განქორწინება - Ganqorwineba.ge

განქორწინება - Ganqorwineba.ge განქორწინება დისტანციურად - სწრაფი და კვალიფიციური იურიდიული მომსახურება.
ასობით კმაყოფილი კლიენტი

22/05/2026

#განქორწინება #ქორწინებისბათილობა #როგორხდებაქორწინებისბათილად ცნობა #სასამართლოგადაწყვეტილება #ადვოკატი

📲579275900 (whapsapp)

⁨ ამ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე არაერთი პოსტი გამოვაქვეყნე და ამომწურავად ვუპასუხე ხშირად დასმულ კითხვებს. მაგრ...
05/05/2026

⁨ ამ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე არაერთი პოსტი გამოვაქვეყნე და ამომწურავად ვუპასუხე ხშირად დასმულ კითხვებს.

მაგრამ რაკი კიდევ არსებობს განსხვავებული კითხვები, ამიტომ ამ პოსტს დავუთმობ კონკრეტულად ე.წ. “დისტანციური განქორწინების” პროცედურის აღწერას.

“წინა პოსტებიდან შეგახსენებთ, რომ განქორწინება ხდება ან ნებაყოფლობით იუსტიციის სახლში რეგისტრაციით ან სასამართლო წესით, თუ ერთ-ერთი მხარე უარს ამბობს”....

კითხვა N1: მსურს განქორწინება, მაგრამ არ ვიმყოფები საქართველოში და თუ არის შესაძლებელი ჩამოსვლის გარეშე ამ საკითხის მოგვარება?

დიახ, ამისთვის საჭირო არის ადვოკატის სახელზე მოამზადოთ მინდობილობა და ადვოკატი უზრუნველყოფს განქორწინების საქმის წარმოებას იუსტიციის სახლში თუკი თანახმა არის მეორე მხარე განქორწინებაზე, ან სასამართლოში თუკი ნებისმიერი მიზეზით უარს ამბობს მხარე განქორწინებაზე.

კითხვა N2: მე და ჩემი მეუღლე არ ვიმყოფებით საქართველოში, ამ ეტაპზე მე ვერ ჩამოვდივართ, განქორწინება ორივეს გვსურს და რა შეიძლება გაკეთდეს?

როდესაც ორივე მხარე არის თანახმა განქორწინდნენ ნებაყოფლობით, მათ შეუძლიათ მინდობილობა მოამზადონ, რომლითაც ადვოკატი იუსტიციის სახლში, იგივე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაარეგისტრირებს განქორწინების შესახებ განცხადებას. ასეთი განცხადება განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე სულ რაღაც 6 სამუშაო დღეში.

კითხვა N3: როგორ უნდა გავაკეთოთ მინდობილობა და სად უნდა გაკეთდეს?

მინდობილობა მზადდება ნებისმიერ სანოტარო ბიუროში. როდესაც არ იმყოფებით საქართველოში ნოტარიუსი გიკავშირდებათ ვიდეო ზარით, ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას მოქალაქის პასპორტის ან პირადობის წარდგენის საფუძველზე და ამზადებს მინდობილობას, სადაც უთითებს კონკრეტულად იმ უფლებებს, რომელსაც თქვენ მიანდობთ ადვოკატს, რათა მან თქვენს მაგივრად და თქვენი ჩამოსვლის გარეშე იმოქმედოს.

კითხვა N4: მე ვიმყოფები საქართველოში , ხოლო ჩემი მეუღლე არის საზღვარგარეთ, როემლსაც ვერ ვუკავშირდები და მსურს განქორწინება. როგორ მოვიქცე?
- ასეთ შემთხვევაში სარჩელი უნდა აღიძრას სასაამრთლოში მისი უკანასკნელი ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით.

#განქორწინება #საოჯახოსამართალი #საოჯახოდავები #ადვოკატი #ჩემიადვოკატი ადვოკატები სასამართლო სარჩელი⁩

მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. 🔹ორივე მშობელს თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენის ვალდე...
01/05/2026

მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
🔹ორივე მშობელს თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში.
სამწუხაროდ საქართველოში არის დამკვიდრებული შეხედულება, რომ თითქოს ალიმენტი შესაძლოა მხოლოდ მამას დაკისროს, სინამდვილეში კი სამართლებრივად სრულიად შესაზლებელია რომ დედასაც დაეკისროს ალიმენტი, თუკი ის გაურბის შვილის რჩენის ვალდებულებას.

🔹მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ თუ რა სჭირდება ბავშვს და დავეხმაროთ მშობელს მისი მოთხოვნის ფორმულირებაში.
თავის მხრივ კლიენტი/მშობელი ვალდებულია შეძლებისდაგავრად წარმოადგინოს ის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები რითაც დასტურდება ბავშვის საჭიროებები და ხარჯები. ყოველივე ამის გათვალისწინებით გამოითვლება ალიმენტი ოდენობა.
🔶ხშირად კონსულტაციის დროს ხშირად დასმულ კითხვას წარმოადგენს თუ რა ოდენობით დაეკისრება მშობელს ალიმენტი. აქ გასათვალისწინებელი არის რიგი ფაქტორები: მშობლის შემოსავალი და მისი ფინანსური ვალდებულებები, არის თუ არა მასზე დამოკიდებული ფინანსურად სხვა პირი, რა სჭირდება ბავშვს მისი ასაკის გათვალისწინებით და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა საქმე არის ინდივიდუალური და სასამართლოც აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ დაცული იყოს საქმის განხილვისას უპირატესად ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ასევე მხარეთა თანასწორობა კანონის წინაშე.
🔹როგორც წესი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები თავად თანხმდებიან, მაგრამ შემდეგ ისე ხდება რომ ერთ-ერთი მშობელი არღვევს გადახდის პირობას და საქმე მაინც სასამართლოში გადაინაცვლებს.
🔹ასეთ შემთხვევაში ადვოკატი დაგეხმარებათ თქვენი შვილის სასარგებლოდ მეორე მხარეს დაეკისროს ალიმენტი იმ ოდენობით რაც საჭიროა და საკმარისია ბავშვის რჩენის და ნორმალური განვითარებისათვის.
🔹თქვენ ადვოკატს უნდა მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები, მათ შორის: ბავშვის დაბადების მოწმობა

🔹ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ალიმენტის მოთხოვნისათვის არ არის აუცილებელი ცოლ-ქმარი იმყოფებოდეს რეგისტირებულ ქორწინებაში.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების და უფლებების დაცვაში სასამართლოში საქმის წარმოების ან მორიგების გზით.

#ალიმენტი #ადვოკატი #ალიმენტისდანიშვნა #ალიმენტისდაკისრება

ძალიან ხშირად მოგვმართავენ დედები ასეთი კითხვით —„ქმარი მაშანტაჟებს და მეუბნება, რომ ბავშვს წამართმევს და დედობას ჩამომა...
29/04/2026

ძალიან ხშირად მოგვმართავენ დედები ასეთი კითხვით —
„ქმარი მაშანტაჟებს და მეუბნება, რომ ბავშვს წამართმევს და დედობას ჩამომართმევს. მართლა შეუძლია თუ არა ამის გაკეთება?“

მინდა გითხრათ პირდაპირ —
მშობლის უფლების ჩამორთმევა საქართველოში ასე მარტივად არ ხდება. ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური პროცესი.

რა არის მშობლის უფლების ჩამორთმევა?
- მშობლის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, რომ სასამართლო ოფიციალურად უკრძალავს მშობელს ბავშვის აღზრდასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას და ეს ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ და მძიმე შემთხვევებში.

რა შემთხვევებში შეიძლება ჩამოერთვას მშობელს უფლება?

მშობლის უფლების ჩამორთმევა შეიძლება, მაგალითად, მაშინ როცა:
• მშობელი ძალადობს ბავშვზე — ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად
• მშობელი არის ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული
• მშობელი შეგნებულად არ ასრულებს მშობლის მოვალეობებს და სისტემატურად არ ზრუნავს ბავშვზე — ტოვებს უყურადღებოდ
• არსებობს რეალური საფრთხე ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის

უბრალოდ კონფლიქტი მეუღლეებს შორის ან დაშორება — არ არის საფუძველი დედობის ჩამორთმევისთვის.

ვისთან რჩება ბავშვი ჩვეულებრივ?

საქართველოში არსებობს პრაქტიკა, რომ
არასრულწლოვანი ბავშვი, განსაკუთრებით პატარა ასაკში, ჩვეულებრივ რჩება დედასთან თუ დედა ზრუნავს ბავშვზე, აქვს საცხოვრებელი პირობები და არ არსებობს ბავშვისთვის საფრთხე.

სასამართლო ყოველთვის ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესით,
არა მშობლის სურვილით.

თუ მსგავსი სიტუაცია გაქვთ და არ იცით რეალურად რა უფლებები გაქვთ,
სჯობს იურისტთან კონსულტაცია გაიაროთ და ინფორმაცია მიიღოთ სწორად. კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან ვოთსაპზე - 579275900 / 598456199

#ადვოკატი #კონულტაციაადვოკატთან #საოჯახოდავები #საოჯახოსამართალი

04/04/2026

#განქორწინება #ქორწინება #ქორწინებისრეგიატრაცია #ქორწინებაუცხოქვეყანაში #დამაბრკოლებელიგარემოება

27/03/2026

#აპოსტილითდამოწმება #განქორწინებისმოწმობა #განქორწინებადისტანციურად #ადვოკატიბექამოსაშვილი #განქორწინებაუცხოქვეყნიდან

25/03/2026

🔰არის თუ არა ჯვრისწერა იურიდიული ქორწინება?
საზოგადოებაში ეს კითხვა ხშირად ისმის,ხშირია ასვე სტელეფონო კონსუტაციის დროს მსგავსი კითხვა #ქორწინება #ჯვრისწერა #განქორწინება #იურიდიულიქორწინება #ქორწინებისრეგისტრაცია #ადვოკატი #განქორწინებადისტნციურად

20/03/2026

🔰განქორწინებასთან დაკავშირებული მითები

#განქორწინება #განქორწინებაუცხოქვეყნიდან #განქორწინებაუცხოეთიდან #ადვოკატიბექამოსაშვილი

საუკეთესო გზა განქორწინებისთვის: მშვიდობიანი შეთანხმება თუ ოფიციალური სასამართლო პროცესი? რომელი გზა ავირჩიოთ რათა ჩვენი...
24/11/2025

საუკეთესო გზა განქორწინებისთვის: მშვიდობიანი შეთანხმება თუ ოფიციალური სასამართლო პროცესი? რომელი გზა ავირჩიოთ რათა ჩვენი უფლებები იყოს საუკეთესოდ დაცული.
შეთანხმებით განქორწინება:
უპირატესობები:
• პროცესი შედარებით სწრაფი და მარტივია.
• მხარეებს აქვთ სრული კონტროლი ქონების გაყოფასა და ბავშვის აღზრდის საკითხებზე.
• ემოციური დაძაბულობისა და კონფლიქტების რისკი ნაკლებია.
• ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია.

ნაკლოვანებები:
• მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერებას და მზადყოფნას შეთანხმებისთვის.
• არაკეთილსინდისიერმა მხარემ შესაძლოა გამოიყენოს სიტუაცია საკუთარი ინტერესებისთვის.

სასამართლოს პროცესი:
უპირატესობები:
• უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად თანაბრად აკმაყოფილებდეს ორივე მხარეს.
• საჭირო ხდება, როცა შეთანხმება შეუძლებელია ან ერთ-ერთი მხარის უფლებები საფრთხის ქვეშაა.
• კომპლექსურ ქონებრივ ან ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში სასამართლო გადაწყვეტილება უფრო უსაფრთხოა.

ნაკლოვანებები:
• პროცესი შეიძლება ხანგრძლივი და სტრესული იყოს.
• ხარჯები მაღალია (იურისტები, სასამართლო მოსაკრებლები).
• მხარეებს ნაკლები კონტროლი აქვთ საბოლოო შედეგზე.

დასკვნა:
თუ მხარეებს შეუძლიათ ნდობით და ურთიერთგაგებით საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმებით განქორწინება ჩვეულებრივ საუკეთესო და გონივრული გზაა. ეს სწრაფი, ნაკლებად სტრესული და მოქნილია. სასამართლოს პროცესი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა შეთანხმება შეუძლებელია ან ერთ-ერთი მხარის უფლებები საფრთხეშია. საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი უფლებები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს ჯანსაღი. #განქორწინება #განქორწინებაიუსტიციაში #განქორწინებაშეთანხმებით #განქორწინებისადვოკატი #განქორწინებისიურისტი

პრო ბონო საქმიანობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ უფასო 30 წუთიანი კონსულტაცია (არა სატელეფონო) საადვო...
02/04/2025

პრო ბონო საქმიანობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ უფასო 30 წუთიანი კონსულტაცია (არა სატელეფონო) საადვოკატო ბიუროსგან საოჯახო სამართლებრივ საკითხებზე:
🔹განქორწინება
🔹ალიმენტის დაკისრება
🔹ქონების გაყოფა

კონსულტაციაზე მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ, ამისთვის შეგიძლიათ მოიწეროთ ვოტსაპზე 579275900

#განქორწინება #ქორწინებისშეწყვეტა #გაყრა #განქორწინებისპროცესი #სამართლებრივიგანქორწინება #განქორწინებისადვოკატი #ქონებისგაყოფა #მეურვეობა #ბავშვზემეურვეობა #ალიმენტი #საერთაშორისოგანქორწინება #უცხოელთანგანქორწინება #განქორწინებისდოკუმენტები #განქორწინებისცნობა #სწრაფიგანქორწინება #ონლაინგანქორწინება #მარტივიგანქორწინება #განქორწინებისაპლიკაცია #განქორწინებისსასამართლო #ოფიციალურიგანქორწინება #თანხმობითგანქორწინება #განქორწინებისმიმდინარესაქმე #განქორწინებისშემდეგუფლებები #საოჯახოსამართალი #დაშორება #ფინანსურიგანქორწინება #თანხმობიანიგანქორწინება

Address

(თბილისი) პეკინის გამზირი N34
Tbilisi
0107

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განქორწინება - Ganqorwineba.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to განქორწინება - Ganqorwineba.ge:

Share