18/08/2026
📣📣📣იურიდიული კომპანია Nomos Georgia აცხადებს სტაჟირებას
Nomos Georgia არის წამყვანი იურიდიული კომპანია, რომელიც წარმატებით საქმიანობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიული კომპეტენციით სხვადასხვა სამართლებრივ სფეროში, მათ შორის: ბიზნეს სამართალი, სამოქალაქო სამართალი, კორპორაციული სამართალი, შრომითი სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სამართალწარმოება.
ვაკანსია განკუთვნილია მოტივირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი აპლიკანტისთვის.
სტაჟიორის მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და შემოწმება;
- ადმინისტრაციული და საოფისე საქმიანობის განხორციელება;
- სამართლებრივი კვლევებისა და შესაბამისი მასალების მოძიება;
- იურისტების მხარდაჭერა ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის ფაკულტეტის III - IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სამოქალაქო და/ან ბიზნეს სამართლის საბაზისო ცოდნა;
- ორგანიზებულობისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
- მოქნილი გრაფიკი ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე:
📧 [email protected]
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: „სტაჟირება“.
პატივისცემით,
Nomos Georgia Law Firm