LTI Legal Associates

LTI Legal Associates Law Firm - იურიდიული კომპანია LTI Legal advises and represents individuals and businesses in various fields of law.

For English, please, scroll down.

იურიდიული კომპანია LTI Legal მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს სამართლის სხვადასხვა სფეროში. ჩვენი მთავარი მიმართულებებია: კორპორაციული და ბიზნეს სამართალი, სახელშეკრულებო, შრომის, საოჯახო და მემკვიდრეობითი, ინტელექტუალური საკუთრების, საბანკო და საფინანსო, ინვესტიციების, საემიგრაციო, საგადასახადო და საბაჟო, სადაზღვევო, სამშენებლო სამართალი

. ასევე, პრივატიზაცია და ლეგალიზება, უძრავი ქონება, ლიცენზიები და ნებართვები, ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები, მედია და კომუნიკაციები, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და სხვა. LTI Legal გთავაზობთ:

-წერილობით და ზეპირ იურიდიულ კონსულტაციას;

-სრული მოცულობით იურიდიულ მომსახურებასა და სამართლებრივი პროცესების მართვას;

-იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას;

-წარმომადგენლობას ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირთან;

-წარმომადგენლობას სასამართლოს სამივე ინსტანციასა და არბიტრაჟში, ასევე, სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებში;

-სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას საუკეთესო ფასად. Our main activities are company formation, residency permits, corporate and business law, contracts, labor, family and inheritance, intellectual property, banking and finance, investments, immigration, privatization and legalization, capital markets, insurance, tax and customs, real estate, construction, licenses, and permits, agriculture industry, Energy and natural resources, media and communications, government affairs and, etc. LTI Legal offers:

-Verbal and written legal consultation;

-Full range of legal services and management of desired legal processes;

-Drafting, preparing, and submitting the full range of legal documents;

-Representing clients in business negotiations, with any natural or legal persons;

-Representing clients at court with all three instances and arbitration, also with governmental/administrative bodies;

-The best range of service fees, responsiveness, and efficiency;

In Georgia, you can get a digital nomad visa which allows remote workers to live in a foreign country for an extended pe...
14/06/2022

In Georgia, you can get a digital nomad visa which allows remote workers to live in a foreign country for an extended period. As an additional benefit, they can pay only a 1% tax rate.

Following documents needed for obtaining the visa⬇️

✅Copy of Passport
✅Proof of Income
✅Proof of Remote Work
✅Health Insurance Policy

Even with all the prepared documentation, applying for a visa can feel overwhelming and complicated. LTI Legal is here to help to guide you through the process.
Get in touch with our lawyers for assistance ➡️ [email protected]

06/06/2022

Are you providing the IT services outside of Georgia? 👇

Apply for the Virtual Zone status in Georgia and pay 0% VAT & Corporate Tax. LTI Legal Associates will provide the full legal support in obtaining the status and more.

Book a free consultation 👉 www.ltilegal.com

START YOUR  BUSINESS IN GEORGIA 🇬🇪🇬🇪🇬🇪Georgia is a developing and low-tax country, that provides many benefits for entre...
27/04/2022

START YOUR BUSINESS IN GEORGIA 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Georgia is a developing and low-tax country, that provides many benefits for entrepreneurs and investors.

Georgia has entered into double taxation treaties with more than 57 countries to prevent double taxation. The application of these tax treaties can protect natural persons from double taxation in the case of other countries claiming the right to taxation.

A new initiative called "Remotely From Georgia" has been designed for freelancers, full-time employees, or business owners to visit and work in Georgia. Within this special regime, Georgia offers freelancers and individual entrepreneurs paying tax just 1% of a business's annual gross revenue up to 500,000 GEL (approximately USD 155,000).

For IT companies, in case your business activities are IT services we can help you to obtain the status of Virtual Zone Company, which allows you to have the following benefits: 0% - profit tax from services delivered outside of Georgia, 0% VAT.

For more detailed information please visit our website

Tbilisi-based law firm providing legal services in corporate and business law, company formation, contracts, immigration - residency permits, banking and finance, taxes, investments, real estate, etc.

15/07/2021

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 19 ივლისიდან ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ამავე თარიღიდან, საქართველოს მასშტაბით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

23/06/2021

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 30 ივნისის 23:00 საათიდან უქმდება გადაადგილების შეზღუდვასთან ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებული რეგულაციები.

ამასთანავე, კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით დაიშვება 05:00 საათიდან 00:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მიტანის მომსახურებასა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანაზე (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“).

რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში დაიშვება მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 05:00 საათიდან 00:00 საათამდე, ხოლო 00:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

2021 წლის 22 ივნისიდან მოიხსნა საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. თუმცა, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, ბაზრებსა და ბაზრობებზე ყველა პირი კვლავ ვალდებულია, ატაროს პირბადე.

09/06/2021

#დემპინგი #ანტიდემპინგური

2021 წლის 01 ივნისს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილებები ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ.
დემპინგი არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შინაგანი ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კონკურენტების განდევნის მიზნით.
2021 წლის 1 ივნისიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება. საკითხის შესწავლა განხორციელდება ადგილობრივი ინდუსტრიის ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.
იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება, გახდეს შესწავლის ობიექტი, თუ მოცემული პროდუქტის საექსპორტო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მსგავსი პროდუქტის ნორმალური ღირებულება ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში იმ უცხო ქვეყნის ბაზარზე, საიდანაც ხორციელდება მოცემული პროდუქტის ექსპორტი.
ადგილობრივ ინდუსტრიაზე დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის ან ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზს.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მტკიცებულებებით შესწავლის დასრულებამდე აშკარაა, რომ იმპორტი დემპინგურია და იგი ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, კონკურენციის სააგენტო შეიმუშავებს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ან უზრუნველყოფის ფორმის დაწესების თაობაზე.

25/05/2021



2021 წლის 02 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
აღნიშნული კანონი დაფუძნებულია პრინციპზე „დამბინძურებელი იხდის“. კანონი არეგულირებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციასთან, შერბილებასა ან აღმოფხვრასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
კანონის შესაბამისად, თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. გამოსასწორებელი ღონისძიებები განისაზღვრება შემდეგი რიგითობით:
ა) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა;
ბ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა;
გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება.
პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს მის მიერ შემუშავებული და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესაბამისად. პასუხისმგებელი პირი გეგმას შეიმუშავებს და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით.
გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების მქონე საწარმოები ვალდებულინი არიან აღნიშნული საქმიანობის დაწყებისთანავე და მისი განხორციელებისას ჰქონდეთ შესაბამისი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებები, როგორებიცაა დაზღევა ან საბანკო გარანტია.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის პირველ ივლისს.

18/05/2021



2021 წლის 1 აპრილიდან უცხოელ დასაბეგრ პირს, რომელიც მონაწილეობს ტელესაკომუნიკაციო, რადიო ან ტელესამაუწყებლო, ელექტრონულად მომსახურების გაწევაში და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების გაწევის ადგილი არის საქართველო და აღნიშნული ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით წარმოეშობა დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული პლატფორმის საშუალებით ავსებს სარეგისტრაციო ფორმას.

მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:

ა) ფინანსური დაწესებულების ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო;
ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო;
გ) მომსახურების მიმღების მიერ, მომსახურების შესაძენად გამოიყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში;
დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.

უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

11/05/2021

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.
2021 წლის 1 ივნისიდან იცვლება ადმინისტრაციული დაკავების წესები. ახალი რედაქციით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით აღნიშნული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე.
წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადება გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისას არ გავრცელდება მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.
#სიახლეები
#ადმინისტრაციულისამართალდარღვევა
#კანონმდებლობა

Address

Vazha-Pshavela Avenue №71
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LTI Legal Associates posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share