Legal and accounting services in Georgia, Business registration in Georgia.

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Legal and accounting services in Georgia, Business registration in Georgia.

Legal and accounting services in Georgia, Business registration in Georgia. Legal and accounting services in Georgia. Business registration in Georgia. Company registration, opening a bank account. Company registration in FIZ Tbilisi.

Getting the status of the virtual zone. [email protected] WhatsApp or Viber +995 595535376 www.lcg.ge Start your business online and get all legal and accounting services online

https://businessformula.ge/News/14196
05/06/2023

https://businessformula.ge/News/14196

მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი მოთხოვნა ნახევრდება.

https://www.facebook.com/100064530678988/posts/463523669141985/
26/09/2022

https://www.facebook.com/100064530678988/posts/463523669141985/

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

https://www.facebook.com/222439314545383/posts/3922320091223935/
09/06/2021

https://www.facebook.com/222439314545383/posts/3922320091223935/

📣 საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა

📍 იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ კახეთის რეგიონის ორ ქალაქში - თელავსა და გურჯაანში ქორწინების სივრცეები გახსნა.

📆 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.

💍 ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს), მათ შორის თელავსა და გურჯაანში ახლად გახსნილ საქორწინო სივრცეებს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

✅ აღსანიშნავია, რომ თელავსა და გურჯაანში ქორწინების საზეიმო სივრცე ამ დრომდე არ არსებობდა და ქორწინების მსურველ წყვილებს შეეძლოთ, მიემართათ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ფილიალებისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე ტარდებოდა. დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახლად გახსნილ, სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში. ახალი, თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისად მოწყობილი ქორწინების სივრცეები განთავსებულია თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში.

✅ წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.

🛡 შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

03/06/2021

📢 საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადები გახანგრძლივდა

https://www.facebook.com/453265518043014/posts/3998640976838766/
02/06/2021

https://www.facebook.com/453265518043014/posts/3998640976838766/

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსით ამ დროისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საზღვაო სფეროში მოქმედი 17 კომპანია სარგებლობს.

🔘 საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

🔘 საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

🔷 საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

იხ ვრცლად:https://mof.ge/News/9789

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3899761360146475&id=222439314545383
01/06/2021

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3899761360146475&id=222439314545383

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება უკვე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დანერგა სიახლე - 7 სახის სამოქალაქო აქტი: დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდება და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობაც გაიცემა ელექტრონული დოკუმენტის ფორმით.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის საააგენტოს სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

სიახლის შედეგად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც დაზოგავს მათ დროსა და რესურს. დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება ელექტრონული მოწმობის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენა, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და მზა დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა).

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების მისაღებად მოქალაქემ განაცხადი ელექტრონულად უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ხოლო სამოქალაქო აქტების პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს, ორივე შემთხვევაში ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლთა მეშვეობითაც უკვე პორტალ „www.my.gov.ge“-ზე და sda.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა, 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ, შესაბამისი ვებპორტალიდან მხოლოდ კონკრეტული კოდის მფლობელ პირს შეეძლება ელექტრონული დოკუმენტის ნახვა და ჩამოტვირთვა. მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობის მატერიალური ასლი, რომლის მიღების სურვილს იგი აფიქსირებს შესაბამისი განცხადების წარდგენისას.

ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმამ შესაძლებელი გახადა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები (დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების) გამოცემულიყო ელექტრონული დოკუმენტის ფორმით.

სააგენტო საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმის ფარგლებში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა. ელექტრონული სერვისების განვითარებამ და დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის დოკუმენტბრუნვა და აამაღლა დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხი.

https://www.facebook.com/222439314545383/posts/3896548323801112/
31/05/2021

https://www.facebook.com/222439314545383/posts/3896548323801112/

📣 საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა.

📣 პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება:

🔷 თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს.

🔷 თუ იგი უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეუწყდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

📣 პირს აღუდგება საქრთველოს მოქალაქეობა:

🔷 თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით, ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს.

🔷 საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას.

📣 პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა:

რომელსაც არ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია საქართველოში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.

📣 საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, თუ:

🔷 1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

🔷 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

🔷 საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ცვლილებები მოქალაქეებისთვის შესაბამისი პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქეთა მაღალმა მიმართვიანობამ განაპირობა.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით ჯამში 7123-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

https://www.facebook.com/psda.gov.ge/posts/3381872468602036
25/11/2020

https://www.facebook.com/psda.gov.ge/posts/3381872468602036

📣ქვეყანაში „COVID 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, იმ სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურად იქნება შესაძლებელი; კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს.

🔹🔹მოქალაქეს, ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია სურს, შეუძლია, სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიმართოს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – 🔹my.gov.ge ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge და მიჰყვეს ინსტრუქციას. დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10 ან სკაიპის – sda.gov.ge საშუალებით. მომხმარებელი დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის ელექტრონული ასლის ჩამოტვირთვას შეძლებს პორტალის – my.gov.ge ან სააგენტოს ვებგვერდის – sda.gov.ge საშუალებით, მზა დოკუმენტს კი, ფოსტის მეშვეობით მიიღებს.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3532837800139187&id=106696602753341
14/11/2020

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3532837800139187&id=106696602753341

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელდება ცვლილებები:

✅ გახანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ ვადა, რათა უფრო მეტმა მეწარმემ შეძლოს მასში მონაწილეობის მიღება. ასევე ცვლილების თანახმად, დაშვებული იქნება შერეული მიზნობრიობით გაცემული სესხების სუბსიდირებაც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაფინანსების მიმღებთა ოდენობას.

✅ ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „საკრედიტო საგარანტიო სქემა“ - იზრდება პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის გათვალისწინებით, სამიზნე მიმართულებებს დაემატება ბიზნეს და სავაჭრო ღონისძიების, შეკრებების და კონფერენციების მიმართულებები, ასევე ყინულის წარმოება.

✅ ასევე, საკრედიტო გარანტია უკვე შესაძლოა გაიცეს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობების ფარგლებში აღებულ სესხებზე, როგორებიცაა: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, ზეთოვანი, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული და ფარმაცევტული კულტურების და სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

✅ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ინდუსტრიულ ნაწილში აქამდე არსებულ მიმართულებებს ემატება კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები, ფიზიკური, ქიმიური და სხვა ანალიზური გამოცდების ჩატარება და ა.შ.

Address

154, Davit Agmeshenebeli Avenue
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Legal and accounting services in Georgia, Business registration in Georgia. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category