არეა ჯგუფი / Area Group

არეა ჯგუფი / Area Group მარკეტინგისა და გაყიდვების სევრისების აუთსორსის კომპანია უძრავი ქონების სერვისების სფეროში

არეა ჯგუფი წარმოადგენს პროფესიონალთა და ექსპერტთა გუნდს უძრავი ქონების სერვისების სფეროში და დეველოპერებს, უძრავი ქონების მფლობელებსა და საცალო მომხმარებლებს თავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას: სტრატეგიული კონსულტაცია, გაყიდვების აუთსორსინგი, პროექტების მარკეტინგი, ბრენდინგი და მენეჯმენტი, კვლევები, შეფასება.

ჩვენი მიზანია მომსახურების ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ უძრავი ქონების ბაზარზე და ჩ

ვენი პარტნიორების საქმიანობა გავხადოთ უფრო წარმატებული, ხოლო უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველთა ძიება/შეძენის პროცესი უფრო კომფორტული, მარტივი და სასიამოვნო.

ჩვენ ვმუშაობთ, რათა მომხმარებლის მოთხოვნები და საჭიროებები და დეველოპერების პროდუქტი მაქსიმალურად დავაახლოვოთ და თანხვედრაში მოვიყვანოთ ერთმანეთთნ.

ამისათვის, ჩვენს პარტნიორებს ვაწვდით უძრავი ქონების სერვისების სრულ სპექტრს, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის მქონე გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება და უძრავი ქონების ბაზრის ღრმა ცოდნა.

ხოლო საცალო მომხმარებლებს ვთავაზობთ საერთო სივრცეს, სადაც დეტალურ ინფორმაციას თითოეულ პროექტთან დაკავშირებით ფასის, პროექტის ადგილმდებარეობის, მისი მიმდინარეობის, შიდა დაგეგმარებისა და სხვა დეტალების შესახებ მიიღებს პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან.

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
26/05/2025

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას და გისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე მარადჟამ გამარჯვებას
19/04/2025

ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას და გისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე მარადჟამ გამარჯვებას

31/12/2024

გილოცავთ ახალ 2025 წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის, საყვარელი ხალხისთვის და სრულიად საქართველოსთვის - წინსვლისა და პროგრესის მომტანი

როგორც EU - Georgia Business Council EUGBC წევრი ორგანიზაცია, რომელიც ევროპული ღირებულებების მტკიცე მატარებელია, ხოლო სა...
29/11/2024

როგორც EU - Georgia Business Council EUGBC წევრი ორგანიზაცია, რომელიც ევროპული ღირებულებების მტკიცე მატარებელია, ხოლო საქართველოს ევროკავშირის წევრად მიიმჩნევს, ვუერთდებით ასოციაციების ერთობლივ განცხადებას.

26/09/2024

სავანე - ჩვენს მიერ მართული გამორჩეული პროექტია, დახვეწილი არქიტექტურითა და მყუდრო საცხოვრებელი პირობებით. იჩქარეთ, ბინების რაოდენობა სულ უფრო იზღუდება.

საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვა და მშენებლობის პროცესი ყოველთვის იქცევდა აქტიურ ყურადღებას. დღესაც ისმის კითხვები:- რ...
14/07/2024

საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვა და მშენებლობის პროცესი ყოველთვის იქცევდა აქტიურ ყურადღებას. დღესაც ისმის კითხვები:
- რა ელის უძრავ ქონებას? გაიაფდება? მოთხოვნა შემცირდება?
*** ექსპერტები ამბობენ, რომ უძრავი ქონება გაძვირდება, ამ დროს მომხმარებლებში მაინც არსებობს მოლოდინი რომ გაიაფდება... ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მომავალ წელს უძრავი ქონება გაძვირდება და საშუალოდ 1400-1500$ ფარგლებში იქნება, ამის მიზეზად მშენებლობის სექტორში მიმდინარე რეგულაციები, ინფლაცია, მიწის ფასი და შესაბამისად თვითღირებულების გაზრდა სახელდება. რასაკვირველია, აღინიშნა რომ საბოლოო ჯამში მაინც მოთხოვნა განსაზღვრავს, მოუწევს მაზარს მოგების შემცირება და მოთხოვნის საპასუხოდ ფასების შენარჩუნება, თუ მოთხოვნა დადებითად უპასუხებს გაზრდილ ფასებს.
*** რა ხდება დღეს?
კოლიერსის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც საჯარო რეესტრიდან იღებს მონაცემებს, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები წინა წელთან შედარებით მაისისა (5%) და ივნისის (15%) თვეებში შემცირებულია, ხოლო მიმდინარე წლის მაისსა და ივნისს შორის კლება გვაქვს 4,5%.
*** ფასების ზრდის პარალელურად, ლოგიკურად შეცვლილია გაყიდვების წილი მომხმარებლების მიხედვით. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე ძირითადი გაყიდვების წილი ადრე მოდიოდა ეკონომ კლასზე ვიდრე მაღალსა და მით უფრო პრემიუმზე, მაგრამ ბოლო წელს 2023 დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2022 წელს გაყიდვები ნაწილდება 62,5% - ეკონომი, 29% - საშუალო, 6% -საშუალოზე მაღალი, პრემიუმი - 2%; 2023 წელს - 44% - ეკონომი, 39% - საშუალო, 12% - საშუალოზე მაღალი; პრემიუმი - 5%.
*** უძრავი ქონების საშუალო ფასი გაიზარდა - აღნიშნული მონაცემები, ვინაიდან უძრავი ქონების საშუალო ფასის ზრდა ითვლება ტრანზაქციების ფულადი მოცულობა, გაყოფილი რაოდენობაზე, ბუნებრივია გვაძლევს გაზრდილ საშუალო ფასს. ბაზარზე სეგმენტაცია გადათამაშდა მნიშვნელოვნად, 2023 წელს ეკონომის წილი შემცირებულია მთელი 18,5% -ით. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის გაყიდვები ფულად მოცულობაში აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია მთელი 7,5%. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად გაცილებით მეტია მყიდველი ბაზარზე, მაგრამ გავითვალისწინოთ რა შემოსავლების ზრდის დინამიკა ფასებთან მიმართებაში, რაც მოთხოვნას აფერხებს, ანუ გარკვეული კატეგორიისთვის ხელმიუწვდომელი რჩება. 1 კვ. მეტრის მშენებლობის ხარჯი თვითღირებულება გაზრდილია 30-40 % ფარგლებში, ინფლაცია, რეგულაცია ( რამაც გაზარდა ხარისხი სხვადაშორის), ამას ემატება აუთვისებელი მოცულობა შენობის მხრივ, სხვანაირად შიდა ფართზე დაკარგული კვადრატული მეტრობით ფართობი, რამაც მოგვცა საშუალო გაზრდილი ფასი დაახლოებით 40%-ის ფარგლებში, ანუ იმაზე ნაკლები ვიდრე რეალურად ხარჯია (საუბარია ეკონომ კლასის ბინებზე). ამიტომ ფასების ზრდა ისევ მოსალოდნელია, ან მინიმუმ არსებულის ფიქსირება.
*** ფასის ზრდა მიმდინარე გარემოებაში, სადაც ეკონომიკის დინამიკა იგივეა, რაც გვაქვს, ეკონომ კლასის მოთხოვნას, მათ შორის საშუალო კლასსაც კიდევ უფრო დაარტყავს, ხოლო განსაკუთრებით მაღალი და პრემიუმი პროექტის მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნად, ჩემი აზრით ძალიან მყიფეა. აქ. ყიდვა ერთგვარი ინვესტიციაა ხშირ შემთხვევაში, ვიდრე ფიზიკური საჭიროება, ამიტომ ეკონომიკისა და პოლიტიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია.
*** ეკონომ კლასის ბინებზე მოთხოვნა - ყველაზე ეკონომ ბინის ღირებულება მშენებლობის პროცესში საშუალოდ 42 000 (1 საძინებლიანი, 45 კვ. მეტრამდე) დოლარის ფარგლებში ჯდება, აქედან ბანკი ითხოვს, რომ 8500 დოლარი მაინც ქონდეს პირს დანაზოგი, რომ დარჩენილი დააფინანსოს, 10 წლიან სესხზე პირს უწევს 1200 ლარამდე გადახდა, ასე 350 დოლარის ფარგლებში მაინც, 15 წლიან სესხზე 270 მაინც დაჯდება და თან სესხი რომ აიღოს, ასე მინიმუმ 2400 ლარის შემოსავალი, სტაბილური გარანტირებული უნდა ქონდეს, ეს როგორც მცირე, თორემ ისე 3600 ლარი სტანდარტულად.
დასკვნა:
*** უახლოეს 2 წელიწადში, თუ ყველაფერი უცვლელად შენარჩუნდა (ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოებას) ბინების კონფიგურაცია შეიცვლება და შემცირდება, ადამიანებს უკვე უწევთ და გახშირდა 40 კვ. მეტრამდე ბინებზე მოთხოვნა, 2 საძინებლიანი ჰაჰა 60 კვ. მეტრამდე, გაჭიანურდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, გაცილებით მგრძნობიარეა ეკონომი ფასის მიმართ და უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდა და რისკები გაიზარდა.
***ფასები ვერ დაიწევს, რადგან პრაქტიკულად ახალ დასრულებულებში ამოწურულია მარაგი და მშენებარეები თვითღირებულებაზეა მიმბული, ხოლო 2024 წლის ნებართვები გაძვირებული თვითღირებულებით საფასო კონკურენციაში მოექცევა....
*** პრაქტიკულად ყველა სამშენებლო კომპანიას ფასები დაწეული აქვს, აქციის სახით გაყიდვების წასახალისებლად, ასე რომ ვიტყოდი კარგი პერიოდია ბინის შესაძენად ვისაც ამის საჭიროება აქვს, მაგრამ საინვესტიციო თვალსაზრისით ბინების შეძენის მომგებიანობა, გულწრფელად ვიტყვით, პროგნოზები რთული გასაკეთებელია. ერთადერთი ისევ მშენებარეში შედარებით იაფი ფასით ინვესტირება და შემდგომ არსებული საბაზრო ღირებულებით გაყიდვაზე ორიენტირება შესაძლებელია.

ერთად გამარჯვებისკენ
27/06/2024

ერთად გამარჯვებისკენ

⚽️ქართული ეროვნული ნაკრების დაწინაურებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიულ გამარჯვებას გილოცავთ პორტუგალიის ნაკრებთან.
🇬🇪 საქართველოს საფეხბურთო გუნდი ნახევარფინალშია. წარმატებები ჩვენს ბიჭებს. შემდგომი გამარჯვებები გვეზეიმოს ერთად და თასიც მოგვეპოვებინოს. შეუძლებელი არაფერია, ჩვენ გვჯერა

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ ყველას
26/05/2024

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ ყველას

💚 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#ესდღეჩვენია

არეა ჯგუფი უერთდება საერთო სულისკვეთებას. ჩვენ ვართ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. 🇪🇺🇬🇪
03/05/2024

არეა ჯგუფი უერთდება საერთო სულისკვეთებას. ჩვენ ვართ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. 🇪🇺🇬🇪

in ბიზნესი ქართველი სტარტაპერები: „არა რუსულ კანონს!” 03/05/2024, 2:09 PM დღევანდელი მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება...

მადლობა თავისუფლებისთვის 🌺
09/04/2024

მადლობა თავისუფლებისთვის 🌺

მადლობა თავისუფლებისთვის 💚

➡️ იყიდება ბინა 25 სართულზე, გარემონტებული, ჩაშენებული სამზარეულოთი ჩვენს მიერ მართულ პროექტში - საბურთალო პალასში, მეტრ...
04/03/2024

➡️ იყიდება ბინა 25 სართულზე, გარემონტებული, ჩაშენებული სამზარეულოთი ჩვენს მიერ მართულ პროექტში - საბურთალო პალასში, მეტრო უნივერსიტეტთან.
🔰 ბინის ფართობია 73,68 კვ. მეტრი და დაპროექტებულია 1 საძინებლიანად, აქვს დიდი მისაღები და სამზარეულო სივრცე, საგარდერობე ოთახი.
🔰 ბინას აქვს გაშლილი ხედები ქალაქზე, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით, მეტრო უნივერსიტეტიდან 20 მეტრი.
✅ ფასი 145 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

Address

აფაქიძის 11
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995555207073

Alerts

Be the first to know and let us send you an email when არეა ჯგუფი / Area Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to არეა ჯგუფი / Area Group:

Share

Category