GSL Law Office

GSL Law Office სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესებისთვის ქართულ და ინგლისურ იურისდიქციაში ორმაგი კვალიფიკაციის იურისტებისაგან. პარტნიორი - ქეთი ბაშინურიძე.

A law firm of dual-qualified lawyers from across Georgian and English Jurisdictions. Katie Bashinuridze, Partner. Georgian Solicitors LLC

24/08/2026

💻 სახელმწიფო სუვერენიტეტი „კოდში“ გადადის!

🔎 სამართალი სუვერენიტეტის კლასიკურ დოქტრინას ინარჩუნებდა მაშინაც, როცა ძალაუფლება უკვე მოძრაობდა სავაჭრო გზების, პორტების, ინდუსტრიის, ნავთობის, დოლარისა და საბანკო სისტემის მეშვეობით.

✔ ამის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე რეალურად სუვერენული ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე აყენებდა ასობით სხვა ქვეყანას, თუმცა არჩევანის, როგორც კოგნიტური აქტის გაკეთება, ჯერ კიდევ შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ხელში რჩებოდა.

💡დღეს უკვე ღიად განიხილება ე.წ. AI სუვერენიტეტი, რომელიც ყველა წინა ძალაუფლებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის თავად ხდება კოგნიტური ინფრასტრუქტურა.

🔸სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების უნარი თანდათან განეიტრალდება ტექ-სუვერენიტეტის გარეშე, რადგან პროგნოზირება, ინტელექტუალური დამუშავება, კვლევა, გამოთვლა, კვანტური ტექნოლოგია, კოსმოსის ათვისება — AI-ის მოდელებზე წვდომის ექსკლუზივი გახდება.

🔸 ინგლისის პარლამენტის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კომიტეტის განხილვებში AI-სუვერენიტეტი განიხილება, როგორც:

📌„ორგანიზაციის ან მთავრობის უნარი, აკონტროლოს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა და მონაცემები. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ მონაცემები ინახებოდეს და მუშავდებოდეს ეროვნულ საზღვრებს შიგნით, სადაც ტექნოლოგიაც ქვეყნის შიგნით, ადგილობრივად იქმნება და ინერგება.“

🔸 გამოდის, რომ ინგლისი ცდილობს კვლავ თავის საზღვრებში შემოაქციოს სახელმწიფო სუვერენიტეტი.

🔸ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია თავის ისტორიულ საზღვრებში ანდა იურისდიქციაში შექმნას და აკონტროლოს AI-ის ინფრასტრუქტურა და მონაცემები, ციფრულ კოლონიად იქცევა.

✔ რეალური მაგალითი: 2026 წლის ივნისში აშშ-ის მთავრობამ Anthropic-ს მოსთხოვა Fable 5-სა და Mythos 5-ზე უცხოელი მოქალაქეების წვდომის შეჩერება, რის შედეგადაც მოდელები დროებით გლობალურად გაითიშა.

🔸დიდმა ბრიტანეთმა ეს შემთხვევა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე ღიად შეაფასა, როგორც ტექ-სუვერენიტეტის კრიზისი: „მხოლოდ მოკავშირის იმედად ყოფნა მის „კაპრიზებზე“ დამოკიდებულებას ნიშნავს.“

🔸გამოწვევები ევროპის ბაზრის მასშტაბსაც უკავშირდება: წარმატებული ევროპული სტარტაპები ფინანსური და კომერციული ექსპანსიისთვის მაინც აშშ-ში გადადიან.

⏳მართალია, ბრიტანეთმა უკვე გამოყო £500 მილიონი ფუნტი „სუვერენული AI-ს ფონდისთვის“ და £1.1 მილიარდი ფუნტი „AI Hardware გეგმისთვის“ (მათ შორის £750 მილიონი „ეროვნული AI სუპერკომპიუტერებისთვის“), თუმცა საპარლამენტო კომიტეტზე აღინიშნა, რომ ქვეყანა უკვე ჩამორჩენილია ტექ-სუვერენიტეტის თვალსაზრისით.

💡საკონსტიტუციო სამართლის სუვერენიტეტის კლასიკური დოქტრინა 180 გრადუსით იცვლება.

💻სახელმწიფო სუვერენიტეტი ფაქტობრივად „დაიწერება“ ალგორითმებში, ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრებში.

22/08/2026

🔎ალგორითმი, როგორც მომრიგებელი სასამართლო

✅ უპიროვნო მართლმსაჯულების პროცესი დატესტილია წარმატებით.

🔴 4 წელია, რაც ინგლისში ამოქმედებულია მართლმსაჯულების ჩამნაცვლებელი ონლაინ პორტალის სისტემა საგზაო შემთხვევების შედეგად მცირე ფიზიკური დაზიანებების სარჩელებზე (minor RTA claims).

🔴 საამისოდ საკმარისია ორი ფაქტორი: კანონში კოდირებული ფორმულა და ამ ფორმულით კოდირებული ალგორითმი ტექნოლოგიაში.

🔷 მაგ. კანონი დეტალურად გაწერს:

- სატარიფო სისტემას ფიზიკური დაზიანების ხანგრძლივობის მიხედვით (1 თვიდან 2 წლამდე პერიოდზე),

- პასუხისმგებლობის დადგენის,

- მტკიცებულების შეფასების,

- პროცესუალური ზედამხედველობისა და

- კომპენსაციის დაანგარიშების წესებს

🔷 ხოლო ტექნოლოგია ალგორითმით გააცოცხლებს საკითხის მოგვარების ავტომატიზებულ პროცესს.

🔴 შედეგად, ყველა ტრადიციული მართლმსაჯულების სეგმენტი კოდირებული და ავტომატიზებულია:

🔷 ბაზრიდან გავიდა ათასობით იურიდიული ფირმა ფიზიკური დაზიანების (PI claims) სარჩელების სპეციალიზაციით.

🔷 პროცესიდან გავიდა მოსამართლე და ადვოკატი (5000 ფუნტამდე ოდენობის სარჩელებზე).

🔷 აიკრძალა ადვოკატის მომსახურების ხარჯების
მოწინააღმდე მხარისგან ამოღებაა: ადვოკატს აღარ დარჩა დაინტერესება, ხოლო მოსარჩელე ადვოკატის მომსახურებას სრულად საკუთარი ფულით ვერ იხდის.

🔷 ზიანის სამართლიანი შეფასება ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე ცოცხალი ადამიანი მოსამართლის მიერ ჩანაცვლდა კანონისა და პორტალის ალგორითმით.

🔷 ონლაინ პორტალის მომხმარებლები დარჩნენ მხოლოდ მხარეები და სადაზღვევო კომპანიები. მთავარია სისტემაში აეკრას ‘ექიმის ცნობა’😊.

🔎ბოლო 4 წლის განმავლობაში სარჩელები ასეთ საქმეებზე 80%-მდე შემცირდა;

🔎 რეფორმის დაგეგმვისას, არანაკლებ მოელოდნენ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სადაზღვევო პრემიუმების შემცირებას, რაც არ გამართლდა.

17/08/2026

სასარჩელო წარმოების ბიზნესი და ბანკების ხელშეუხებლობა - 14-მილიარდიანი სარჩელიდან 200-მილიონიან მორიგებამდე.

Mastercard-ის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამომხმარებლო დავა, 10 წლის თავზე, მხარეთა მორიგებით დასრულდა. დიდი ბრიტანეთის მომხმარებელთა კოლექტიური სარჩელი 14 მილიარდ ფუნტზე შევიდა და მორიგების შედეგად, მასტერქარდზე 200 მილიონის დაკისრებით დასრულდა.

სარჩელის წამოწყებაზე მომხმარებლების ინიციატივა ნულოვანი იყო. ინიციატივა ადვოკატმა Walter Merricks-მა და დავის დამფინანსებელმა კომპანიამ Innsworth-მა აიღეს, რომელთაც გამოიყენეს ინგლისის მომხმარებელთა დაცვის კანონი ე.წ. opt-out სარჩელისთვის, — ე.ი. ყველა დაზარალებული მომხმარებელი, რომელთაც პროაქტიულად არ მოუთხოვიათ პროცესიდან გამოთიშვა, ავტომატურად ჩაითვალა მოსარჩელედ.

Mastercard-ს იმ თანხების გადახდა დაეკისრა, რომელიც თავად არ მიუღია. თუმცა, პასუხისმგებლობა დაეკისრა ბანკებს შორის ე.წ. Interchange Fee-ს განაკვეთის მეშვეობით კონკურენციის შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების გამო. ამ დეფოლტურმა საკომისიომ 1982-2008 წლებში ინგლისის სუპერმარკეტებში პროდუქტებზე ფასების ხელოვნური ზრდა გამოიწვია: სუპერმარკეტებმა ფასები გაზარდეს, რადგან ბანკები კონკურენტულად ვეღარ შეუთანხმდნენ მერჩანთ სუპერმარკეტებს ე.წ. 'ურთიერთგაცვლის საკომისიოზე'.

მომხმარებლებზე, სულ, 100 მილიონი ფუნტი გადანაწილდება: დაახლოებით 2 მილიონი მომხმარებლიდან, თითოეული მიიღებს £45-£70-ს (ნაცვლად პოტენციური £6,300 ფუნტისა, სარჩელი სრულად რომ დაკმაყოფილებულიყო).

დავის დამფინანსებელმა კომპანიამ (Innsworth) ჩადებული £45 მილიონიდან £63 მილიონი ამოიღო (ნაცვლად დაგეგმილი £179 მილიონისა). Innsworth-მა საარბიტრაჟო სარჩელით კოლექტიური სარჩელის ბარისტერსაც კი უჩივლა „საუკეთესო ძალისხმევის“ არგაწევის სახელშეკრულებო საფუძვლით (რამაც შედეგად მასტერქარდთან უკიდურესად კომპრომისული მორიგება გამოიწვია), თუმცა საბოლოოდ მასთანაც მორიგდა და პროექტი 50%-იანი მოგებით დახურა.

Mastercard-ისთვის 14-მილიარდიანი რისკის 200 მილიონამდე დაყვანა მისი იურიდიული გუნდის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა დადგა.

თითოეული მომხმარებლისათვის, 16 წლის მანძილზე სუპერმარკეტებში პროდუქტების ხელოვნურად გაძვირებით მიყენებული ზიანის მაქსიმუმ 70 ფუნტით ანაზღაურება აჩვენებს, რომ გიგანტური სასარჩელო მოთხოვნები ხშირად Litigation Fund-ების მარკეტინგული სტრატეგიაა და არა მომხმარებელთა რეალური ზიანის ასახვა.

თუმცა, დავების დამფინანსებელი (Innsworth) თვლიდა, რომ ამონაგები კოლექტიური სარჩელიდან გაცილებით მეტი იქნებოდა, ბარისტერი რომ ასე იოლად არ წასულიყო მასტერქარდთან მორიგებაზე.

მთელი ამ სქემიდან ყველაზე უვნებელი და პასუხისმგებლობისაგან სრულიად დაცული სარგებელი მხოლოდ ბანკებმა მიიღეს — რისკის მთელი სიმძიმე მომხმარებელმა გადაიხადა, ნაწილობრივი (სიმბოლური) კომპენსაცია Mastercard-მა, ხოლო თავისი წილი იურისტებმა და დამფინანსებელმა აიღეს.

მომხმარებლებს შესთავაზეს ფულის პირდაპირ ბანკზე ჩარიცხვა ან მათი სახელით, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა. ანაზღაურება 2027 წლიდან დაიწყება.

12/08/2026

🪶 ორველი-ჰაქსლის მცირე პროფანაცია:

⏳ რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანს არასოდეს შეუწყვეტია სრულფასოვან ეკონომიკურ სუბიექტად არსებობა - ის ერთდროულად იყო როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მონაწილე.

🔎 ხელოვნური ინტელექტის ‘გაშვებიდან’ რამენიმე წლის შემდეგ, კავშირი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაძლოა ფატალურად გაწყდეს.

🟠 პერსპექტივაში, ადამიანები დაკარგავენ ეკონომიკური მიმწოდებლის ფუნქციას, ხოლო ხელოვნური ინტელექტი გახდება ექსკლუზიური მიმწოდებელი მოთხოვნების გარეშე.

🟠ადამიანი-მომხმარებელი დაკარგავს მოლაპარაკების ძალას: ის ვერაფერს გაყიდის, რასაც ეკონომიკური ღირებულება ექნება.

🟠 რაც მთავარია, საჭირო აღარ იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოებული პროდუქტების ყიდვა ადამიანებისგან. ეკონომიკურ მიმწოდებელს აქამდე ფული მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ ეყიდა ის, რაც თავად არ ჰქონდა და რასაც სხვა აწარმოებდა. ახლა კი ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აწარმოებს.

🔵 რა უნდა გაყიდოს ადამიანმა ისეთი, რასაც ეკონომიკური ღირებულება არ აქვს: ყურადღება? თანდასწრება? მორჩილება?

🔵 რაც მთავარია, რატომ დასჭირდება ადამიანთა სულების ყიდვა მათ, ვინც ამ ხელოვნური ინტელექტის გიგანტების უკან დგანან?

10/08/2026

💡 რა ჩაითვალა 'გაუმართლებელ' უზრუნველყოფის ღონისძიებად?

უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ას-32-2024 მხოლოდ ფორმალური ნიშნით განმარტა „გაუმართლებელი“ უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები, რომელზე დაყრდნობითაც, მხარეს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს არ უმსჯელია „გაუმართლებელი“ ღონისძიების ლეგიტიმურ მიზანზე, რისთვისაც ზოგადად გვჭირდება კვალიფიციური მართლმსაჯულება.

📌 უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „გაუმართლებელი“ ვერ იქნება ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიებაც კი, რომელიც მიმდინარე (დაუსრულებელ) დავებზე ზედა ინსტანციებმა საბოლოოდ გააუქმეს იმ შეფასებით, რომ ის იყო:
• „ღონისძიება, რომლის მიზანიც არა მიმდინარე დავის საგნის, არამედ სხვა დავის ფარგლებში გადაწყვეტილების უზრუნველყოფაა და, ამდენად, ამ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არმქონე“;
• „გაუმართლებელი, ზიანის მომტანი, არაადეკვატური და არათანაზომიერი ქმედება“;
• „პროცესის ბოროტად გამოყენების გამოვლინება“;
• „მოპასუხე კომპანიის გადახდისუუნარობის გამომწვევი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებასა და პროექტებს“;
• ისეთი, რომელიც „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, არათუ ხელს შეუწყობდა მის აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის გადახდისუნარიანობასა და ვალდებულების შესრულებას“.

💡 უზენაესი სასამართლო არ გასცდა კანონის პერიფრაზს: „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, მარტოოდენ ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვერ დაედება საფუძვლად დასკვნას სარჩელის უზრუნველყოფის გაუმართლებლობაზე, ვინაიდან სსსკ 199.3 მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს სარჩელზე მოსარჩელის საწინააღმდეგოდ დამდგარი საბოლოო მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი“ (საქმე №ას-32-2024).

🔻 მიმდინარე დავებზე ზედა ინსტანციების მიერ ყადაღების გაუქმებას 6 თვე დასჭირდა;
🔻 ამ პერიოდზე მოპასუხის საბანკო ანგარიშები და საინვესტიციო ქონება დაყადაღებული იყო;
🔻 ინვესტორი გავიდა საინვესციტიო ხელშეკრულებიდან; მოპასუხემ მასშტაბური ზიანი განიცადა;
🔻 უზენაესმა სასამართლომ ზიანის ანაზღაურება გამორიცხა ძირითადი დავების დაუსრულებლობის საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის გამო.

🔶რას უნდა ნიშნავდეს „გაუმართლებელი“ უზრუნველყოფა?

🔷 ნიშნავს ის მხოლოდ ისეთ უზრუნველყოფას, რომელიც საბოლოოდ წაგებულ სარჩელს ემსახურება?
🔷 თუ, ისეთ ღონისძიებასაც, რომელიც თავიდანვე არ ემსახურებოდა განსახილველი დავის საგნის უზრუნველყოფას და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო გაუქმდა კიდეც? და ამიტომ, მოსარჩელის მიერ დავის საბოლოოდ მოგებამ თუ წაგებამ აზრი დაკარგა?

📚 საკასაციო სასამართლოს შეეძლო სსსკ-ს 199.3-ის გავრცელება იმ შემთხვევებზეც, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიება აშკარად აცდენილი იყო განსახილველი დავის საგანს. ნორმა იმთავითვე გულისხმობს ისეთ უზრუნველყოფას, რომლის მიზანიც ამ კონკრეტული დავის საგნის დაცვაა და არა სხვა დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ე.ი. საპროცესო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

🔶 8-წლიანი დავის დასასრულს უზენაესმა სასამართლომ შაბლონური სერვისი შემოგვთავაზა.

27/07/2026

💡 💡 თუ ერთი გადაწყვეტილების დასაბუთებით ვიმსჯელებთ, უზენაესი სასამართლო კრიზისულ მდგომარეობაშია.

🔶არსებითი ფაქტის მექანიკურად გამოტოვება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური ხარვეზი:
🔷სასამართლომ, საკასაციო საჩივრის შესწავლის გარეშე, თავის განჩინებაში მექანიკურად გადმოიტანა სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და 'დაასკვნა', რომ მხარეთა შორის სხვა დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო კანონიერ ძალაში შესული. სწორედ ამ საფუძვლით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანზე აღარც გაუგრძელებია მსჯელობა, არადა, საქმეში ჯერ კიდევ აპელაციის ეტაპზევე იყო წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა საქმის საბოლოო ბედზე.

🔴 სამართლის გამოყენების ნაწილში კიდევ უფრო სერიოზული პრობლემებია:
🔎აშკარად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო, სამართლებრივი ნორმების სისტემურ ანალიზზე მეტად, სამართლიანობის სუბიექტურ განცდებს ეყრდნობა, რომლის დამაჯერებლად დასაბუთებასაც საბოლოოდ ვეღარ ახერხებს.
🟣 შედეგად, ერთმანეთშია აღრეული კომპანიის კრედიტორისა და კომპანიის პარტნიორის უფლებრივი მდგომარეობა. გადაწყვეტილებიდან შეუძლებელია მკაფიოდ განისაზღვროს, სად გადის ზღვარი კრედიტორის უფლებამოსილებებსა და პარტნიორის უფლებამოსილებებს შორის, ხოლო როდესაც ეს ორი სტატუსი ერთსა და იმავე პირშია თავმოყრილი, საერთოდ არ არის განმარტებული, როგორ უნდა იქნეს დაცული ამ უფლებათა გამიჯვნა.

🔶 ასეთი მიდგომა ანგრევს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და წინასწარი განჭვრეტადობის პრინციპებს, რადგან სამართლის სისტემის მონაწილეებს აღარ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ მოქმედებას და რა ფარგლებს იცავს ან ზღუდავს კანონი.

🔵 სამართლის მთელი სიკეთე და მარილი სწორედ სისტემური წესების სიმყარე და მათი გამოყენების წინასწარი განსაზღვრულობაა. ამ ერთი განჩინებით კი მივიღეთ გადღაბნილი შეფასებები ისე, თითქოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობა სადღაც შინაურული ტონალობით მოხდა, ინსტიტუციური დაწესებულების სტანდარტის გარეშე.

📚 უალტერნატივოა პირველი ინსტანციის როლი მთელ სასამართლო სისტემაში. თუ სასამართლომ პროცესზე კონტროლი იმთავითვე არ დაამყარა სისტემურად მყარი წესებით, და ნებისმიერი გაუმართლებელი სვლა პირველივე ინსტანციაში არ აღკვეთა, შემდგომ უკვე კვაზი-უფლებების გასაჩივრებების სერია უკონტროლო ხდება ზედა ინსტანციებში.

05/07/2026

✏მოლაპარაკებას აწარმოებ პოტენციურ კლიენტთან საადვოკატო მომსახურებაზე საგადასახადო დარიცხვის გასაჩივრებაზე (2 მილიონამდე თანხაზეა დარიცხვა და მოიცავს 3 წელიწადს) და ბოლოს დირექტორი გეუბნება, - აშკარაა, რომ გაუგონარ სისულელეზეა დარიცხვა! იმდენად უტოპიური დარიცხვაა, რომ სასამართლოს ეგრევე დაარწმუნებ ამ სისულელეში და ამიტომ, 2000 დოლარიც კი მაქსიმალური საფასურია ამ უსაფუძვლო დარიცხვის საქმეზე ....

👨‍🎓ისეთი ტაქტიკაა კომპანიის მხრიდან, ამის გამოგონებაზე ცალკე კომპლიმენტი უდავოდ ეკუთვნის.

🔎მაქვს კიდევ რამდენიმე მარგალიტი პროფესიული სერვისების შეძენისას როგორ იქცევიან 'გამოცდილი' ბიზნესმენები, გაზიარება სასარგებლო უნდა იყოს....

10/02/2026

🔎 ალგორითმი, როგორც მომრიგებელი სასამართლო

✅ უპიროვნო მართლმსაჯულების პროცესი დატესტილია წარმატებით.

🔴 4 წელია, რაც ინგლისში ამოქმედებულია მართლმსაჯულების ჩამნაცვლებელი ონლაინ პორტალის სისტემა საგზაო შემთხვევების შედეგად მცირე ფიზიკური დაზიანებების სარჩელებზე (minor RTA claims).

🔴 საამისოდ საკმარისია ორი ფაქტორი: კანონში კოდირებული ფორმულა და ამ ფორმულით კოდირებული ალგორითმი ტექნოლოგიაში.

🔷 მაგ. კანონი დეტალურად გაწერს:

- სატარიფო სისტემას ფიზიკური დაზიანების ხანგრძლივობის მიხედვით (1 თვიდან 2 წლამდე პერიოდზე),

- პასუხისმგებლობის დადგენის,

- მტკიცებულების შეფასების,

- პროცესუალური ზედამხედველობისა და

- კომპენსაციის დაანგარიშების წესებს

🔷 ხოლო ტექნოლოგია ალგორითმით გააცოცხლებს საკითხის მოგვარების ავტომატიზებულ პროცესს.

🔴 შედეგად, ყველა ტრადიციული მართლმსაჯულების სეგმენტი კოდირებული და ავტომატიზებულია:

🔷 ბაზრიდან გავიდა ათასობით იურიდიული ფირმა ფიზიკური დაზიანების (PI claims) სარჩელების სპეციალიზაციით.

🔷 პროცესიდან გავიდა მოსამართლე და ადვოკატი (5000 ფუნტამდე ოდენობის სარჩელებზე).

🔷 აიკრძალა ადვოკატის მომსახურების ხარჯების მოწინააღმდე მხარისგან ამოღებაა: ადვოკატს აღარ დარჩა დაინტერესება, ხოლო მოსარჩელე ადვოკატის მომსახურებას სრულად საკუთარი ფულით ვერ იხდის.

🔷 ზიანის სამართლიანი შეფასება ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე ცოცხალი ადამიანი მოსამართლის მიერ ჩანაცვლდა კანონისა და პორტალის ალგორითმით.

🔷 ონლაინ პორტალის მომხმარებლები დარჩნენ მხოლოდ მხარეები და სადაზღვევო კომპანიები. მთავარია სისტემაში აეკრას ‘ექიმის ცნობა’😊.

🔎ბოლო 4 წლის განმავლობაში სარჩელები ასეთ საქმეებზე 80%-მდე შემცირდა;

🔎 რეფორმის დაგეგმვისას, არანაკლებ მოელოდნენ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სადაზღვევო პრემიუმების შემცირებას, რაც არ გამართლდა.

28/01/2026

🔴 რა მოელის იურიდიული პრაქტიკების ტრადიციულ სტრუქტურას?

🔎იურისტების პარტნიორობა, როგორც კლიენტებზე ორიენტირებული კომერციული პრაქტიკა, ბოლო სამასი წლის მანძილზე ისე ვითარდებოდა, რომ ბუნება და თვისობრივი სტრუქტურა არ შეუცვლია.

🔎ის, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ჩუმი ხმით ვითარდება, ცვლის იურიდიული პრაქტიკის ბუნებასაც და სტრუქტურასაც.

🔎პერსპექტივაში, პროფესიონალი ადამიანები 90%-ით გადიან თამაშიდან, ხოლო რობოტი იურისტები შემოდიან 'ბაზარზე'.

🔴ასეთი ‘წინსვლის’ იდეა განპირობებულია იმით, რომ შესაძლებლად არის მიჩნეული სუპერადამიანის დონის შემსრულებლობის მიღწევა.

🔎ხელოვნური ინტელექტის ‘შემოსვლამდე’, იურიდიული ფირმები ათწლეულების მანძილზე ყველაზე ეფექტურად იყენებდნენ ავტომატიზებულ საძიებო სისტემებს, სადაც შინაარსს ადამიანები ქმნიდნენ (Westlaw, LexisNexis, HeinOnline, Practical law Company ტომსონ როიტერსთან). აქ ტექნოლოგია თავად არ აგენერირებს რაიმე ახალ შინაარსს, ტექსტს, პროდუქტს. ეს არის ადამიანთა ცოდნის ავტომატიზაციის სისტემა, ავტომატიზებული ბიბლიოთეკა, მაგრამ არა თავად ხელოვნური ინტელექტი.

✔ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენისთანავე, უსწრაფესად განვითარდა შემდეგი სამი ტიპის ჩაშენება იურიდიულ პრაქტიკებში:

· გენერაციული AI;

· AI Native law firms, და

· Agentic AI law firms.

🔻გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ინსტრუმენტია - ის ადამიანების დავალებების მიხედვით ქმნის ახალ ტექსტს, პროდუქტს, იდეებს, ანალიზს; არ აქვს საკუთარი მიზანი, დამოუკიდებლად არ მართავს პროცესს, არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ რეაგირებს ადამიანის მოთხოვნაზე. ასეთ სისტემებს იურიდიული ფირმები იყენებენ უკვე რამდენიმე წელია (Harvey, Legora, ChatGPT, Gemini).

🔻AI-Native law firms - ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული ფირმები, ე.ი. იმთავითვე მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფირმები. აქ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ადამიანების დავალებებს კი არ ასრულებს, არამედ თავადვე უწევს იურიდიულ საქმიანობას სრულ ორგანიზებას: აკავშირებს დოკუმენტებს, ვადებს, კლიენტის მონაცემებს, რისკების შეფასებას; თავად ანაწილებს სამუშაოს იურისტსა და ტექნოლოგიას შორის.

Garfield - დიდი ბრიტანეთის პირველი ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული ფირმაა, რომელიც ინგლისის მარეგულირებელმა (SRA) დაარეგისტრირა.

Norm Law LLP - ნიუ იორკის ხელოვნური ინტელექტით შობილი იურიდიული პლატფორმაა, რომლის კლიენტების ბაზაც წარმოადგენს 30 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მართვის ფინანსურ ინსტიტუტებს.

🔻მაგრამ ‘წინსვლა’ არც აქ ჩერდება, რადგან უკვე ინერგება ე.წ. Agentic AI law firms - ე.ი. ხელოვნური ინტელექტი, როგორც კლიენტის სახელით დამოუკიდებლად მოქმედი წარმომადგენელი. Harvey-მ უკვე დაიწყო გარდაქმნის პროცესი წარმომადგენლობის განხორციელების მიმართულებით. აქ უკვე გვხვდება ფართო ავტონომია გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს არის აგენტი დელეგირებული უფლებამოსილებით, რომელსაც შეუძლია კლიენტი წარმოადგინოს ტრანზაქციებსა და დავებში, სასამართლოში, მეორე მხარესთან, მარეგულირებელთან. მაგ. ერთი მხარის აგენტი-ინტელექტი მეორე მხარის აგენტ-ინტელექტთან დამოუკიდებლად წარმართავს მოლაპარაკებებს, დადებს კონტრაქტს, შეიტანს ცვლილებებს, ზედამხედველობას გაუწევს შესრულებას. აქ ადამიანის ჩარევა უკიდურესად მინიმალურია.

🕚ეს ფუტურისტული იდეა უკვე გზაშია....

21/01/2026

🔴 ნაფიც მსაჯულთა სისტემა უქმდება (UK) - სამართალი კრიზისულ დროებაში თუ ნავიგაცია ცვლილებების კვალდაკვალ - 2.

🔷900 წლიანი ისტორიული განვითარების ფონზე, ინგლისში ინიცირებულია საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც სისხლის საქმეების 90%-ზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემა უქმდება. ატლანტის ოკეანის აქეთა მხარეს სამართლის სისტემა ღერძისეულ შემოტრიალებს აკეთებს.

🔎 რეფორმის ოფიციალური რაციონალი:
- შენელებული მართლმსაჯულების ასწრაფება: 2025 წლის ბოლოს ნაფიც მსაჯულთა რიგში მდგომი, სისტემაში გაჭედილი საქმეების რაოდენობა 79 616-ზე ავიდა.
- ასეთი კრიზისი რომც არ დამდგარიყო, რეფორმას მაინც გავატარებდით.

🔎 იურიდიული პროფესიული წრე და ფართო საზოგადოება:
- კომუნიზმი ბრუნდება;
- ხალხის იოლად და მასიურად ჩაყრა ციხეში;
- ადამიანების განძარცვა ფუნდამენტური უფლებებისგან;
- მაგისტრატი მოსამართლეები ბუნებრივად დაექვემდებარებიან სისტემას, რომელიც დაინტერესებულია პატიმართა რაოდენობისა და მსჯავრდების განაჩენების განაკვეთის აწევით.

⁉️ ურთიერთსაპირისპირო დასაბუთებები:
✅იუსტიციის სამინისტრო:
- ნაფიც მსაჯულები, როგორც წესი, მსჯავრდების მიმართ რეზისტენტულები არიან, გარდა გამოკვეთილი სექსუალური ძალადობის საქმეებისა;
- მათ არ ევალებათ დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება;
- სისტემა არა არის უნაკლო: ექთნის, ლუსი ლეთბის არასწორი მსჯავრდება ნაფიცმსაჯულების მიერ (7 ჩვილის მკვლელობა და 7 ჩვილის მკვლელობის მცდელობა), რომლის სიმცდარეც გამოვლინდა მხოლოდ წლების შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზით.

✅პროფესიული წრის არგუმენტები:
- ნაფიც მსაჯულთა სისტემა სახელმწიფო ძალის შემაკავებელი ძალაა;
- ნაციც მსაჯული ზომავს მხოლოდ განსასჯელის შინაგან პატიოსნებას, რაც ბევრად ნაკლებად შეუძლია ერთ მოსამართლეს, ვიდრე კოლექტიურ ინტელექტს, რომელიც ასწორებს ინდივიდუალურ შეცდომას;
- ნაციც მსაჯული აფასებს საკითხებს, რომელიც არ არის წმინდაწყლის სამართლებრივი ანდა ტექნიკური, არამედ ადამიანური, სოციალური და მორალური, რომელიც მხოლოდ მოსამართლემ არ უნდა გადაწყვიტოს;
- მოსამართლესა და ნაფიცებს შორის ფუნქციების დაყოფა სამართლიანად აკუთვნებს მოსამართლეს ლეგალური კანონიერების, ხოლო ნაფიც მსაჯულებს - ფაქტობრივი ლეგიტიმურობის ნაწილს.

🟢 მიუხედავად გაცხადებული არგუმენტისა (მართლმსაჯულების ეფექტურობის გაზრდა), აშკარაა, რომ სახელმწიფო გრძელვადიანად განიხილავს გაიოლებულ და მასიურ დაპატიმრებებს, განსაკუთრებით, ემიგრანტების მომძლავრების ფონზე.

Address

61 Davit Aghmashenebeli Avenue , Mosaic Business Centre, Floor 5
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GSL Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share