საადვოკატო გვერდი

საადვოკატო გვერდი Lawyer

�სისხლის სამართლის ადვოკატი, სპეციალიზირებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. �სისხლის სამართლის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. �2013-2021 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს მრჩეველი. ასევე ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და რუსთავის რაიონული პროკურატურების თანამშრომელი. �განათლება: 2007-2011 წლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იუ

რიდიული ფაკულტეტი (სამართლის ბაკალავრი). 2011-2013 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (სამართლის მაგისტრი). სხვადასხვა პერიოდში მოწვეული ტრენერი და საერთაშორისო პროგრამების გამარჯვებული.

27/01/2022

❗️❗️❗️

2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე - ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ - ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა.
📍აღნიშნული საქმე ეხება მამუკა მიქაუტაძის მეუღლის - ზიზი ეძღვერაძის საჩივარს ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით - კერძოდ, ის დავობდა რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოკითხვისას მისი ქმრის მიმართ განახორციელეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ჩვენების მიცემის იძულების და შედეგად სასურველი ჩვენების მიღების მიზნით.
პოლიცია იმთავითვე არ ყოფილა დაინტერებული ამ საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარებით, რასაც შედეგა მოჰყვა მამუკა მიქაუტაძის თვითმკლელობა.
ეს საქმე საინტერესოა გამოკითხვის პროცესის სწორად წარმოების, ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და უფრო ღია და გამჭვირვალე პროცედურების შემუშავების და საბოლოოდ სამართალდამცავ ორგანოებში თანამედროვე ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით, რომელიც გამორიცხავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყოველგვარ არაკანონიერ იძულებას და არამართლზომიერ ზემოქმედებას.
სასამართლოს განმარტებით, მამუკა მიქაუტაძის საქმე - ეს არის მარცხი საგამოძიებო ორგანოებისა და ცალსახა ილუსტრაცია იძულების გამოყენების მოსალოდნელი შედეგების, რაც შეილება იყოს თუნდაც: მაგალითად, გამოსაკითხი პირის სხვა ოთახში გაყვანა, მისი ფსიქოლოგიური იძულება, მის მიმართ ძალადობრივი
ჟესტების გამოყენება ა.შ. დასაფიქრებელია, თუ რა ფორმით და როგორ ხდება გამოკითხვის ჩატარება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
რა არის არასწორი პრაქტიკა? და სად გადის ზღვარი დასაშვებ და დაუშვებელ იძულებით ღონისძიებებს შორის?
ამათან, რა შედეგებამდე შეილება მივიდეს სახელმწიფო არამართლზომიერი ტაქტიკების გამოყენების შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე.
უფრო დეტალურად, იხ: ელ-ვერსია ინგლისურ ენაზე.
📍მოგვიანებით, ეტაპობრივად, შემოგთავაზებთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოკლე ანალიზსს.

The HUDOC database provides access to the case-law of the Court (Grand Chamber, Chamber and Committee judgments and decisions, communicated cases, advisory opinions and legal summaries from the Case-Law Information Note), the European Commission of Human Rights (decisions and reports) and the Commit...

Address

Tbilisi

Telephone

+995595075309

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საადვოკატო გვერდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share