29/10/2019
ლიდ ქონსალთინგი არის იურიდიული კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბიზნესისა და სამართლის სფეროებში.
10 წლიანი გამოცდილების მიღებისა და არაერთი მსხვილი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, პარტნიორებმა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად დააფუძნეს კომპანია, რომელიც დღეს ქმნის პრობლემათა ინტერდისციპლინური გზით გადაჭრის მეთოდოლოგიებს და ზუსტად პასუხობს თანამედროვე ბიზნესის კომპლექსურ გამოწვევებს, კლიენტის ინტერესების სრულად გათვალისწინებით.
ლიდის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებიც ფლობენ სპეციალურ ცოდნას და არიან ექსპერტები შესაბამის სფეროებში. ამავდროულად, ისინი გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, სანდოობითა და კეთილსინდისიერებით, რითიც მაქსიმალურად ზრდიან მათი კლიენტის წარმატების შანსს.
კომპანია კონცენტრირებულია ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე და ამ მიზნით, ყოველთვის ზუსტად ახდენს შესაბამისი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ახორციელებს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზების შემუშავებას.
Lead Consulting is a company focusing on delivering expert advice in the fields of business and law.