხები;
☑️ საემიგრაციო საკითხები:
☑️ აღსრულების საკითხები;
☑️ საპენსიო საკითხები.

🎁 პირველი კონსულტაცია უფასოა.

📃📱სამართლებრივ მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მას დაემატება 24-საათიანი სატელეფონო დახმარება სამართლის ნებისმიერ სფეროში.

579-03-86-86, ადვოკატი კობა უსტარაშვილი, (ს/ნ 9629).

საადვოკატო კომპანია
"შენი იურისტი • Your Lawyer"

03/03/2025

579-03-86-86, ადვოკატი კობა უსტარაშვილი, (ს/ნ 9629).
საადვოკატო კომპანია
"შენი იურისტი • Your Lawyer"

Send a message to learn more

21/02/2025

საინტერესო სტატია ბინის ქირავნობასთან დაკავშირებით!

"მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ

https://kvirispalitra.ge/article/93118-davushvat-tkveni-mdgmurebi-kiris-puls-ar-ixdian-aris-tu-ara-gamosavali-sapatrulo-policiis-gamozaxeba-ra-unda-vicodet-roca-binas-vakiravebt-an-vkiraobt/

Send a message to learn more

Address

Tbilisi

Telephone

+995579038686

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შენი იურისტი • Your Lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to შენი იურისტი • Your Lawyer:

Share